"ახალი მემარჯვენეების" ისტორია
www.nrp.geპ/გ "ახალმა მემარჯვენეებმა" თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი შეასრულეს. ამ პარტიის შექმნაზე ფიქრი იწყება იმ დროს და იმ ვითარებაში, როცა საქართველოს ხელისუფლების სათავეში ედუარდ შევარდნაძე დგას, მმართველ ძალას კი საქართველოს მოქალაქეთა კავშირი წარმოადგენს.

ნდობადაკარგულ სახელისუფლო პარტიას 1999 წლის არჩევნებში გასამარჯვებლად სიახლე სჭირდებოდა. მოქკავშირის პიარტექნოლოგების მიერ ზუსტად იქნა შერჩეული ეს სიახლე: პარტიის საარჩევნო სიაში ე.წ. ახალი სახეები შეჰყავთ. მათ შორის არიან დავით გამყრელიძე, ლევან გაჩეჩილაძე, ირაკლი იაშვილი, დავით საგანელიძე, გიორგი კვირიკაშვილი, ვალერი კვარაცხელია, დავით კოღუაშვილი და სხვები.

მათაც და მოქკავშირის სხვა ახალ სახეებსაც სჯეროდათ, რომ პარტიის ლიდერებს პრეზიდენტ შევარდნაძისა და პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას სახით ნამდვილად სურდათ ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარება, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. თუმცა, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში ახალი სახეები ხვდებიან, რომ მათი გამოცდილება, ცოდნა და მონდომება არავის სჭირდება, რომ მათგან მხოლოდ უსიტყვო მორჩილებას მოითხოვენ და არა საქმის კეთებას.

ახალი სახეების მხრიდან პირველი პროტესტი 1999 წლის ბიუჯეტის ტოტალურ შეუსრულებლობას მოჰყვა. პარლამენტში მთავრობის პასუხისმგებლობის მოთხოვნით დგება ხელმოწერები. ხელმომწერთა უმრავლესობას მოგვიანებით ჟვანიასა და შევარდნაძის მოთხოვნის საფუძველზე უკან მიაქვთ ხელმოწერები. მათ შორის ვინც საკუთარ ხელმოწერაზე უარი არ თქვა და ბოლომდე გამოიჩინა პრინციპულობა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დავით გამყრელიძე და ეკონომიკური რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძე იყვნენ. მათთან ერთად საკუთარ ხელმოწერაზე უარი არ უთქვამთ ზემოთ ჩამოთვლილ ახალ სახეებს. ამ პროტესტის შემდეგ მოვლენები ასეთი თანმიმდევრობით ვითარდებოდა:

www.nrp.ge2000 წლის 17 მაისს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დავით გამყრელიძის თავმჯდომარეობით 1999 წლის ბიუჯეტის 300 მილიონიანი გარღვევის მიზეზების შემსწავლელი კომისია იქმნება. 6 თვის შემდეგ დავით გამყრელიძე პარლამენტს წარუდგენს დასკვნას და ამბობს სრულ სიმართლეს, თუ რის გამო გაირღვა 1999 წლის ბიუჯეტი ასე კატასტროფულად.

2000 წლის 8 სექტემბერს ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის დასაძლევად და ამ პროცესებში საზოგადოების გასააქტიურებლად 35 პროფესიონალი ადამიანი აფუძნებს საზოგადოებრივ ორგანიზაცია "ახალ მოძრაობას", რომლის დამფუძნებელთა დიდ ნაწილს მოქკავშირის ახალი სახეები წარმოადგენდნენ.

2000 წლის 17 სექტემბერს მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ქვეყნისათვის სასიკეთოდ შესაცვლელად უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იქმნება "ახალი ფრაქცია", რომლის თავმჯდომარედაც ირჩევენ დავით გამყრელიძეს.

"ახალი ფრაქცია", მიუხედავად მცირერიცხოვნობისა (მის შემადგენლობაში იმ დროისათვის მხოლოდ 10 წევრი იმყოფებოდა), საპარლამენტო ცხოვრებაში მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას. ის სრულიად განსხვავებულ და ახალ სიტყვას ამბობს ქართულ პოლიტიკაში. იმ დროისათვის ახალი ფრაქციის წევრობა დიდი რისკი იყო, რადგან ხელისუფლება ყველა საშუალებით ებრძოდა ახლების თითოეულ წევრს. თუმცა, ამან ვერ იმოქმედა ახლების გადაწყვეტილებაზე, ისინი საკუთარი პრინციპების ერთგულნი დარჩნენ, უყოყმანოდ დატოვეს საპარლამენტო თანამდებობები და ქვეყანაში ახალ პოლიტიკურ მოძრობას დაუდეს საფუძველი.

www.nrp.geახალი ფრაქციის პირველი შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: დავით გამყრელიძე , ლევან გაჩეჩილაძე , ფიქრია ჩიხრაძე (დღეისათვის პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარეა), გია ყარყარაშვილი, ირაკლი იაშვილი, დავით საგანელიძე, დავით კოღუაშვილი, დოდო შელია, გიორგი კვირიკაშვილი, ვალერი კვარაცხელია.

