დავით გამყრელიძე ვალერი გელბახიანს თავდებში უდგება
დავით გამყრელიძე ვალერი გელბახიანს თავდებში უდგება
"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი, დავით გამყრელიძე ვალერი გელბახიანს თავდებში უდგება და მისი პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.
ვალერი გელბახიანის დაკავების ფაქტს "მემარჯვენეების" ლიდერი დღეს იტვ-ს ოფისში ჟურნალისტებთან შეხვედრისას გამოეხმაურა.

გამყრელიძეს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ის და გელბახიანი არ არიან თანამოაზრეები და მხოლოდ კოლეგები არიან, მას სურს თავისი გუნდის სახელით გამოთქვას სურვილი და მზაობა, რათა იყოს გარანტი და თავდებში ჩაუდგეს გელბახიანს.
მისივე თქმით, "მემარჯვენეები" მოითხოვენ, რომ ვალერი გელბახიანს პატიმრობა, შიდა პატიმრობით შეეცვალოს. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ის ბრალი რომელიც თავის დროზე წაუყენეს გელბახიანს და მასთან ერთად მარინა გაბუნიას, რომელიც, მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის თავისუფალია და პატიმრობაში არ იმყოფება, იყო აბსურდული და იმედოვნებს, რომ გელბახიანი უახლოეს საათებში გათავისუფლდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
გამოსახულება
ლიდერის გვერდის ვიდეო
აქტუალური თემა
ახალი ხელისუფლების 7 თვე – საით მიდის საქართველო?
ახალი ხელისუფლების 7 თვე – საით მიდის საქართველო?

საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 8 თვე გავიდა. "ახალი მემარჯვენეების" სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის პრეცედენტი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს უახლეს ქართულ ისტორიაში, მაგრამ ახალი ხელისუფლების მუშაობის დაწყებიდან მე–7 თვე გადის და დღეს უკვე სასიცოცხლო აუცილებლობას იძენს დავსვათ შეკითხვები – საით მიდის საქართველო და გახდა თუ არა საფუძველი 1 ოქტომბრის პრეცედენტი ფუნდამენტური პოზიტიური ცვლილებების დასაწყებად.
[ სრულად ]
ფეისბუქის ფან ბოქსი
« მაისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
ლიდერის ფოტოები