მემარჯვენეები მედიაში
ოპოზიცია ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის ბოლო ვადას აძლევს
რა 5-პუნქტიან მოთხოვნებს წაუყენებენ "ოცნებას" 23 მარტს ინტერპარტიული ჯგუფის წევრები
გაზეთი "ვერსია", ნინო კომახიძე
23 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხებზე მოლაპარაკებების გადამწყვეტი რაუნდი იწყება. მოლაპარაკებები დაახლოებით 2 კვირა გაგრძელდება, ამის შემდეგ კი ოპოზიცია მასშტაბურ ღონისძიებებს აანონსებს არჩევნების შედეგების დელეგიტიმაციისთვის. 5-პუნქტიან მოთხოვნებს კოალიციას ინტერპარტიული ჯგუფიდან ხელისუფლებას მამუკა კაციტაძე, გიორგი ახვლედიანი, ბაჩუკი ქარდავა და გოჩა თევდორაძე წარუდგენენ. `ოცნებიდან~ კი მოლაპარაკების მაგიდას ზვიად კვაჭანტირაძე, პაატა კიკნაველიძე, გია ჟორჟოლიანი, გიგა ბუკია, შალვა კიკნაველიძე და ნოდარ ებანოიძე მიუსხდებიან. ხოლო შეხვედრების ე.წ. მთავარი კოორდინატორი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იქნება. შეთანხმების შემთხვევაში, ოპოზიცია ხელისუფლებას სამოქალაქო თანხმობის მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პრობლემების შექმნით იმუქრება. "ვერსია" "ახლებისა" და ინტერპარტიული ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა კაციტაძეს ესაუბრა.
[ სრულად ]
მამუკა კაციტაძე "რუსთავი 2"-ს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია"
მამუკა კაციტაძე "რუსთავი 2"-ს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია"
"ქართუ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვების იმედი არ აქვს, ამიტომ ძველ საარჩევნო სისტემას ებღაუჭება
ნათია ხურცილავა
"ახალ თაობასთან" ინტერვიუში "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ხელისუფლების საქმიანობაზე, საარჩევნო სისტემის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს.
_ ქალბატონო ფიქრია, ცნობილია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. როგორ ფიქრობთ ამ ეტაპზე რა მიზეზით გადადო ხელისუფლებამ სარჩევნო სისტემის ცვლილება 2020 წლისთვის?
_ საარჩევნო სისტემის ცვლილებას საქართველოში 15-წლიანი ისტორია აქვს. სწორედ 15 წლის წინ დაიწყო ბრძოლა, რომ როგორმე მმართველი პარტიისთვის უზურპირებული მექანიზმები გამოგვეგლიჯა ხელიდან. ეს ყველაფერი დემოკრატიზაციის პროცესს ემსახურება. სხვათაშორის ამ ცვლილებებისთვის, რომ მიგვეღწია აქციებს სააკაშვილი და ჟვანიაც მართვადნენ. რევოლუციის შემდეგ კარგა ხანს ამ საკითხზე საერთოდ არც კი საუბრობდნენ. შემდეგ, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლება შეირყა, 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ ამ საკითხზე საუბარი განახლდა.
[ სრულად ]
მამუკა კაციტაძე: "თბილისის საკრებულოში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 30% მოიპარა"
როდის შეიცვლება საარჩევნო კანონმდებლობა?
ნათია ხურცილავა

"ახალი თაობის" კითხვებს "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე პასუხობს:
_ ბატონო მამუკა, როგორ აფასებთ ნაციონალურ მოძრაობაში განვითარებულ მოვლენებს. შეიძლება ყოფილი მმართველი გუნდი დაიშალოს?
_ არსებობს ვერსია, ყოველ შემთხვევაში მოვისმინე, რომ ნაციონალურ მოძრაობაში განვითარებული მოვლენები არის დადგმული სპექტაკლი, რომ არავინ არსაიდან არ წასულა. არათუ დაიშალნენ, გაიშალნენ და სადღაც კვლავ შეერთდებიან. სიმართლე გითხრათ მე ამ ვერსიის არ მჯერა. ნაციონალურ მოძრაობაში, მისი არსებობის ყველა ეტაპზე შიდა განხეთქილებები იყო. მე რა ვგულისხმობ კამათებს, სერიოზულ განხეთქილებებზე ვსაუბრობ. ამ ფონზე მათ უფრო სერიოზული ფიგურები გარიყეს, ვიდრე ამ შემთხვევაში.
[ სრულად ]
მამუკა კაციტაძის ინტერვიუ "ნეტგაზეთს"
რატომ არ ცვლის "ქართული ოცნება" "უსამართლო" საარჩევნო სისტემას
ნეტგაზეტი.გე
დათო ქოქოშვილი

ევროკავშირი საქართველოსგან საარჩევნო სისტემის რეფორმირებას მოელის, იმავეს ითხოვს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი, მმართველ გუნდში კი ჯერ არ ჩამოყალიბებულან.

დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტის 150 მანდატიდან 77 პროპორციული წესით აირჩევა, ანუ პარტიის თუ საარჩევნო ბლოკის მიერ წარმოდგენილი სიებით, ხოლო 73 -მაჟორიტარული წესით. დისკუსია იმის თაობაზე, რომ ეს სისტემა ხმის წონის თანაბრობას ვერ უზრუნველყოფს საქართველოში, უკვე წლებია მიმდინარეობს. მაგალითად, ყაზბეგშიც, სადაც სულ 5000 ამომრჩეველი ცხოვრობს, და ქუთაისშიც (160 ათასი) მხოლოდ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი აირჩევა. იურისტ ელენე ნიჟარაძის განმარტებით, საერთაშორის სტანდარტით ოლქებს შორის ამომრჩეველთა რაოდენობებს შორის მაქსიმალური განსხვავება არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს, საქართველოში კი ეს რიცხვი 3000%-ია.
[ სრულად ]
მანანა ნაჭყებია:"კოალიციის დაშლა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია"
ინტერვიუ `ახალი მემარჯვენეების~ ერთ-ერთ ლიდერთან მანანა ნაჭყებიასთან
"ახალი თაობა", 8 მარტი, 2015
შორენა კოწოწაშვილი
_ ქალბატონო მანანა, ფაქტია, საკმაოდ რთული ვითარება შეიქმნა ქვეყანაში არა მხოლოდ ეკონომიკური კუთხით. რას დაუკავშირებდით ხელისუფლების შიგნით არსებულ დაპირისპირებებს და ჩანს თუ არა, რომ გარკვეული პოლიტიკოსები მმართველი ძალიდან თანაგუნდელთა ჩაჩოჩებას ცდილობენ? დეპუტატი ელისო ჩაფიძე ღიად საუბრობს, რომ მის წინააღმდეგ პროვოკაციები მზადდება...
_ ეს კოალიცია თავიდანვე განწირული იყო იმისთვის, რომ ერთ გუნდად ვერ შეიკვრებოდა. მათ ხომ ერთმანეთი არ აურჩევიათ რაიმე იდეოლოგიური პლატფორმის ირგვლივ ან სხვა ნიშნით. ისინი ერთმა კაცმა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნა კოალიციად და თავიდანვე ცხადი იყო, რომ გუნდად ვერ იქცეოდნენ. მე არ ვამბობ, რომ ამ კოალიციაში ყველანი ცუდები არიან! იქ არიან კარგი პოლიტიკოსებიც, მაგრამ საქმე ისაა, რომ კვლავ იმ ერთი კაცის გამო თავის თავს არ ეკუთვნიან. სამწუხაროდ, მათთვის ამოსავალი ის კი არ არის, რომ პროფესიონალურად შეასრულონ თავიანთი საქმე, არამედ ის, რომ იმ ერთ კაცს არ ეწყინოს მათი აზრი ან ქმედება. როცა ცდილობ ყველაფერი "იმის" საამებლად, "იმის" გასაგონად აკეთო, აქ საქმე უკვე არარ გამოდის. პიროვნულად ვისაც რა უნდა ის აკეთოს, მაგრამ როცა ქვეყნის მმართველი ძალა ხარ და ქვეყნის სასიკეთოდ კი არა კოალიციაში საკუთარი თავის შენარჩუნებისთვის მოქმედებ, ეს უკვე ცუდია. ამიტომაც არ მიდის წინ საქმე და ვერც წავა.
[ სრულად ]
ფიქრია ჩიხრაძე დავით გამყრელიძის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე

გაზეთი "ვერსია", ნინო კომახიძე

ახალი მემარჯვენეების პასიურობის მიუხედავად, ამ პარტიის მოქმედი თუ ყოფილი წევრების გარშემო, ბოლო დროს, სერიოზული მითქმა-მოთქმა გაჩაღდა: დავით გამყრელიძე პოლიტიკაში ბრუნდება, დავით საგანელიძე "ოცნებიდან" მიდის, გიორგი მოსიძე პარტია "ოცნებაში" წევრიანდება, "ახლები" ნაციონალებთან ალიანსს აკეთებენ... ყველა ეს კითხვა "ახლების" თავმჯდომარეს ფიქრია ჩიხრაძეს დავუსვით, რომელიც "ყოფილებისა" და პარტიის ურთიერთობებს განმარტავს.
_ დავით გამყრელიძე პოლიტიკაში ბრუნდება და თავის თანაპარტიელებთან კონსულტაციები უკვე დაიწყოო, ასეა?
_ სამწუხაროდ, ამ ჭორში სიმართლის მარცვალიც არ არის. ყველას ვეუბნები, რომ ამ თემაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ამ ინფორმაციას არავითარი საფუძველი არ აქვს. დათო გამყრელიძის პოლიტიკიდან წასვლას დიდი გულისტკივილით შევხვდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, არაფერი შეცვლილა და მას საკუთარი პოზიცია არ გადაუხედავს.