პირველ პრესკონფერენციაზე დავით გამყრელიძე აცხადებს: ფრაქციის შექმნის ძირითადი მიზეზი გახლავთ ის, რომ "ახალ ფრაქციაში" გაერთიანებულ ადამიანებს აღარ სურთ, შეეგუონ პარლამენტში დამკვიდრებულ იმ მწარე რეალობას, რომელიც დეპუტატებს ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე თვალის დახუჭვას ავალდებულებს. ამ ფრაქციაში გაწევრიანებულ ადამიანებს რეალურად შესწვთ ძალა, შეებრძოლონ არსებულ უკანონობას, სიყალბეს, პოპულიზმს.

"ახლები" დღემდე ფრაქციის შექმნის პირველ დღეს ნათქვამი ამ სიტყვების ერთგულები არიან.

2001 წლის 15 ივნისს "ახალი ფრაქციის", "ახალი მოძრაობისა" და "ახალი კონსერვატორების" ბაზაზე იქმნება პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები", რომლის თავმჯდომარედაც ირჩევენ ლევან გაჩეჩილაძეს, თანა-თავმჯდომარედ დავით გამყრელიძეს.

დაფუძნებიდან ერთ წელიწადში პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები" ერთი წლის პარტიისთვის ძალიან მაღალ შედეგებს აღწევს. 2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში "ახალი მემარჯვენეები" საქართველოს მასშტაბით პირველ ადგილს იღებენ, ხოლო თბილისის მასშტაბით – მესამეს. ადგილობრივ არჩვენებში გამარჯვების შემდეგ პარტია საპარლამენტო არჩენებისთვის ემზადება.

www.nrp.ge2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პარტიის ყრილობა თავმჯდომარედ დავით გამყრელიძეს ირჩევს. მიუხედავად ბევრი ხელისშემშლელი პირობისა, მიუხედავად შევარდნაძის ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბების მცდელობისა, "ახალი მემარჯვენეები" 2 ნოემბრის არჩევნებში შვიდ პროცენტიან ბარიერს წარმატებით ლახავენ.

2 ნოემბრის არჩევნების შედეგს აპროტესტებს რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რასაც ხალხის ქუჩაში გამოსვლა და მთლიაონობაში შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლა მოჰყვა. მიუხედავად ხალხის სამართლიანი აღშფოთებისა, "ახლებს" არ მიაჩნიათ მიზანშეწონილად ქუჩის საშუალებით, არაკონსტიტუციურად ხელისუფლების შეცვლა, ამიტომ ისინი ღიად აცხადებენ, რომ არ შეუერთდებიან ქუჩაში გასულ პოლიტიკურ ძალებს. ისინი არ შეუშინდნენ იმ ბრალდებებს, რომელიც ქუჩიდან მათი მისამართით ისმოდა და ბოლომდე საკუთარი პრინციპების ერთგულნი დარჩნენ.

2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები უქმდება. ინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები. 28 მარტის არჩევნებამდე ძალიან მცირე დრო იყო დარჩენილი. ყველა, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, დარწუმებულები იყვნენ, რომ "ახლები" წარმატებას ვერ მიაღწევდნენ. მოხდა პირიქით. "ახალი მემარჯვენეები" ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ მათ 2 ნოემბრის არჩევნებში წარმატებულად გადალახეს 7 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი. "ახლები" საარჩევნო ბლოკში ერთიანდებიან მემარჯვენე ორიენტაციის კიდევ ერთ პარტიასთან "მრეწველებთან". შედეგად კი წარმატებით ლახავენ 7 პროცენტიან ბარიერს და მრეწველებთან ერთად ოპოზიციურ საპარლამენტო ფრაქციას ქმნიან.

