ლევან კალანდაძე
ლევან კალანდაძის ბიოგრაფია
www.nrp.ge
დაიბადა 1972 წლის 10 მარტს, თბილისში.

1989 წელს დაამთავრა თბილისის 189-ე საშუალო სკოლა.

1995 წელს დაამთავრა თბილისის საფინანსო-ეკონომიკური აკადემიის ფინანსებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტი.

1996-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში სახელმწიფო მრჩევლად სოციალური რეფორმების საკითხებში.

1997-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში უფროსის პირველ მოადგილედ.

2000-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტში თავმჯდომარის მოადგილედ.

2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს ანტიმონოპოლიურ სამსახურში უფროსის მოადგილედ.

2005-2008 წლებში მუშაობდა კონსალტინგურ კომპანიაში UGBC COMPANY ბიზნესის განვითარების კონსულტანტად და ბიზნეს-რისკების მართვის კონსულტანტად.

2008-2009 წლებში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციაში MERCY CORPS ბიზნესის განვითარების კონსულტანტად და ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის მკვლევარად.

2010-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორად.

2011 წლიდან პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების" წევრი. არის პარტიის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი, პარტიის ლიდერთა საბჭოს წევრი, "ახალი მემარჯვენეების" ქალთა ორგანიზაციის" გამგეობის წევრი.

2011 წელს პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების" მეათე ყრილობაზე არჩეულ იქნა პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად.

ჰყავს სამი შვილი.


აქტუალური თემა
ახალი ხელისუფლების 7 თვე – საით მიდის საქართველო?
ახალი ხელისუფლების 7 თვე – საით მიდის საქართველო?

საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 8 თვე გავიდა. "ახალი მემარჯვენეების" სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის პრეცედენტი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს უახლეს ქართულ ისტორიაში, მაგრამ ახალი ხელისუფლების მუშაობის დაწყებიდან მე–7 თვე გადის და დღეს უკვე სასიცოცხლო აუცილებლობას იძენს დავსვათ შეკითხვები – საით მიდის საქართველო და გახდა თუ არა საფუძველი 1 ოქტომბრის პრეცედენტი ფუნდამენტური პოზიტიური ცვლილებების დასაწყებად.
[ სრულად ]
ფეისბუქის ფან ბოქსი
« მაისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31