[ სრულად ]
„პროქართულის უკან დგას შენიღბული პრორუსული პოლიტიკა“
for.ge - თამთა ქარჩავა
დავით გამყრელიძე არ ადასტურებს, რომ პოლიტიკაში ბრუნდება. "ახალი მემარჯვენეების" ყოფილი ლიდერი კომენტარებს არც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე აკეთებს. რატომ გავრცელდა გამყრელიძის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია, ინფორმაცია არ აქვს, პარტიის ლიდერს, ფიქრიაჩიხრაძეს, რომლის განცხადებით, დავით გამყრელიძე ის პოლიტიკოსია, რომლის დარები ქართულ პოლიტიკაში არ არიან.

რატომ ვერ დაამყარეს კომუნიკაცია პარტია "ქართულ ოცნებასთან", ვინ არიან ის ძალები, რომლებიც შენიღბული არიან პრორუსული პოლიტიკით და რატომ იკამათა ნინო ბურჯანაძესთან? ამ საკითხებთან დაკავშირებით ფორ.გე ფიქრია ჩიხრაძეს ესაუბრა.

ოფიციალურად არ ადასტურებთ დავით გამყრელიძის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებინფორმაციას, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ეჭვები უკავშირდება იგივე, გიორგი მოსიძის "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანების საკითხს. ფაქტია, რომ "ახალი მემარჯვენეების" წევრები "ქართული ოცნების" სახეები ხდებიან?
[ სრულად ]
მანანა ნაჭყებია: „ივანიშვილს მართლა ჰგონია, რომ ხალხი კარგად ცხოვრობს!“
მანანა ნაჭყებია: "ივანიშვილს მართლა ჰგონია, რომ ხალხი კარგად ცხოვრობს!"
"ახალი თაობა, 2 თებერვალი, 2015

- როგორც ჩანს, ივანიშვილი მართლა დარწმუნებულია, რომ ხალხი კარგად ცხოვრობს და მას ბანკირის რჩევები სჭირდება. ვრცელ ინტერვიუში არსად იყო ნახსენები ხალხის გაჭირვება. როგორ გინდა გააგებინო ხალხის გაჭირვება მთავრობას დ მის არაფორმალურ მმართველს? ისინი რეალობას ასცდნენ, - ამის შესახებ განცხადება "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ 31 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
[ სრულად ]
აქტუალური თემა
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების  გამომზეურება, მათი თანადგომა.
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების გამომზეურება, მათი თანადგომა.
- საარჩევნო წელი დაიწყო, მოდის თვითმმართველობის არჩევნები-როგორია გარემო, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობი საარჩევნო კოდექსში, არის თუ არა შანსი პოლიტიკური სპექტრი სხვა ძალებით შეივსოს?
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს არჩევნებში გამარჯვებამდე "ქართული ოცნება" მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გულმხურვალე მომხრე იყო, დღეს უკვე ხელისუფლებაში მყოფი პარტია სულაც აღარ ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს . შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ამზადებს, მათ შორის, საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებებიც იგულისხმება, მაგრამ მე ნაკლებად მაქვს იმედი, რომ ამ ცვლილებებს ხელისუფლება განახორციელებს. ბუნებრივია, მას, ისევე როგორც წინა ხელისუფლებას, არ აწყობს იმ სისტემის გაუქმება, რომელიც საშუალებას აძლევს ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე ნაკლები მიიღოს, მაგრამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ასე, რომ, ალბათ საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეიცვლება და არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ხელისუფლება ამ ბერკეტს, რომელიც მას პარლამენტში დამატებით მანდატების მოპოვების საშუალებას აძლევს, არ დათმობს.
შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხდევით არ ველოდები. ოცნება ადგილობრივ თვითმმართველობებშიც მოიპოვებს მანდატების უმრავლესობას. დღევანდელი მოცემულობა ასეთია.
[ სრულად ]
ფეისბუქის ფან ბოქსი
სიახლეების გამოწერა
« აპრილი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30