განცხადებები
პარტიის რიგგარეშე ყრილობამ პ/გ „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარედ ფიქრია ჩიხრაძე აირჩია

26 იანვარს სასტუმრო–კომპლექს ბაზალეთის ტბაზე პ/გ "ახალი მემარჯვენეების" რიგგარეშე ყრილობა გაიმართა.  ყრილობამ პ/გ "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარედ ფიქრია ჩიხრაძე აირჩია.
[ სრულად ]
"ახალი მემარჯვენეები" სტუდია მონიტორს თანადგომას უცხადებენ

"ახალმა მემარჯვენეებმა" დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რომლითაც სტუდია "მონიტორს" თანადგომა გამოუცხადეს.
"ახალი მემარჯვენეები"  სტუდია "მონიტორის" ოფისში მომხდარი ქურდობის გამო  თანადგომას ვუცხადებთ სტუდიის ჟურნალისტებს და მოვითხოვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა ორგანოებმა სწრაფი და ეფექტური გამოძიება აწარმოონ, რათა დროულად მოხდეს ბოროტმოქმედთა დაკავება.

[ სრულად ]
„ ახალი მემარჯვენეების“ განცხადება უწყებათაშორის კომისიაში განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების შეყვანის შესახებ

„ ახალი მემარჯვენეების“ მოთხოვნით უწყებათაშორის კომისიაში განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების პასუხისმგებელი პირები შეიყვანეს.

[ სრულად ]
„ახალი მემარჯვენეების“ ფართომასშტაბიანი კამპანია - არა მონოპოლიებს!

დღეს ბიზნესის თითქმის ყველა სფერო მონოპოლიზებულია, ამიტომ  ქვეყანაში  წამალი,  საწვავი,  ტრანსპორტი და  თითქმის ყველა სახის პროდუქტი კატასტროფულად ძვირია.
მონოპოლიები გვიძვირებს ცხოვრებას, ზოგადად ხელს უშლის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რაც თავის მხრივ ძირითადი მიზეზია სამუშაო ადგილების ტოტალური დეფიციტისა.

[ სრულად ]
"ახალი მემარჯვენეები"ვუსამძიმრებთ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს
"ახალი მემარჯვენეები" მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში სტიქიური უბედურების შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო,ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს.
[ სრულად ]
დავით გამყრელიძე: პარტიის მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებით, უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში, "ახალი მემარჯვენეების" ერთერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ქართული სოფლის აღორძინება იქნება"

"ახალი მემარჯვენეების" მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებით, უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში,  პარტიის ერთერთი მთავარი პრიორიტეტი ქართული  სოფლის აღორძინება იქნება.

[ სრულად ]
პოლიტიკური გაერთიანება"ახალი მემარჯვენეების" განცხადება
27 თებერვალს ხაშურის პოლიციის რაიონული სამმართველოს შენობაში მოქალაქე სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტი კიდევ ერთხელ გახდა ეჭვის საბაბი, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ირღვევა მოქალაქეთა უპირველესი უფლება – სიცოცხლის უფლება და ჩვენს ქვეყანაში ადგილი აქვს ძალოვანთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას და თვითნებობას.
[ სრულად ]
პრესის გავრცელების ჯიხურების ხელახალი აუქციონის ჩატარება ბეჭდვით მედიაზე ხელისუფლების ზეწოლაა
"ახალი მემარჯვენეების" განცხადება

პრესის გავრცელების ჯიხურების ხელახალი აუქციონის ჩატარება ბეჭდვით მედიაზე ხელისუფლების ზეწოლაა
[ სრულად ]
XXI საუკუნის ქართული სოფელი ცხოვრების სტანდარტით ქალაქს არ უნდა ჩამოუვარდებოდეს
"ახალი მემარჯვენეები" მიიჩნევენ, რომ XXI საუკუნის ქართული სოფელი ცხოვრების სტანდარტით ქალაქს არ უნდა ჩამუვარდებოდეს და ამ მიზნის მისაღწევად სპეციალური პროგრამა შეიმუშავეს.
[ სრულად ]
აქტუალური თემა
ახალი ხელისუფლების 7 თვე – საით მიდის საქართველო?
ახალი ხელისუფლების 7 თვე – საით მიდის საქართველო?

საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 8 თვე გავიდა. "ახალი მემარჯვენეების" სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის პრეცედენტი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს უახლეს ქართულ ისტორიაში, მაგრამ ახალი ხელისუფლების მუშაობის დაწყებიდან მე–7 თვე გადის და დღეს უკვე სასიცოცხლო აუცილებლობას იძენს დავსვათ შეკითხვები – საით მიდის საქართველო და გახდა თუ არა საფუძველი 1 ოქტომბრის პრეცედენტი ფუნდამენტური პოზიტიური ცვლილებების დასაწყებად.
[ სრულად ]
ფეისბუქის ფან ბოქსი
« მაისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31