გიორგი ასათიანის ბიოგრაფია
გიორგი ასათიანის ბიოგრაფია
დაიბადა 1973 წლის 14 დეკემბერს ქუთაისში.

1990 წელს დაამთავრა ქუთაისის მე-19 საშ. სკოლა.

1996 წელს დაამთავრა ქუთაისის მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური
უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მართვის ფაკულტეტი და მიიღო ინჟინერ-
ეკონომისტის კვალიფიკაცია.

1996-1997 წლებში მუშაობდა ქუთაისის მერიის "ქუთქალაქაგროსერვისის"
განყოფილების ეკონომისტად, შემდგომში მთავარ ბუღალტრად.

1997-2003 წლებში იყო სადაზღვევო კომპანია "ალდაგი-იმერეთის" გენერალური
დირექტორი.

2001 წლიდან პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების" წევრია.

2001-2004 წლებში ხელმძღვანელობდა პ/გ "ახალი მემარჯვენეების" ქუთაისის
საქალაქო ორგანიზაციას.

2002-2003 წლებში იყო ქუთაისის საკრებულოს წევრი და ამავე საკრებულოში
ფრაქცია "ახლების" თავმჯდომარე.

2006 წლის მე-3 საიუბილეო ყრილობაზე არჩეულ იქნა პარტიის მთავარი კომიტეტის
წევრად.

2004–2008 წლებში იყო პარტიის აღმასრულებელი მდივანი.

2008 წლიდან დღემდე პარტიის რეგიონული სამსახურის უფროსია, ამავდროულად,
2011 წლის ოქტომბრიდან პარტიის დასავლეთ საქართველოს ოფისს
ხელმძღვანელობს.

ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების  გამომზეურება, მათი თანადგომა.
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების გამომზეურება, მათი თანადგომა.
- საარჩევნო წელი დაიწყო, მოდის თვითმმართველობის არჩევნები-როგორია გარემო, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობი საარჩევნო კოდექსში, არის თუ არა შანსი პოლიტიკური სპექტრი სხვა ძალებით შეივსოს?
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს არჩევნებში გამარჯვებამდე "ქართული ოცნება" მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გულმხურვალე მომხრე იყო, დღეს უკვე ხელისუფლებაში მყოფი პარტია სულაც აღარ ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს . შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ამზადებს, მათ შორის, საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებებიც იგულისხმება, მაგრამ მე ნაკლებად მაქვს იმედი, რომ ამ ცვლილებებს ხელისუფლება განახორციელებს. ბუნებრივია, მას, ისევე როგორც წინა ხელისუფლებას, არ აწყობს იმ სისტემის გაუქმება, რომელიც საშუალებას აძლევს ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე ნაკლები მიიღოს, მაგრამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ასე, რომ, ალბათ საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეიცვლება და არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ხელისუფლება ამ ბერკეტს, რომელიც მას პარლამენტში დამატებით მანდატების მოპოვების საშუალებას აძლევს, არ დათმობს.
შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხდევით არ ველოდები. ოცნება ადგილობრივ თვითმმართველობებშიც მოიპოვებს მანდატების უმრავლესობას. დღევანდელი მოცემულობა ასეთია.
[ სრულად ]
ფეისბუქის ფან ბოქსი
სიახლეების გამოწერა
« თებერვალი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28