ფიქრია ჩიხრაძის ბიოგრაფია
ფიქრია ჩიხრაძის ბიოგრაფია
დაიბადა 1966 წლის 27 აპრილს, ონში;

დაამთავრა ონის I საშ. სკოლა;

1984-89 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე;

1985-88 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორად ფაკულტეტზე, მხატვრული თარგმანის განყოფილება ინგლისურის განხრით;

1990-1993 წლებში - თბილისის სასულიერო აკადემიის ქრისტიანული ანთროპოლოგიის ფაკულტეტზე;



1990-1996 წლებში მუშაობდა თსუ-ში ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომელად;

1990-1994 წლებში- თბილისის მე-2 ექსპერიმენტულ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელად;

1994-1995 წლებში იყო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ყოველდღიური გაზეთის ,,ივერია-ექსპრესის" მთავარი რედაქტორი;

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს იყო უნივერსიტეტის პრეს-კლუბის დამფუძნებელი და სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი;

წლების განმავლობაში მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების აღდგენა - გადარჩენისათვის.;

1991-1992 წლებში იყო დროებითი სტუდენტური კავშირის წევრი;

1994-96 წლებში საქართველოს პოლიტიკური კლუბის წევრი;

საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატია; 

1995-1999 წლები – დამოუკიდებელი დეპუტატი;

1999 - 2003 წლები – ფრაქცია ,,ახალი მემარჯვენეების" წევრი; ჯერ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარე;

2004 – 2008 წლებში ფრაქცია ,,მემარჯვენე ოპოზიცის" წევრი;

1999 - დან 2008 წლამდე იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ,,სახალხო ფრაქციის" წევრი;

გაყალბებულ არჩევნებზე პროტესტის ნიშნად 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში  მოპოვებულ მანდატზე  უარი თქვა და  თანაგუნდელებთან ერთად პარლამენტში არ შევიდა;

არის ,,ახალი მემარჯვენეების" დამფუძნებელი ყრილობის მონაწილე, ,,ახალი მემარჯვენეების" მთავარი კომიტეტის წევრი;

ორგანიზაცია ,,საქართველო ნატოში" გამგეობის წევრი;

2013 წლის 26 იანვარს არჩეულ იქნა პ/გ "ახალი მემარჯვენეების" თავმჯომარედ;

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
ახალი ხელისუფლების 7 თვე – საით მიდის საქართველო?
ახალი ხელისუფლების 7 თვე – საით მიდის საქართველო?

საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 8 თვე გავიდა. "ახალი მემარჯვენეების" სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის პრეცედენტი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს უახლეს ქართულ ისტორიაში, მაგრამ ახალი ხელისუფლების მუშაობის დაწყებიდან მე–7 თვე გადის და დღეს უკვე სასიცოცხლო აუცილებლობას იძენს დავსვათ შეკითხვები – საით მიდის საქართველო და გახდა თუ არა საფუძველი 1 ოქტომბრის პრეცედენტი ფუნდამენტური პოზიტიური ცვლილებების დასაწყებად.
[ სრულად ]
ფეისბუქის ფან ბოქსი
სიახლეების გამოწერა
« მაისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31