პატიის ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა მანანა ნაჭყებიამ და ლევან კალანდაძემ ბათუმში პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის საკითხებზე გამართული ორდღიანი დისკუსიის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა.
ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის საქართველოში ჯონ ბასის განცხადებით, აშშ-ის მთავრობამ 750 ათასი დოლარი გამოყო, რომელიც გადაეცემა კონსორციუმს NDI-ს, IRI-სა და IFEES-ს ქალი კანდიდატების შესაძლებლობების განვითარებაში, რათა მათ შეძლონ მონაწილეობა და უკეთ იყვნენ განვითარებულები პოლიტიკურ პროცესებში.
ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) ინიციატივით ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის თემაზე ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგში "ახალი მემარჯვენეებიდან" 5 ქალი მონაწილეობდა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისის, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ ODIHR) ინიციატივით მრგვალი მაგიდა 25 აპრილს გაიმართება თემაზე: “პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდა”
1 მარტს სასტუმრო „რედისონ ბლუ“– ში „ახალი მემარჯვენეების“ ქალთა ორგანიზაციის V საიუბილეო კონფერენცია გაიმართა. „მემარჯვენე ქალებს“ დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა.
| « | მაისი 2013 | » |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | 31 |