ახალი ხელისუფლების 7 თვე – საით მიდის საქართველო?
ახალი ხელისუფლების 7 თვე – საით მიდის საქართველო?

საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 8 თვე გავიდა. "ახალი მემარჯვენეების" სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის პრეცედენტი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს უახლეს ქართულ ისტორიაში, მაგრამ ახალი ხელისუფლების მუშაობის დაწყებიდან მე–7 თვე გადის და დღეს უკვე სასიცოცხლო აუცილებლობას იძენს დავსვათ შეკითხვები – საით მიდის საქართველო და გახდა თუ არა საფუძველი 1 ოქტომბრის პრეცედენტი ფუნდამენტური პოზიტიური ცვლილებების დასაწყებად.

რა მდგომარეობა გვაქვს დღეს ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის, უსაფრთხოების და მთავარი დემოკრატიული ღირებულებების კუთხით.

1. ეკონომიკის სფერო
მიუხედავად საზოგადოებაში და ბიზნეს–წრეებში არსებული დიდი მოლოდინებისა, ეკონომიკის სფეროში სერიოზული სტაგნაციაა:
  • შემაშფოთებლად შემცირებულია პირდაპირი ინვესტიციები;
  • ბიზნესში აღარ არის პოზიტიური მოლოდინი;
  • წინა ხელისუფლების დროს არსებული ბიზნეს–ტერორის პრაქტიკა შეწყდა, მაგრამ ამ სფეროს წარმომადგენლები აღმოჩნდნენ სრულიად გაურკვეველ და არაპროგნოზირებად ვითარებაში.
ერთ–ერთ გამოსვლაში პრემიერმა ბიზნესს უსაყვადურა პასიურობის გამო, მაგრამ არავინ სვამს შეკითხვას რა განაპირობებს ამ პასიურობას.

ბიზნესის პასიურობა ნიშნავს იმას, რომ არ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები; მცირდება მთლიანი შიდა პროდუქტი; მცირდება საბიუჯეტო შემოსავლები; არ იზრდება ეკონომიკური მაჩვენებლები.
მმართველმა კოალიციამ ღიად განაცხადა, რომ ის მემარცხენე პოლიტიკის გზას ირჩევს. ეს იმას ნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ ბიზნესის, ეკონომიკის, დასაქმების კუთხით გაცემული დაპირებები წარსულს ჩაბარდა.
ნაცვლად ბიზნესისთვის პროგნოზირებადი გარემოს შექმნისა, შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებით დაიწყო დასაქმებულთა უფლებებზე ცალმხრივი ზრუნვა და ამ განხილვების პროცესში გამაოგნებლად არაკეთილმოსურნე დამოკიდებულება გამოვლინდა ბიზნესის მიმართ.

სოციალიზმისკენ მკვეთრად შებრუნების პირობებში მთავრობამ პრიორიტეტი მიანიჭა არა რეალური კონკურენციისა და თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრებას, არამედ სახელმწიფო მონოპოლისტური სტრუქტურების შექმნას, რამაც პირველი პრობლემები უკვე შექმნა – სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, გადაზიდვების სფეროებში.

ვიმეორებთ, მარცხნისაკენ მკვეთრად გადახრა სრულიად უგულვებელჰყოფს იმას, რასაც ეკონომიკის, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის სფეროში "ქართული ოცნება" ჰპირდებოდა საქართველოს მოსახლეობას. ახალი კურსის შესატყვისად ხელისუფლება, მმართველი ძალა, მთავრობა არაფერს გვეუბნება – როგორ აპირებს ეკონომიკური სტაგნაციის დაძლევას, ბიზნესის ხელშეწყობას და ხალხის დასაქმებას.

2. საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების სფერო

მიუხედავად თითქმის ყოველწამიერი აპელირებისა ევროპულ ღირებულებებსა თუ ევროინტეგრაციის აუცილებლობაზე, ქვეყანაში საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისითაც არ არის გარკვეულობისა და თანმიმდევრული პოლიტიკის განცდა.

ამ მიმართულებით ყოველდღიურად ისმის შეკითხვები მედიაში, ექსპერტულ წრეებში, საზოგადოებაში. ამ მხრივ რომ სტრატეგიული გარკვეულობა არსებობდეს, ცხადია, აღარავინ დასვამდა ასეთი ტიპის და ამდენ შეკითხვას.

