დავით გამყრელიძე
"ახალი მემარჯვენეები" NDI-ს დელეგაციას შეხვდნენ

"ახალი მემარჯვენეები" დღეს NDI-ს დელეგაციას შეხვდნენ, რომელიც  საქართველოში 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებული გარემოს გასაცნობად არის ჩამოსული.
დელეგეცის წევრები  -  მისურის შტატის მდივანი რობინ კარნაჰანი, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი და საერთა­შორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი სემ გეჯდენსონი,

[ სრულად ]
"ახალი მემარჯვენეები" უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ
"ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე დავით გამყრელიძე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის თამჯდომარე მამუკა კაციტაძე უწყებათა კომისიის წევრებს შეხვდნენ.
[ სრულად ]
დავით გამყრელიძე: "ჩიკაგოს სამიტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მთავრობაც და ოპოზიციაც ამ საკითხზე შეჯერებას უნდა ახერხებდეს"
"ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარის დავით გამყრელიძის განცხადებით, დიდი მოლოდინია იმისა, რომ ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს ასპირანტ ქვეყნად დაასახელებენ.
[ სრულად ]
დავით გამყრელიძე : "ჩვენმა მცდელობამ, ხელისუფლებას ტრაქტორის და საწვავის პრობლემები პირისპირ დავანახოთ, შედეგი უკვე გამოიღო "
"ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე დავით გამყრელიძე აცხადებს, რომ საწვავის სიძვირე და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დეფიციტი აჭარელი გლეხის ისედაც მძიმე შრომას ათმაგად მძიმეს ხდის.
[ სრულად ]
დავით გამყრელიძე: "ტრაქტორის დეფიციტისა და საწვავზე მაღალი ფასების გამო ქართველი გლეხის მიერ წარმოებული პროდუქცია ძვირდება და არაკონკურენტუნარიანი ხდება"
"ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე დავით გამყრელიძე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია აჭარის რეგიონში იმყოფებიან და მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას ხვდებიან.
[ სრულად ]
დავით გამყრელიძე: პარტიის მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებით, უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში, "ახალი მემარჯვენეების" ერთერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ქართული სოფლის აღორძინება იქნება"

"ახალი მემარჯვენეების" მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებით, უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში,  პარტიის ერთერთი მთავარი პრიორიტეტი ქართული  სოფლის აღორძინება იქნება.

[ სრულად ]
დავით გამყრელიძე ევროპარლამენტის კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელს მილან კაბრნოხს შეხვდა

"ახალი მემარჯვენეების"  ლიდერი დავით გამყრელიძე ევროპარლამენტის კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელს  მილან კაბრნოხს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროკავშირთან საქართველოს შემდგომი  დაახლოების, ასევე  ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის და გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღების საკითხები.

მილან კაბრნოხის  და დავით გამყრელიძის საუბრის თემა, ასევე, იყო საქართველოში 2012  წლის შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები.  შეხვედრაზე  ხაზი გაესვა ამ არჩევნების მნიშვნელობას  საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.

[ სრულად ]
დავით გამყრელიძე ლიტვის პრემიერ-მინისტრს ანდრიუს კუბილიუსს შეხვდა

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე ლიტვის პრემიერ - მინისტრს ანდრიუს კუბილიუსს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ დავით გამყრელიძემ განაცხადა მას ანდრიუს კუბილიუსთან დიდი ხნის ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებს.
გამომდინარე იქიდან, რომ მომავალ წელს ლიტვა იქნება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა,  შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების საკითხებს, ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის და გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღების პერსპექტივებს.

[ სრულად ]
დავით გამყრელიძე: 'აგრარული წარმოების განვითარებას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა სჭირდება"

დავით გამყრელიძე ხონის რაიონის სოფლებში ნახახულევსა და დავლაურში მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. მისი თქმით, აქაც, ისევე როგორც მთელ საქართველოში  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის პრობლემაა.

[ სრულად ]
გამოსახულება
ლიდერის გვერდის ვიდეო
აქტუალური თემა
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების  გამომზეურება, მათი თანადგომა.
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების გამომზეურება, მათი თანადგომა.
- საარჩევნო წელი დაიწყო, მოდის თვითმმართველობის არჩევნები-როგორია გარემო, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობი საარჩევნო კოდექსში, არის თუ არა შანსი პოლიტიკური სპექტრი სხვა ძალებით შეივსოს?
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს არჩევნებში გამარჯვებამდე "ქართული ოცნება" მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გულმხურვალე მომხრე იყო, დღეს უკვე ხელისუფლებაში მყოფი პარტია სულაც აღარ ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს . შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ამზადებს, მათ შორის, საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებებიც იგულისხმება, მაგრამ მე ნაკლებად მაქვს იმედი, რომ ამ ცვლილებებს ხელისუფლება განახორციელებს. ბუნებრივია, მას, ისევე როგორც წინა ხელისუფლებას, არ აწყობს იმ სისტემის გაუქმება, რომელიც საშუალებას აძლევს ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე ნაკლები მიიღოს, მაგრამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ასე, რომ, ალბათ საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეიცვლება და არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ხელისუფლება ამ ბერკეტს, რომელიც მას პარლამენტში დამატებით მანდატების მოპოვების საშუალებას აძლევს, არ დათმობს.
შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხდევით არ ველოდები. ოცნება ადგილობრივ თვითმმართველობებშიც მოიპოვებს მანდატების უმრავლესობას. დღევანდელი მოცემულობა ასეთია.
[ სრულად ]
ფეისბუქის ფან ბოქსი
« მარტი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
ლიდერის ფოტოები