დავით გამყრელიძე
"ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე  2003 -2012  წლებში


www.nrp.ge


დაიბადა 1964 წლის 2 აპრილს თბილისში;

დაამთავრა თბილისის 55–ე საშუალო სკოლა;

1982 –1988 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში;
სპეციალობით ექიმი–პედიატრია;

1985–1989 წლებში მუშაობდა რესპუბლიკურ ბავშვთა საავადმყოფოს ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის განყოფილებაში, ბავშვთა მე–5 კლინიკურ საავადმყოფოში;

1989–1990 წლებში იყო დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოს ბავშვთა ნეფროლოგიური სანატორიუმის "არხილოსკალოს" ექიმი–ნეფროლოგი;

1991–99 წლებში იყო მის მიერვე დაფუძნებული შპს სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგის" დირექტორი, ფინანსური დირექტორი, პრეზიდენტი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

პარალელურად დავით გამყრელიძე აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა: 

1988 წლიდან ჩართული იყო ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაში. მეგობრებთან ერთად დააფუძნა ქრისტიანულ–დემოკრატიული ასოციაცია, რომელიც შემდეგ ქრისტიან–დემოკრატიულ კავშირად გადაკეთდა;

www.nrp.ge

1989 წელს საქართველოში მოქმედი ეროვნული–პოლიტიკური ძალების მიერ დაფუძნდა ეროვნული ფორუმი, რომელის ერთ–ერთი დამფუძნებელი იყო ქრისტიან–დემოკრატიული კავშირი. ფორუმში კავშირს დავით გამყრელიძე და ირაკლი კაკაბაძე წარმოადგენდნენ;
ამავე წელს საფრანგეთის ქართული სათვისტომოს ინიციატივით პარიზში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ეროვნული კონგრესი, რომლის მუშაობაშიც მიიღო მონაწილეობა;

1998 წელს არჩეულ იქნა თბილისის საკრებულოს წევრად;
საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის: 1999–2004 და 2004–2008 წლების მოწვევის პარლამენტის წევრია:

1999 წელს მმართველი პარტიის – მოქალაქეთა კავშირის ინიციატივით, როგორც "ახალი სახე", პარტიული სიით არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად;
იმავე წელს არჩეულ იქნა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ, მაგრამ ექვს თვეში პროტესტის ნიშნად გადადგა თანამდებობიდან;

2000 წელს მეგობრებთან ერთად დააფუძნა "ახალი მოძრაობა";
იმავე წლის 17 სექტემბერს პარლამენტში შეიქმნა ოპოზიციური "ახალი ფრაქცია" , რომლის თავმჯდომარეც იყო დავით გამყრელიძე;

2001 წლის 15 ივნისს "ახალი ფრაქციის", ახალი მოძრაობის და ნეო–კონსერვატიული პარტიის ბაზაზე შეიქმნა პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები", რომლის თანათავმჯდომარედაც დავით გამყრელიძე აირჩიეს; 

2003 წლიდან პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარეა;

2004–2008 წლების მოწვევის პარლამენტში იყო ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიციის" თავმჯდომარე;

2008 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე;

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, მაგრამ არჩევნების გაყალბების პროტესტის ნიშნად უარი თქვა პარლამენტის წევრობაზე; 

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს;

მეუღლე – მარინა მადიჩი, პროფესიით ექიმია. ჰყავს ორი შვილი – ერეკლე, 25 წლის და ნინო – 20 წლის და შვილიშვილი – დავითი.

18 ნოემბერს გამართულმა "ახალი მემარჯვენეების" საიუბილეო ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ კვლავ დავით გამყრელიძე აირჩია.

www.nrp.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
გამოსახულება
ლიდერის გვერდის ვიდეო
აქტუალური თემა
ახალი ხელისუფლების 7 თვე – საით მიდის საქართველო?
ახალი ხელისუფლების 7 თვე – საით მიდის საქართველო?

საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 8 თვე გავიდა. "ახალი მემარჯვენეების" სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის პრეცედენტი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს უახლეს ქართულ ისტორიაში, მაგრამ ახალი ხელისუფლების მუშაობის დაწყებიდან მე–7 თვე გადის და დღეს უკვე სასიცოცხლო აუცილებლობას იძენს დავსვათ შეკითხვები – საით მიდის საქართველო და გახდა თუ არა საფუძველი 1 ოქტომბრის პრეცედენტი ფუნდამენტური პოზიტიური ცვლილებების დასაწყებად.
[ სრულად ]
ფეისბუქის ფან ბოქსი
« მაისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
ლიდერის ფოტოები