2005 წლის 1 ოქტომბერს ხელისუფლების მიერ ინიშნება ხელახალი/შუალედური არჩევნები ხუთ საარჩევნო ოლქში.ოპოზიციამ პირველად მოახერხა ერთიანი კანდიდატებით წარდგომა ხელისუფლების მაჟორიტარების წინაღმდეგ.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატების გამოსავლენად ამ ოლქებში ჩატარდა წინასწარი არჩევნები ე.წ. "პრაიმერები". "ახლებმა" მონაწილეობა მიიღეს ხუთიდან სამ ოლქში და გაიმარჯვეს სამივეში, რითაც კიდევ ერთხელ სამართლიანად განიმტკიცეს ლიდერის პოზიცია ოპოზიციის რიგებში.


www.nrp.gewww.nrp.ge
2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტში ფრაქცია ''მემარჯვენე ოპოზიცია - მრეწველები, ახლები" ორ ფრაქციად გაიყო და ''ახალმა მემარჯვენეებმა'' ჩამოაყალიბეს ფრაქცია ''მემარჯვენე ოპოზიცია''. ფრაქცია გამოირჩეოდა განსაკუთრებული შეურიგებელი პოზიციით არსებული ხელისუფლების მიმართ.


2005 წელს პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები" გაწევრიანდა მსოფლიო მემარჯვენეთა გაერთიანებაში (IDU).

2007 წელს ''ახლების'' ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი ირინა ფრუიძე არჩეულ იქნა ევროპის მემარჯვენე პარტიათა გაერთიანების (EPP) ახალგაზრდული ფრთის ვიცე-პრეზიდენტად.

2007 წლის ნოემბერში ''ახალი მემარჯვენეები'' არ მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში, რომელიც მოჰყვა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალურ განცხადებებსა და მის დაპატიმრებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც მიიღეს ინფორმაცია მოშიმშილეების დარბევის შესახებ, ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილ ძალადობაზე პროტესტის ნიშნად ქუჩაში გავიდნენ. ისინი სხვა მომიტინგებთან ერთად სასტიკად იქნენ დარბეული, როგორც რუსთაველის გამზირზე, ასევე, ტელეკომპანია ''იმედის'' წინ.

2008 წლის 5 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის სახელით ''ახალი მემარჯვენეების'' ლიდერი დავით გამყრელიძე იყრიდა კენჭს.

2008 წლის მარტში ''ახალი მემარჯვენეები'' პროტესტის უკიდურესი ფორმით – შიმშილობით დაუპირისპირდნენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას შეეცვალათ საქართველოს კონსტიტუციაში პარლამენტის დაკომპლექტების წესი.
www.nrp.gewww.nrp.geმიუხედავად პროტესტისა, ხელისუფლებამ კონსტიტუციის და რეგლამენტის უხეში დარღვევით, 2 კვირაში, რეკორდულად მოკლე დროში მიიღო ცვლილება, რომლის საფუძველზე პარლმენტის დაკომპლექტება ხდება 75/75-ზე პრინციპით. სწორედ ამ ცვლილებამ შემდგომში მნიშვნელოვნად განაპირობა 2008 წლის 21 მაისის არჩევნების შედეგად პრაქტიკულად ერთპარტიული პარლამენტის მიღება.

2008 წლის მაისში ''ახალმა მემარჯვენეებმა'' შეასრულეს საზოგადოების დაკვეთა ოპოზიციის ერთიანი ფრონტით არჩევნებში მონაწილეობის შესახებ და ოპოზიციური პარტიების ეროვნულ საბჭოსთან ერთიან ბლოკში ''გაერთიანებული ოპოზიცია - ეროვნული საბჭო, ახალი მემარჯვენეები'' მიიღეს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში.

მათ ამ არჩევნებში მოიპოვეს ბლოკის წევრ პარტიებს შორის ყველაზე მეტი - 5 მანდატი პარლამენტში, მათ შორის 2 – ვაკისა და დიდუბის მაჟორიტარულ ოლქებში. ოპოზიციამ მაჟორიტარული მანდატების მოპოვება მხოლოდ ამ ორ ოლქში მოახერხა, სადაც კენჭს მემარჯვენეების კანდიდატები დავით გამყრელიძე და დავით საგანელიძე იყრიდნენ.

www.nrp.geთუმცა არჩევნების ტოტალურად გაყალბების გამო პროტესტის ნიშნად "ახლებმა" უარი თქვეს მანდატებზე. საქართველოს პარლამენეტის გადაწყვეტილებით ''ახალი მემარჯვენეების'' 5 დეპუტატს საკუთარი განცხადების საფუძველზე შეუწყდათ დეპუტატის უფლებამოსილება. ეს იყო უპრეცენდენტო მოვლენა პარლამენტარიზმის ისტორიაში.

