მამუკა კაციტაძის ბიოგრაფია
მამუკა კაციტაძის ბიოგრაფია
მამუკა კაციტაძე

თავმჯდომარე

დაიბადა 1966 წლის 9 თებერვალს, თბილისში;

1983 წელს წარჩინებით დაამთავრა . თბილისის 152-ე საშუალო სკოლა;

1983 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში;

1990 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ყოფილი პოლიტექნიკური ინსტიტუტი) საავტომობილო გზების ინჟინერ- მშენებლის სპეციალობით;

1988 წელს თანამოაზრეებთან ერთად შექმნა საქ.პოლიტექნიკური ინსტიტუტის არაფორმალური სტუდენტური გაერთიანება ,,სადისკუსიო კლუბი". იყო ამ კლუბის თავმჯდომარე;

1989 წლის აპრილის საპროტესტო გამოსვლების დროს იყო ცენტრალური საგაფიცვო კომიტეტის წევრი;

1990 წელს მისი თაოსნობით შეიქმნა პირველი არასამთავრობო სტუდენტური ორგანიზაცია –ტექნიკური უნივერსიტეტის ,,სტუდენტური კავშირი", რომლის პირველი ხელმძღვანელიც თვითონ იყო;

1993 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა ,,საქართველოს სტუდენტური ლიგა", ანუ სტუდენტურ ორგანიზაციათა გაერთიანება;

1992 წლის მაისში თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა ახალგაზრდულ ორგანიზაცია ,,თაობა", რომლის პრეზიდენტადაც იყო არჩეული;

1993 წელს შეიქმნა ახალგაზრდულ ორგანიზაციათა გაერთიანება - მოძრაობა ,,ახალი თაობა", რომლის სპიკერადაც იქნა არჩეული;

ამ მოძრაობის ბაზაზე, 1994 წელს, დაფუძნდა ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო, რომელიც დღეს ევროპის ახალგაზრდობის ფორუმის ნამდვილი წევრია.
ამ ორგანიზაციის ეგიდით მიღებული აქვს მონაწილეობა ახალგაზრდულ ფორუმებში, კონფერენციებში – რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სამხრეთ კავკასიის კონფლიქტურ ზონებში, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს ან წევრს;

1992-1995 წლებში არჩეული იყო საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის
მოადგილედ;

1993 წელს, თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად, დააფუძნა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრი ,,ძლევაი";

1992-1993 წლებში იბრძოდა აფხაზეთში, ბატალიონ ,,ორბის" შემადგენლობაში;

1994 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოლიტექნიკური კლუბი", რომლის მიზანიც იყო მემარჯვენე პოლიტიკური ცენტრის შექმნა;

1996- 2002 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ საკითხთა სამმართველოს უფროსი;

2000 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი მოძრაობა". იყო ამ ორგანიზაციის თანათავმჯდომარე;

2001 წლის 15 ივნისიდან არის პოლიტიკური გაერთიანება ,,ახალი მემარჯვენეების" დამფუძნებელი და მთავარი კომიტეტის წევრი;

2002 - 2006 წელს იყო საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი;

2002 წლის 2 ივნისს აირჩიეს თბილისის საკრებულოს წევრად. იყო ფრაქცია ,,ახალი მემარჯვენეების" (ახლები) თავმჯდომარე;

2003 დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეცილაობით, იურისტის კვალიფიკაციით;

2004 წლის 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში არჩეულ იქნა პარლამენტის წევრად პროპორციული წესით ,,მემარჯვენე ოპოზიცია-მრეწველები-ახლები" პარტიული სიით;

2006 წლიდან იყო ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიციის" თავმჯდომარის მოადგილე და პ/გ "ახალი მემარჯვენეების" საპარლამენტო მდივანი;

2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტში საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის, რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის და პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს წევრი;

იყო საქართველოს პარლამენტის მუდმვმოქმედი დელეგაციის წევრი სამხრეთკავკასიის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში;

2008 - წელს არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად პროპორციული წესით" გაერთიანებული ოპოზიციის პარტიული სიით". გაყალბებული არჩევნების გამო პარლამენტი
პროტესტის ნიშნად დატოვა;

2011-2012 წლებში იყო ამომრჩეველტა სიების დაზუსტების უზუნველყოფის სახელმწიფო კომისიის თავმჯომარე;

2012 -14 წლებში იყო ქ. თბილისის საკრებულოს წევრი, "ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშემწყობი" კომისიის თავმჯდომარე;

2015 წლის დეკემბერში პ/გ "ახალი მემარჯვენეების" რიგგარეშე მე-7 ყრილობაზე არჩეულ იქნა თავმჯდომარედ.

საუბრობს ქართულ და რუსულ ენებზე;

ჰყავს მეუღლე – მარიამ ჭეიშვილი, და ორი შვილი – სოფიო და გურამი. .
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების  გამომზეურება, მათი თანადგომა.
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების გამომზეურება, მათი თანადგომა.
- საარჩევნო წელი დაიწყო, მოდის თვითმმართველობის არჩევნები-როგორია გარემო, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობი საარჩევნო კოდექსში, არის თუ არა შანსი პოლიტიკური სპექტრი სხვა ძალებით შეივსოს?
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს არჩევნებში გამარჯვებამდე "ქართული ოცნება" მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გულმხურვალე მომხრე იყო, დღეს უკვე ხელისუფლებაში მყოფი პარტია სულაც აღარ ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს . შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ამზადებს, მათ შორის, საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებებიც იგულისხმება, მაგრამ მე ნაკლებად მაქვს იმედი, რომ ამ ცვლილებებს ხელისუფლება განახორციელებს. ბუნებრივია, მას, ისევე როგორც წინა ხელისუფლებას, არ აწყობს იმ სისტემის გაუქმება, რომელიც საშუალებას აძლევს ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე ნაკლები მიიღოს, მაგრამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ასე, რომ, ალბათ საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეიცვლება და არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ხელისუფლება ამ ბერკეტს, რომელიც მას პარლამენტში დამატებით მანდატების მოპოვების საშუალებას აძლევს, არ დათმობს.
შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხდევით არ ველოდები. ოცნება ადგილობრივ თვითმმართველობებშიც მოიპოვებს მანდატების უმრავლესობას. დღევანდელი მოცემულობა ასეთია.
[ სრულად ]
ფეისბუქის ფან ბოქსი
« მარტი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31