Untitled Document
Untitled Document

 

პოლიტიკური საბჭო

პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები"-ს (ახლების) პოლიტიკური საბჭო არის ყრილობებს შორის მოქმედი ორგანო. პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შედიან გაერთიანების თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, მთავარი კომიტეტის სხვა წევრები, სარევიზიო კომისიის წევრები, საპარლამენტო მდივანი, პოლიტიკური მდივანი, საერთაშორისო მდივანი, საორგანიზაციო მდივანი, გაერთიანების რეგიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები, საქართველოს პარლამენტის წევრები და პარლამენტის მიერ სახელმწიფო აღმასრულებელ ხელისუფლებაში არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული თანამდებობის პირები, რომლებიც იმავდროულად არიან პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები"-ს (ახლების) წევრები, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში მთავარი კომიტეტის მიერ დანიშნული არაუმეტეს 10 წევრი და ახალგაზრდული და ქალთა ორგანიზაციის არესებობის შემთხვევაში, თავმჯდომარე და ორგანიზაციის გამგეობის წევრები, რომლებიც იმავდროულად არიან გაერთიანების წევრები.

პოლიტიკურ საბჭოს ხელმძღვანელობს გაერთიანების თავმჯდომარე.
პოლიტიკური საბჭო იკრიბება 6 თვეში ერთხელ გაერთიანების თავმჯდომარის მოწვევით. გაერთიანების თავმჯდომარის, მთავარი კომიტეტის ან პოლიტიკური საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით შესაძლებელია პოლიტიკური საბჭოს რიგარეშე სხდომის მოწვევა.პოლიტიკურ საბჭოზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.

პოლიტიკური საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:
 გაერთიანების ფინანსური სახსრების განკარგვის შესახებ გენერალური მდივნის წლიური ანგარიშის მოსმენა;
 გაერთიანების პოლიტიკური მდივნის, საპარლამენტო მდივნის, საერთაშორისო მდივნის და საორგანიზაციო მდივნის არჩევა;
 უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას გაერთიანების პარტიული სიის და მაჟორიტარი კანდიდატების დამტკიცება;
 გადაწყვეტილების მიღება საარჩევნო ბლოკში გასაერთიანებლად, კოალიციაში (მათ შორის სამთავრობო კოალიციაში) შესასვლელად. აგრეთვე ნებისმიერი არჩევნებისათვის ბოიკოტის გამოცხადება აუცილებლობის შემთხვევაში;
 ოპოზიციაში გადასვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.


 

nrp.ge 2009 © All rights reserved