ამჟამად ''ახალი მემარჯვენეები'' პარლამენტს გარეთ აგრძელებენ ბრძოლას ქვეყანაში ავტორიტარული ხელისუფლების შეცვლის და დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრებისათვის.

2009 წლის 22 თებრვალს "ახალმა მემარჯვენეებმა" ალიანსი შექმნეს ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ ჯგუფთან და რესპუბლიკურ პარტიასთან. ალიანსს ეწოდა "ალიანსი საქართველოსთვის". მოგვიანებით ალიანსს ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი და პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს გზა" შემოუერთდნენ.

ალიანსმა მონაწილეობა მიიღო 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ქვეყნის მასშტაბით მეორე შედეგი აჩვენა. დედაქალაქის საკრებულოში ალიანსმა 5 მანდატი მოიპოვა.
მოგვიანებით ალიანსი დაიშალა.

2011 წლის 3 ოქტომბერს "ახალმა მემარჯვენეებმა" ქუთაისში დასავლეთ საქართველოს ოფისის გახსნის დღეს, პარტიის ახალი სტრატეგია გამოაცხადეს.

www.nrp.ge18 ნოემერს სასტუმრო "რედისონში" პარტიის მეხუთე საიუბილეო ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე აირჩიეს ახალი მთავარი კომიტეტი, დამტკიცდა პარტიის წესდების ახალი რედაქცია და პოლიტიკის დოკუმენტი. ყრილობის დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარედ კვლავ დავით გამყრელიძე აირჩიეს.  პარტიის კურსის განახლების, ახალი სტარტისთვის შეიცვალა პარტიის სიმბოლიკა – ლოგო, დროშა.

განვლილი პერიოდის ანალიზის საფუძველზე და უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით შექმნილი პარტიის ახალი სტრატეგია ითვალისწინებდა ხელისუფლების თანდათანობით ეტაპობრივ ცვლილებას.

პარალელურად, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარტიამ დაიწყო ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესი. ეს პროცესი აშკარად ჯანსაღი და დემოკრატიული იყო, რადგან საკმაოდ რადიკალური დაპირისპირებისა და ქუჩაში გადატანილი პოლიტიკური პროცესების შემდეგ სახელისუფლებო და ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დიალოგის გზით პრაქტიკულად პირველად იქნა მიღწეული კონკრეტული შედეგები ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე.

2011 წლის ოქტომბრიდან ახალი წონადი პოლიტიკური ფიგურის გამოჩენის გამო ქართულ პოლიტიკაში დაწყებულმა მოვლენებმა საქართველოში კიდევ ერთხელ შექმნა პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, რამაც სრულიად დაუკარგა აზრი ჯანსაღი და სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანიისათვის დამახასიათებელ პოლიტიკურ საქმიანობას: საარჩევნო პროგრამების და პიარკამპანიის შეჯიბრებითობას, პოლიტიკურ დებატებს, კონკურენციას პოლიტიკურ პარტიებს შორის.

ასეთმა, უკიდურესად პოლარიზებულმა განწყობამ განაპირობა ორპოლუსიანი არჩევნები, რომელიც, როგორც ექსპერტულ წრეებში სამართლიანად აღნიშნავენ, უფრო ხელისუფლების საწინააღმდეგო რეფერენდუმს გავდა, ვიდრე რეალურ არჩევნებს და რომელმაც „ახალი მემარჯვენეებისთვის“ არ დატოვა შანსი გადაელახათ ბარიერი და პარლამენტში შესულიყვნენ.
არჩევნების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ დატოვა პოსტი, ხოლო პარტიამ დროებით ტაიმ–აუტი გამოაცხადა.


www.nrp.ge2013 წლის დასაწყისში  პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვნეეების“ რიგგარეშე ყრილობა ჩატარდა.

რიგგარეშე ყრილობამ პოლიტიკური და ორგანიზაციული საკითხები განიხილა.

პარტიის თავმჯდომარედ ყრილობამ აირჩია ფიქრია ჩიხრაძე, ხოლო გენერალურ მდივნად – მამუკა კაციტაძე.

ყრილობაზე არჩეულ იქნა მთავარი კომიტეტის განახლებული შემადგენლობა.


