ინვესტიცია განათლებაში – ინვესტიცია მომავალში
1. შესავალი

საქართველოში განათლების სისტემის რეფორმირების შედეგად მრავალი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა სისტემის ძირეული მახასიათებლები და მოიცვა ზოგადი განათლების სისტემის ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტი: სისტემის მართვის დეცენტრალიზაცია და დერეგულაცია, დაფინანსების ვაუჩერულ (Pერ ჩაპიტა) პრინციპზე გადასვლა და სკოლების კონკურენტულ გარემოში მოქცევა, განათლების ეროვნული მიზნების დეტერმინაცია და სასწავლო გარემოს მოდერნიზაცია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სისტემის შექმნა, სკოლების აკრედიტაცია, ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის შექმნა, პროფესიული განათლების სისტემა განვითარება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
განათლების სისტემის ძირითად გამოწვევას განათლების ეროვნული მიზნების ეფექტიანი მიღწევა და განათლების ხარისხის ამაღლება წარმოადგენს. სკოლებს ამ ამოცანების გადაჭრაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ, ხოლო გადამწყვეტ ფაქტორს დეცენტრალიზებულ სისტემაში თავად სკოლების წარმატებული ფუნქციონირებისათვის მართვის მწყობრი სისტემა წარმოადგენს.
თუ განათლების რეფორმას ინიცირების, იმპლემენტაციისა და ინსტიტუციონალი-ზაციის (მყარად დამკვიდრების) ეტაპებად დავყოფთ შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი საკითხების ინიცირების ფაზამ წარმატებულად ჩაიარა, ხოლო იმპლემენტაციის პროცესი კი არაერთგვაროვნად წარიმართება. რეფორმის პრინციპებიდან და განათლების სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე მისი შემადგენელი რგოლები მჭიდრო კავშირში იმყოფებიან და განაპირობებენ ურთიერთ წარმატება / წარუმატებლობას. შეგვიძლია დავუშვათ, რომ რეფორმის ერთი მიმართულების წარუმატებლობა გამოწვეული იყოს, რომელიმე სხვა კომპონენტის ხარვეზით. შესაბამისად, რეფორმის ყველა კომპონენტის კომპლექსურ და სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს. მოცემული დოკუმენტი განიხილავს, როგორც რეფორმის ძლიერ მხარეებს, ისე იმპლემენტაციისა და ინსტიტუციონალიზაციის პროცესში წარმოქმნილ ხარვეზებს, მათ გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებს.

დოკუმენტი ფოკუსირებულია ზოგად განათლებაზე, როგორც საზოგადოების ყველაზე ფართო სეგმენტზე განათლების სისტემაში. იგი განიხილავს სისტემის მოწყობის საფუძვლებს, მართვის ელემენტებსა და შემადგენელი ერთეულების მდგომარეობს.

იხ. სრულად

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას აქვს, კონსტიტუციონალიზმის დეფიციტია.
პირველ რიგში ეს დეფიციტი ვლინდება ყოველი ახალი ხელისუფლების სურვილით ძირფესვიანად შეცვალოს და საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ამის უკანასკნელი მაგალითი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით ახალ რეალობას და საკუთარ ინტერესებს მოარგო კონსტიტუცია.
2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლება აღარ ეცდებოდა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც მოემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა და დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი.
ამ ეტაპსაც, ისევე როგორც სხვა ეტაპებს, თან სდევს ხელისუფლებების პოლიტიკური ცოდნის და პოლიტიკური კულტურის დეფიციტი. ხელისუფლებამ ან არ იცის, ან იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციის მიღების ძირითად პრინციპს - მის გარშემო პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუნსის აუცილებლობას. ამ ეტაპზეც, ისევე როგორც უახლოეს წარსულში, კონსტიტუციური ცვლილებები ხდება მხოლოდ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა ყველა, ხაზს ვუსვამ, ყველა პოლიტიკური ძალა ამ ცვლილებების წინააღმდეგია.
ახლა მოკლედ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც იწვევენ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას.
[ სრულად ]
ფეისბუქის ფან ბოქსი
« მაისი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31