"ახალი მემარჯვენეები მცირე ბიზნესისთვის"

www.nrp.ge


უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო "ნიდერლანდების მრვალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტს" და მის მიერ მოწვეულ კონსულტანტებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი გახდა ამ დოკუმენტის შემუშავება.

"ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკის დოკუმენტი 5 ძირითად თემას მოიცავს: ეკონომიკის გაჯანსაღება და მცირე ბიზნესის დახმარება, ქართული სოფლის გადარჩენა და რეალური თვითმმართველობა. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლება.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი მომავალი საარჩევნო პროგრამა, რომელიც ამ დოკუმენტს დაეფუძნება, არ შეეხება სხვა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა დემოკრატია, კანონიერება, თავდაცვა, საგარეო პოლიტიკა, კულტურა, ახალგაზრდული პოლიტიკა და სხვა.

სოციოლოგიურმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ საზოგადოებისთვის დღეს ყველაზე მწვავე სწორედ ის თემებია, რომლებიც წარმოდგენილ დოკუმენტში შევიდა: დასაქმება, სიღარიბის დაძლევა, სოფლის და აგრარული სექტორის პრობლემები, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ხარისხიანი განათლება.

ჩვენი პოლიტიკის დოკუმენტს "ახალი მემარჯვენეები" - მცირე ბიზნესისთვის" დავარქვით.
რატომ მცირე ბიზნესი?

დღეს საქართველოს მოსახლეობა უკიდურესად პოლარიზებულია - "ჯინის კოეფიციენტით", რომლითაც მთელს მსოფლიოში იზომება ქვეყნის მოსახლეობას შორის შემოსავლების გადანაწილება, საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს მდიდარი ადამიანების ძალიან მცირე ნაწილი და ღარიბი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ფენა.

მიგვაჩნია, რომ საქართველოში ვერ დაიძლევა სიღარიბე, ვერ დასაქმდებიან ადამიანები, ვერ მიიღწევა საყოველთაო კეთილდღეობა და რეალური თავისუფლება, თუ მას არ ეყოლება ძლიერი საშუალო ფენა.
უახლოესი წლების ამოცანად "ახალი მემარჯვენეები" სწორედ საშუალო ფენის ჩამოყალიბებას მივიჩნევთ.
საშუალო ფენის სწრაფად შექმნის ყველაზე ეფექტური გზა მცირე ბიზნესის განვითარებაა. მცირე, საშუალო და წვრილი ბიზნესი მთელს მსოფლიოში ის საფუძველია, რომელსაც ძლიერი ეკონომიკა ეფუძნება. აშშ-ში ბიზნესის 99%-ზე მეტს მცირე და საშუალო მეწარმეობა წარმოადგენს, ხოლო ევროკავშირში მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა კერძო სექტორში დასაქმებულთა 2/3-ს შეადგენს.

მცირე ბიზნესის განვითარება მისცემს საშუალებას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს იცხოვრონ შეძლებულად, იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე, მიიღონ განათლება, ჰქონდეთ უზრუნველყოფილი სიბერე.
მცირე ბიზნესთან ერთად ჩვენ საგანგებოდ გამოვყავით ქართული სოფლის გადარჩენა და სოფლად ცხოვრების დონის ამაღლება. ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჩვენი წინადადება საგანგებოდ სოფლისთვის კანონის შექმნის და საკანონმდებლო დონეზე მისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ. სოფლის მართვის ახალი მოდელი იქნება თანამედროვე ტიპის სოფლის შექმნის საფუძველი, სადაც ადამიანები თითქმის იგივე სტანდარტებით იცხოვრებენ, როგორც ქალაქად.

ასევე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემა, რომლის გადაჭრას ჩვენ სამედიცინო დაზღვევით მოცული მოსახლეობის არეალის მნიშვნელოვნად გაფართოებით ვხედავთ.
თანამედროვე საზოგადოება წარმოუდგენელია მაღალი ხარისხის განათლების გარეშე და ამიტომ, ჩვენი პოლიტიკის დოკუმენტში მას დიდი ადგილი დაეთმო. საქართველოს ესაჭიროება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების სისტემა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი მოქალქეებისათვის.
პოლიტიკის დოკუმენტიდან, ვფიქრობთ, აშკარად ჩანს, რომ ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი არის ადამიანი. ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ ის გახდეს შეძლებული, შეექმნას ქვეყანაში ღირსეული ცხოვრების, საქმიანობის, განათლების მიღების და ჯანმრთელობაზე ზრუნვის საშუალება.

პოლიტიკის დოკუმენტი ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის და ჩვენ მზად ვართ სიამოვნებით გავითვალისწინოთ ყველა ის შენიშვნა, რომელიც მის მიმართ გექნებათ.


დავით გამყრელიძე

პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე

12 ოქტომბერი, 2011 წელი





ეკონომიკა და მცირე ბიზნესი

 


იხ. პროგრამა აქ



სოფლის მეურნეობა


იხ, პროგრამა აქ



ჯანმრთელობა ყველასათვის

 

იხ. პროგრამა აქ


ინვესტიცია განათლებაში ‐ ინვესტიცია მომავალში



იხ. პროგრამა აქ





იხ. პროგრამა სრულად


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
ახალი ხელისუფლების 7 თვე – საით მიდის საქართველო?
ახალი ხელისუფლების 7 თვე – საით მიდის საქართველო?

საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 8 თვე გავიდა. "ახალი მემარჯვენეების" სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის პრეცედენტი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს უახლეს ქართულ ისტორიაში, მაგრამ ახალი ხელისუფლების მუშაობის დაწყებიდან მე–7 თვე გადის და დღეს უკვე სასიცოცხლო აუცილებლობას იძენს დავსვათ შეკითხვები – საით მიდის საქართველო და გახდა თუ არა საფუძველი 1 ოქტომბრის პრეცედენტი ფუნდამენტური პოზიტიური ცვლილებების დასაწყებად.
[ სრულად ]
ფეისბუქის ფან ბოქსი
სიახლეების გამოწერა
« მაისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31