მანანა ნაჭყებიას ბიოგრაფია
მანანა ნაჭყებიას ბიოგრაფია
დაიბადა 1955 წლის 25 ოქტომბერს თბილისში.

დაამთავრა თბილისის 130-ე საშუალო სკოლა.

1978 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1980-84 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის

სახელობის ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურაში.

1995–96 წლებში მუშაობდა თბილისის მერიის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის უფროსად;

1996 – 1999 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში –

სახელმწიფო მრჩევლად, შემდეგ სამსახურის უფროსის მოადგილედ კულტურის,

მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში;

1999-2002 წლებში მუშაობდა სს `თბილკრედიტბანკის~ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორად;

2002 წლიდან პოლიტიკურ გაერთიანება `ახალ მემარჯვენეებშია~. არის პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი;

2002 –2004 წლებში იყო პარტიის საორგანიზაციო მდივანი,;

2004 – 2008 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი;

ამჟამად პ/გ `ახალი მემარჯვენეების~ ლიდერთა საბჭოს წევრია;

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი;
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას აქვს, კონსტიტუციონალიზმის დეფიციტია.
პირველ რიგში ეს დეფიციტი ვლინდება ყოველი ახალი ხელისუფლების სურვილით ძირფესვიანად შეცვალოს და საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ამის უკანასკნელი მაგალითი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით ახალ რეალობას და საკუთარ ინტერესებს მოარგო კონსტიტუცია.
2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლება აღარ ეცდებოდა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც მოემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა და დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი.
ამ ეტაპსაც, ისევე როგორც სხვა ეტაპებს, თან სდევს ხელისუფლებების პოლიტიკური ცოდნის და პოლიტიკური კულტურის დეფიციტი. ხელისუფლებამ ან არ იცის, ან იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციის მიღების ძირითად პრინციპს - მის გარშემო პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუნსის აუცილებლობას. ამ ეტაპზეც, ისევე როგორც უახლოეს წარსულში, კონსტიტუციური ცვლილებები ხდება მხოლოდ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა ყველა, ხაზს ვუსვამ, ყველა პოლიტიკური ძალა ამ ცვლილებების წინააღმდეგია.
ახლა მოკლედ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც იწვევენ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას.
[ სრულად ]
ფეისბუქის ფან ბოქსი
სიახლეების გამოწერა
« ნოემბერი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30