ქვეყანას (მათ შორის ახალ ხელისუფლებასაც) გაცხადებული აქვს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ერთგულება, მაგრამ ამ მიმართულებით ან სრულიად არ ვმუშაობთ ან ძალიან ფრთხილ და მოზომილ განცხადებებს ვაკეთებთ. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროში პროცესი ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მხოლოდ ცალმხრივი ინიციატივებისა და ინერციის გზით მიდის.

სამაგიეროდ გამალებული მუშაობაა ისეთ თემებზე, რომლებიც ღიად განიხილება საქართველოს მხრიდან რუსეთის წინაშე დათმობების კონტექსტში. და ამ შემთხვევაში უკვე ჩვენი მხრიდან ცალმხრივ ნაბიჯებს სათვალავი აღარ აქვს.

ამ სფეროშიც, ვგულისხმობთ საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების სფეროს, სამწუხაროდ, ქართული მემარცხენეობის აჩრდილი გამოსჭვივის, რაც ჯერ კიდევ საბჭოური კლიშეებით არის ნასაზრდოები და არაფერი აქვს საერთო ევროპულ მემარცხენეობასთან. ისმის შეკითხვა – საით მიჰყავს ასეთ პოლიტიკას საქართველო და რაში მდგომარეობს ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიები.

3. დემოკრატუილი სისტემა და პოლიტიკის ბალანსი

რა ვითარება გვაქვს ზოგადად ამ მიმართულებით? ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ამ საკითხებზე მსჯელობის დაწყება მანამ, სანამ მორიგი არჩევნების რია–რია გადაფარავს ყველაფერს. იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დროულად დაიწყება მსჯელობა, რათა დღეს დე–ფაქტო არსებული სუპერსაპრემიერო მმართველობა, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უკვე დე–იურე არ გაფორმდეს და კიდევ ერთ წრეზე ერთი კაცის მმართველობის მოდელი არ მივიღოთ.

ეს პრობლემა რომ არსებობს, ცხადზე ცხადია. დღეს მმართველ კოალიციაში ყველა ლაპარაკობს გუნდურ გადაწყვეტუილებებზე, რეალურად კი ეს არის "გუნდი", სადაც მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცის, ვინ იქნება კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, დანარჩენები კი მარჩიელობენ.
პარადოქსია, მაგრამ ცოტა ხნის წინ მინისტრთა კაბინეტის არც ერთმა წევრმა არ იცოდა, რომელი მინისტრის მიმართ ჰქონდა პრეტენზიები პრემიერ–მინისტრს და თვითგამორიცხვის მეთოდით ასევე საჯაროდ მარჩიელობდნენ.

ყველას შევახსენებ, რომ კონსტიტუციის ხსენებულ მოდელს დღეს ხელისუფლებაში მყოფი არც ერთი პოლიტიკური ძალა მხარს არ უჭერდა.

იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ტენდენციები ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, სტრატედიულ ხაზებად ქცეული და ჯანსაღი, საგნობრივი პოლემიკის პირობებში ქვეყნის სწორი მიმართულებით წაყვანის შანსი კიდევ არსებობს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების  გამომზეურება, მათი თანადგომა.
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების გამომზეურება, მათი თანადგომა.
- საარჩევნო წელი დაიწყო, მოდის თვითმმართველობის არჩევნები-როგორია გარემო, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობი საარჩევნო კოდექსში, არის თუ არა შანსი პოლიტიკური სპექტრი სხვა ძალებით შეივსოს?
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს არჩევნებში გამარჯვებამდე "ქართული ოცნება" მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გულმხურვალე მომხრე იყო, დღეს უკვე ხელისუფლებაში მყოფი პარტია სულაც აღარ ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს . შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ამზადებს, მათ შორის, საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებებიც იგულისხმება, მაგრამ მე ნაკლებად მაქვს იმედი, რომ ამ ცვლილებებს ხელისუფლება განახორციელებს. ბუნებრივია, მას, ისევე როგორც წინა ხელისუფლებას, არ აწყობს იმ სისტემის გაუქმება, რომელიც საშუალებას აძლევს ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე ნაკლები მიიღოს, მაგრამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ასე, რომ, ალბათ საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეიცვლება და არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ხელისუფლება ამ ბერკეტს, რომელიც მას პარლამენტში დამატებით მანდატების მოპოვების საშუალებას აძლევს, არ დათმობს.
შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხდევით არ ველოდები. ოცნება ადგილობრივ თვითმმართველობებშიც მოიპოვებს მანდატების უმრავლესობას. დღევანდელი მოცემულობა ასეთია.
[ სრულად ]
ფეისბუქის ფან ბოქსი
« აპრილი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30