ეკონომიკა და მცირე ბიზნესი

www.nrp.ge

 

თავი I. შესავალი

1. ზოგადი მიმოხილვა

 

წარმოდგენილი დოკუმენტი მიზნად ისახავს საქართველოში 2004- 2011 წლებში განვითარებული ეკონომიკური პროცესების ანალიზის საფუძველზე, გამოიკვეთოს და ჩამოყალიბდეს "ახალი მემარჯვენეების" ხედვები და პრიორიტეტები, კონკრეტული რეკომენდაციები და წინადადებები, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა.

საქართველოს ეკონომიკა ბოლო პერიოდში ზრდის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებოდა. მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდებოდა საგადასახადო შემოსავლების ზრდის თვალსაზრისითაც, რამაც ქვეყანას ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 7-ჯერ გაზრდის შესაძლებლობა მისცა. წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის მაჩვენებელიც 2004-2007 წლების პერიოდში. თუმცა, 2008 წლიდან აღნიშნულმა მაჩვენებელმა რიგი ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი კლება განიცადა. 2009 წლიდან მნიშვნელოვნად დამძიმდა ინფლაციური ფონი. წლიური ინფლაციის დონემ 2010 წლის ბოლოს 11,2%-ს, ხოლო 2011 წლის ივნისის მდგომარეობით 14,4%-ს მიაღწია.

აღნიშნული ზრდის ფონზე თითქოს ლოგიკური უნდა იყოს ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება. არადა, პარადოქსულია, რომ 2004 წლის უმუშევრობის 12%-იანი ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებელი 2010 წელს უკვე 16,3%-მდე გაიზარდა.

ბოლო წლებში სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ეკონომიკური განვითარება სექტორული დიფერენცირების კუთხით და კატასტროფულად გაუარესდა ქვეყნის საგადამხდელო ბალანსი. ამ მიმართულებით არავითარი ერთიანი კომპლექსური ხედვა არ არის გამოკვეთილი და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები არ გადადგმულა ამ პრობლემის რეალურად შემსუბუქების მიზნით. ქართული ეკონომიკის უცხოურ ეკონომიკებზე დამოკიდებულების ხარისხი კიდევ უფრო გაზარდა და, რაც საკმაოდ ნეგატიურად აისახა ქვეყანაში ფასების, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქტებსა და საწვავზე ფასების ზრდის მაჩვენებელზე.

მთლიანი შიდა პროდუქტის საგრძნობი ზრდის ფონზე შემოსავლების გადანაწილება ოდნავ გაუარესდა, რაც სახელმწიფო რესურსების არაეფექტურ მართვაზე მიუთითებს.

იხ. სრულად

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების  გამომზეურება, მათი თანადგომა.
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების გამომზეურება, მათი თანადგომა.
- საარჩევნო წელი დაიწყო, მოდის თვითმმართველობის არჩევნები-როგორია გარემო, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობი საარჩევნო კოდექსში, არის თუ არა შანსი პოლიტიკური სპექტრი სხვა ძალებით შეივსოს?
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს არჩევნებში გამარჯვებამდე "ქართული ოცნება" მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გულმხურვალე მომხრე იყო, დღეს უკვე ხელისუფლებაში მყოფი პარტია სულაც აღარ ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს . შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ამზადებს, მათ შორის, საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებებიც იგულისხმება, მაგრამ მე ნაკლებად მაქვს იმედი, რომ ამ ცვლილებებს ხელისუფლება განახორციელებს. ბუნებრივია, მას, ისევე როგორც წინა ხელისუფლებას, არ აწყობს იმ სისტემის გაუქმება, რომელიც საშუალებას აძლევს ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე ნაკლები მიიღოს, მაგრამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ასე, რომ, ალბათ საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეიცვლება და არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ხელისუფლება ამ ბერკეტს, რომელიც მას პარლამენტში დამატებით მანდატების მოპოვების საშუალებას აძლევს, არ დათმობს.
შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხდევით არ ველოდები. ოცნება ადგილობრივ თვითმმართველობებშიც მოიპოვებს მანდატების უმრავლესობას. დღევანდელი მოცემულობა ასეთია.
[ სრულად ]
ფეისბუქის ფან ბოქსი
« თებერვალი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28