
უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო "ნიდერლანდების მრვალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტს" და მის მიერ მოწვეულ კონსულტანტებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი გახდა ამ დოკუმენტის შემუშავება.
"ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკის დოკუმენტი 4 ძირითად თემას მოიცავს: ეკონომიკის გაჯანსაღება და მცირე ბიზნესის დახმარება, ქართული სოფლის გადარჩენა და რეალური თვითმმართველობა. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლება.დოკუმენტი ფოკუსირებულია ზოგად განათლებაზე, როგორც საზოგადოების ყველაზე ფართო სეგმენტზე განათლების სისტემაში. იგი განიხილავს სისტემის მოწყობის საფუძვლებს, მართვის ელემენტებსა და შემადგენელი ერთეულების მდგომარეობს.
1. წინასიტყვაობა
გარდამავალი პერიოდისა და რეფორმების შედეგად, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა დასცილდა ჯანდაცვის მოწყობის მკაცრად ცენტრალიზებულ მოდელს და დღესდღეობით, ჯანდაცვის სისტემისა და მისი კომპონენტების მართვა დეცენტრალიზებულია, ხოლო სამინისტროს ხელმძღვანელი ფუნქცია ოფიციალურად კონცენტრირდება პოლიტიკის შემუშავებასა და რეგულირებაზე.
დაფინანსების სისტემის მრავალჯერადი რეფორმირების შედეგად
ჯანდაცვის სერვისები ფინანსდება საერთო საბიუჯეტო შემოსავლებით და ორიენტირებულია ღარიბი მოსახლეობის (ქვეყნის მოსახლეობის 25%–მდე) მიზნობრივ დახმარებაზე დანარჩენი მოსახლეობის შეზღუდული მოცვით. სახელმწიფო სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი (ღარიბი მოსახლეობის სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში) ხმარდება კერძო სადაზღვევო კომპანიებთან სახელშეკრულებო ურთიერთობებს.
ჯანდაცვის ინფრასტრუქტურასა და საკადრო რესურსებში ინვესტირებაში, მიუხედავად დონორებისა და კერძო წყაროებიდან დაფინანსების ზრდისა, სასურველი დონე ჯერ არ არის მიღწეული.
ფარმაცევტული ბაზარი კარგად არის განვითარებული და უზრუნველყოფს ფარმაცევტული პროდუქციის საკმარისი მოცულობების მიწოდებას. ამის მიუხედავად, ხარისხიანი სამედიცინო პრეპარატებისა და სახარჯი მასალების ფინანსური ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ პრობლემატურია. ადგილი აქვს ცალეკული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან წამლებზე მონოპოლიური ფასების დაწესებას, არასაკმარისია ფარმაცევტული ბაზრის რეგულირება.
საკადრო რესურსების მომზადება, მათი ტრენინგი და უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა ჯერ კიდევ საჭიროებს თანამედროვე სტანდარტებამდე აყვანას.
საკადრო რესურსების უნარ-ჩვევები, რომლებიც მოსახლეობას აწვდიან მომსახურებას, ოპტიმალურ დონეზე დაბალია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების მიწოდების სისტემა ცენტრალიზებულია და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახით არის წარმოდგენილი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფუნქციების განხორციელების შესაბამისი დაფინანასება არასაკმარისია და შესაბამისად არაა ეფექტური.
ჯანდაცვის სისტემის მუშაობაში არსებულმა და მიმდინარე პრობლემებმა ჯანმრთელობის განმსაზღვრელ ცალკეულ სოციალურ და გარემო პირობებთან ასოცირებული ფაქტორების გაუარესებასთან ერთად, სავარაუდოდ, გრძელვადიანი ნეგატიური ზეგავლენა იქონია საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

თავი I. შესავალი
1. ზოგადი მიმოხილვა
წარმოდგენილი დოკუმენტი მიზნად ისახავს საქართველოში 2004- 2011 წლებში განვითარებული ეკონომიკური პროცესების ანალიზის საფუძველზე, გამოიკვეთოს და ჩამოყალიბდეს "ახალი მემარჯვენეების" ხედვები და პრიორიტეტები, კონკრეტული რეკომენდაციები და წინადადებები, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა.
საქართველოს ეკონომიკა ბოლო პერიოდში ზრდის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებოდა. მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდებოდა საგადასახადო შემოსავლების ზრდის თვალსაზრისითაც, რამაც ქვეყანას ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 7-ჯერ გაზრდის შესაძლებლობა მისცა. წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის მაჩვენებელიც 2004-2007 წლების პერიოდში. თუმცა, 2008 წლიდან აღნიშნულმა მაჩვენებელმა რიგი ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი კლება განიცადა. 2009 წლიდან მნიშვნელოვნად დამძიმდა ინფლაციური ფონი. წლიური ინფლაციის დონემ 2010 წლის ბოლოს 11,2%-ს, ხოლო 2011 წლის ივნისის მდგომარეობით 14,4%-ს მიაღწია.
აღნიშნული ზრდის ფონზე თითქოს ლოგიკური უნდა იყოს ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება. არადა, პარადოქსულია, რომ 2004 წლის უმუშევრობის 12%-იანი ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებელი 2010 წელს უკვე 16,3%-მდე გაიზარდა.
ბოლო წლებში სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ეკონომიკური განვითარება სექტორული დიფერენცირების კუთხით და კატასტროფულად გაუარესდა ქვეყნის საგადამხდელო ბალანსი. ამ მიმართულებით არავითარი ერთიანი კომპლექსური ხედვა არ არის გამოკვეთილი და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები არ გადადგმულა ამ პრობლემის რეალურად შემსუბუქების მიზნით. ქართული ეკონომიკის უცხოურ ეკონომიკებზე დამოკიდებულების ხარისხი კიდევ უფრო გაზარდა და, რაც საკმაოდ ნეგატიურად აისახა ქვეყანაში ფასების, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქტებსა და საწვავზე ფასების ზრდის მაჩვენებელზე.მთლიანი შიდა პროდუქტის საგრძნობი ზრდის ფონზე შემოსავლების გადანაწილება ოდნავ გაუარესდა, რაც სახელმწიფო რესურსების არაეფექტურ მართვაზე მიუთითებს.


უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო "ნიდერლანდების მრვალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტს" და მის მიერ მოწვეულ კონსულტანტებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი გახდა ამ დოკუმენტის შემუშავება.
"ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკის დოკუმენტი 5 ძირითად თემას მოიცავს: ეკონომიკის გაჯანსაღება და მცირე ბიზნესის დახმარება, ქართული სოფლის გადარჩენა და რეალური თვითმმართველობა. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლება.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი მომავალი საარჩევნო პროგრამა, რომელიც ამ დოკუმენტს დაეფუძნება, არ შეეხება სხვა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა დემოკრატია, კანონიერება, თავდაცვა, საგარეო პოლიტიკა, კულტურა, ახალგაზრდული პოლიტიკა და სხვა.
სოციოლოგიურმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ საზოგადოებისთვის დღეს ყველაზე მწვავე სწორედ ის თემებია, რომლებიც წარმოდგენილ დოკუმენტში შევიდა: დასაქმება, სიღარიბის დაძლევა, სოფლის და აგრარული სექტორის პრობლემები, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ხარისხიანი განათლება.
ჩვენი პოლიტიკის დოკუმენტს "ახალი მემარჯვენეები" - მცირე ბიზნესისთვის" დავარქვით.
რატომ მცირე ბიზნესი?
დღეს საქართველოს მოსახლეობა უკიდურესად პოლარიზებულია - "ჯინის კოეფიციენტით", რომლითაც მთელს მსოფლიოში იზომება ქვეყნის მოსახლეობას შორის შემოსავლების გადანაწილება, საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს მდიდარი ადამიანების ძალიან მცირე ნაწილი და ღარიბი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ფენა.
მიგვაჩნია, რომ საქართველოში ვერ დაიძლევა სიღარიბე, ვერ დასაქმდებიან ადამიანები, ვერ მიიღწევა საყოველთაო კეთილდღეობა და რეალური თავისუფლება, თუ მას არ ეყოლება ძლიერი საშუალო ფენა.
უახლოესი წლების ამოცანად "ახალი მემარჯვენეები" სწორედ საშუალო ფენის ჩამოყალიბებას მივიჩნევთ.
საშუალო ფენის სწრაფად შექმნის ყველაზე ეფექტური გზა მცირე ბიზნესის განვითარებაა. მცირე, საშუალო და წვრილი ბიზნესი მთელს მსოფლიოში ის საფუძველია, რომელსაც ძლიერი ეკონომიკა ეფუძნება. აშშ-ში ბიზნესის 99%-ზე მეტს მცირე და საშუალო მეწარმეობა წარმოადგენს, ხოლო ევროკავშირში მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა კერძო სექტორში დასაქმებულთა 2/3-ს შეადგენს.
მცირე ბიზნესის განვითარება მისცემს საშუალებას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს იცხოვრონ შეძლებულად, იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე, მიიღონ განათლება, ჰქონდეთ უზრუნველყოფილი სიბერე.
მცირე ბიზნესთან ერთად ჩვენ საგანგებოდ გამოვყავით ქართული სოფლის გადარჩენა და სოფლად ცხოვრების დონის ამაღლება. ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჩვენი წინადადება საგანგებოდ სოფლისთვის კანონის შექმნის და საკანონმდებლო დონეზე მისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ. სოფლის მართვის ახალი მოდელი იქნება თანამედროვე ტიპის სოფლის შექმნის საფუძველი, სადაც ადამიანები თითქმის იგივე სტანდარტებით იცხოვრებენ, როგორც ქალაქად.
ასევე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემა, რომლის გადაჭრას ჩვენ სამედიცინო დაზღვევით მოცული მოსახლეობის არეალის მნიშვნელოვნად გაფართოებით ვხედავთ.
თანამედროვე საზოგადოება წარმოუდგენელია მაღალი ხარისხის განათლების გარეშე და ამიტომ, ჩვენი პოლიტიკის დოკუმენტში მას დიდი ადგილი დაეთმო. საქართველოს ესაჭიროება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების სისტემა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი მოქალქეებისათვის.
პოლიტიკის დოკუმენტიდან, ვფიქრობთ, აშკარად ჩანს, რომ ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი არის ადამიანი. ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ ის გახდეს შეძლებული, შეექმნას ქვეყანაში ღირსეული ცხოვრების, საქმიანობის, განათლების მიღების და ჯანმრთელობაზე ზრუნვის საშუალება.
პოლიტიკის დოკუმენტი ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის და ჩვენ მზად ვართ სიამოვნებით გავითვალისწინოთ ყველა ის შენიშვნა, რომელიც მის მიმართ გექნებათ.
დავით გამყრელიძე
პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე
12 ოქტომბერი, 2011 წელი
ეკონომიკა და მცირე ბიზნესი
სოფლის მეურნეობა
ჯანმრთელობა ყველასათვის
ინვესტიცია განათლებაში ‐ ინვესტიცია მომავალში

| « | ივნისი 2013 | » |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |