დებულება ქალები
ქალთა ორგანიზაციის "მემარჯვენე ქალები"
წესდება

მუხლი 1
ზოგადი დებულებები

1.1. ქალთა ორგანიზაცია წარმოადგენს პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების"
მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებით შექმნილ ორგანიზაციას.

1.2. ორგანიზაციის საქმიანობის მიზნები:

• ელექტორატში პარტიის მხარდამჭერტა მობილიზება;
• ქალთა აქტიური ჩართვა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და სხვა სფეროებში მიმდინარე მოვლენებში, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში;
• ქალთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა;
• ქალთა მომზადება სხვადასხვა დონის პოლიტიკურ ლიდერებად, ასევე, ყველა დონის არჩევითი ორგანოების საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად;
• ზრუნვა ქალთა პოლიტიკურ განათლებაზე;
• ზრუნვა მომავალი თაობის ფიზიკურ და სულიერ გაჯანსაღებაზე და სხვა;
• ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა;
• ქვეყნის ელექტორატში "ახალი მემარჯვენეობის" იდეოლოგიის მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა;
• ქალთა თვითრეალიზაციის ხელშეწყობა;
• ხელშეწყობა ქალთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებაში;
• მშობელთა კონტინგენტთან მუშაობა, ზრუნვა მათი ინფორმირებულობის ზრდასა და ოჯახში ბავშვის აღზრდის პროცესში ჩართულობის ამაღლებაზე;
• უმცირესობების წარმომადგენელი ქალების ჩართვა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში;
• მეწარმეობით დაკავებულ ქალებთან მუშაობა და მათი სამართლებრივი დახმარება;

მუხლი 2
ორგანიზაციის მართვა

2.1. ორგანიზაციის ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს კონფერენცია;
2.2. კონფერენციის კომპეტენციაში შედის შემდეგი საკითხები:
• ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევა;
• ქალთა ორგანიზაციის წესდების დამტკიცება ან მასში ცვლილებების შეტანა;
• ქალთა ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულების განსაზღვრა;
• ორგანიზაციის გამგეობის არჩევა;
2.3. ქალთა ორგანიზაციის კონფერენცია მოიწვევა პარტიის მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებით 2 წელიწადში ერთხელ მაინც;
2.4. კონფერენციებს შორის პერიოდში საქმიანობას წარმართავს გამგეობა, რომლის შემადგენლობასაც ირჩევს კონფერენცია;
2.5. გამგეობის სხდომა მოიწვევა წელიწადში ორჯერ მაინც:
2.6. იგი უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი;
2.7. გამგეობის კომპეტენციაში შედის:

– ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;
– პარტიის მთავარი კომიტეტის ან კონფერენციის გადაწყვეტილებების მომზადების და შესრულების უზრუნველყოფა;
2.8. ორგანიზაციას ჰყავს თავმჯდომარე და თანათავმჯდომარეები;

მუხლი 3
ორგანიზაციის წევრობა
3.1. ორგანიზაციის წევრად მიღება ხდება გამგეობის მიერ მსურველის წერილობითი
განცხადების საფუძველზე;
3.2. ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველი პირი უნდა იზიარებდეს ორგანიზაციის
მიზნებსა დ ამოცანებს;
3.3. ორგანიზაციის წვერს უფლება აქვს:
– აირჩიოს და არჩეულ იქნას ორგანიზაციის ორგანოებში;
– მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის საქმიანობაში;
– ორგანიზაციის ხელმძღვანელ ორგანოებში შეიტანოს წინადადებები კავშირის
საქმიანობასთან დაკავშირებით;
– თავისუფლად გავიდეს ორგანიზაციიდან;

მუხლი 4
ორგანიზაციის ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია

6.1. ორგანიზაციის სამოქმედო ვადა (ხანგრძლივობა) არ არის განსაზღვრული;
6.2. ორგანიზაციის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება პარტიის მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებით:

აქტუალური თემა
ახალი ხელისუფლების 7 თვე – საით მიდის საქართველო?
ახალი ხელისუფლების 7 თვე – საით მიდის საქართველო?

საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 8 თვე გავიდა. "ახალი მემარჯვენეების" სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის პრეცედენტი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს უახლეს ქართულ ისტორიაში, მაგრამ ახალი ხელისუფლების მუშაობის დაწყებიდან მე–7 თვე გადის და დღეს უკვე სასიცოცხლო აუცილებლობას იძენს დავსვათ შეკითხვები – საით მიდის საქართველო და გახდა თუ არა საფუძველი 1 ოქტომბრის პრეცედენტი ფუნდამენტური პოზიტიური ცვლილებების დასაწყებად.
[ სრულად ]
ფეისბუქის ფან ბოქსი
« მაისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31