6 ივნისს "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე დავით გამყრელიძე და ფიქრია ჩიხრაძე ასპინძის რაიონის სოფლების: ოშორას, დამალას,ნიჯგორის,საროს, აწყვიტას, ნაქალაქევის და თმოგვის მოსახლეობას შეხვდებიან.
საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 8 თვე გავიდა. "ახალი მემარჯვენეების" სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის პრეცედენტი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს უახლეს ქართულ ისტორიაში, მაგრამ ახალი ხელისუფლების მუშაობის დაწყებიდან მე–7 თვე გადის და დღეს უკვე სასიცოცხლო აუცილებლობას იძენს დავსვათ შეკითხვები – საით მიდის საქართველო და გახდა თუ არა საფუძველი 1 ოქტომბრის პრეცედენტი ფუნდამენტური პოზიტიური ცვლილებების დასაწყებად.