2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ახალმა მემარჯვენეებმა“  მონაწილეობა მიიღეს პარტია „თავისუფალ საქართველოსთან“ ერთად საარჩევნო ბლოკით „არასაპარლამენტო ოპოზიცია“. არჩევნების შედეგად  პარტიამ 6  საკრებულოში 8  მანდატი მოიპოვა. დღეისთვის პარტიას 2  საკრებულოში ჰყავს ფრაქცია „ახალი მემარჯვენეები“ , ხოლო 4  საკრებულოში ჰყავს  თითო  წევრი.


2015 წლის 17  ოქტომბერს  „ახალ მემარჯვენეებში“ 14 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ფიქრია ჩიხრაძემ პარტიის მთავარი კომიტეტის სხდომაზე თავმჯდომარის უფლებამოსილება მოიხსნა  საქართველოს პრეზიდენტის -  გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურ მრჩევლად დანიშვნის გამო.

„ ჩემი გადაწყვეტილება, რომ მიმეღო ეს შეთავაზება  განაპირობა იმან, რომ მე ვფიქრობ და არა მარტო მე, რომ გიორგი მარგველაშვილი არის ხელისუფლებაში ერთერთი,  თუ ერთადერთი არა,  რომელიც დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბების კუთხით დგამს ძალიან გამიზნულ და შთამბეჭდავ ნაბიჯებს,“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ პრეზიდენტის მრჩევლად წარდგენის შემდეგ, ხოლო პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა „სრულ ღირებულებით თანხმობას“  და   ფიქრია ჩიხრაძეს „ძალიან კვალიფიციური და სერიოზული პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანი“ უწოდა. : „ბუნებრივია, რომ ჩვენ თანამშრომლობა სწორედ ქალბატონ ფიქრიას ვთხოვეთ გამომდინარე მისი ძალიან შთამბეჭდავი და ხანგრძლივი პოლიტიკური წარსულიდან“, - განაცხადა პრეზიდენტმა .


2016 წლის  11 იანვარს გაიმართა პარტიის VII ყრილობა.
ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ მამუკა კაციტაძე აირჩია, რომელსაც მანამდე პარტიის გენერალური მდივნის პოსტი ეკავა, ხოლო გენერალურ მდივნად პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იოსებ ბორცვაძე იქნა არჩეული.

ყრილობაზე არჩეულ იქნა პარტიის მთავარი კომიტეტის განახლებული შემადგენლობა: მამუკა  კაციტაძე, იოსებ  ბორცვაძე, მანანა  ნაჭყებია, რუსუდან გურჩიანი, გოგა ასათიანი, გიგი იმერლიშვილი, საბა ქამუშაძე, დათო ილურიძე, გურამ  ასათიანი, გელა  გორგილაძე, გელა თოფურია, მიხეილ  კოტიშაძე.

„ახალმა მემარჯვენეებმა“  VII ყრილობაზე რეზოლუცია მიიღეს.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების  გამომზეურება, მათი თანადგომა.
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების გამომზეურება, მათი თანადგომა.
- საარჩევნო წელი დაიწყო, მოდის თვითმმართველობის არჩევნები-როგორია გარემო, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობი საარჩევნო კოდექსში, არის თუ არა შანსი პოლიტიკური სპექტრი სხვა ძალებით შეივსოს?
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს არჩევნებში გამარჯვებამდე "ქართული ოცნება" მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გულმხურვალე მომხრე იყო, დღეს უკვე ხელისუფლებაში მყოფი პარტია სულაც აღარ ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს . შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ამზადებს, მათ შორის, საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებებიც იგულისხმება, მაგრამ მე ნაკლებად მაქვს იმედი, რომ ამ ცვლილებებს ხელისუფლება განახორციელებს. ბუნებრივია, მას, ისევე როგორც წინა ხელისუფლებას, არ აწყობს იმ სისტემის გაუქმება, რომელიც საშუალებას აძლევს ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე ნაკლები მიიღოს, მაგრამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ასე, რომ, ალბათ საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეიცვლება და არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ხელისუფლება ამ ბერკეტს, რომელიც მას პარლამენტში დამატებით მანდატების მოპოვების საშუალებას აძლევს, არ დათმობს.
შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხდევით არ ველოდები. ოცნება ადგილობრივ თვითმმართველობებშიც მოიპოვებს მანდატების უმრავლესობას. დღევანდელი მოცემულობა ასეთია.
[ სრულად ]
ფეისბუქის ფან ბოქსი
სიახლეების გამოწერა
« აპრილი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30