Untitled Document
Untitled Document

 

ყრილობა

პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები"-ს (ახლების) უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა გაერთიანების ყრილობა, რომელიც მოიწვევა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ, მაგრამ არანაკლებ 4 წელიწადში ერთხელ გაერთიანების თავმჯდომარის ან მთავარი კომიტეტის მიერ. გაერთიანების წევრთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1/3-ის, რაიონული ორგანიზაციების 2/3-ის, პოლიტიკური საბჭოს, მთავარი კომიტეტის ან თავმჯდომარის ინიციატივით შესაძლებელია მოწვეულ იქნას რიგგარეშე ყრილობა.


ყრილობა ტარდება რაიონული ორგანიზაციების კონფერენციების მიერ არჩეული დელეგატებისაგან, იმის გათვალისწინებით, რომ გაერთიანების არაუმეტეს 400 წევრზე უნდა მოდიოდეს 1 დელეგატი და მათი საერთო რაოდენობა არ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულზე ნაკლები. ყრილობის მუშაობაში დელეგატის სტატუსით მონაწილეობას იღებენ გაერთიანების მთავარი კომიტეტის და სარევიზიო კომისიის წევრები, გაერთიანების წევრი საქართველოს პარლამენტის წევრები და პარლამენტის მიერ სახელმწიფო აღმასრულებელ ხელისუფლებაში არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული თანამდებობის პირები.


ყრილობა უფლებამოსილია თუ მას ესწრება დელეგატების საერთო ოდენობის ნახევარზე მეტი.
ყრილობაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, გარდა წესდების მიღების, წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, გაერთიანების პროგრამის მიღების, გაერთიანების რეორგანიზაციის (შერწყმა, შეერთება, გაყოფა) და თვითლიკვიდაციის საკითხის გადაწყვეტისა. ამ შემთხვევაში ყრილობა გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.


ყრილობის კომპეტენციას განეკუთვნება:
 წესდების მიღება, წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, აგრეთვე გაერთიანების პროგრამის მიღება;
 გაერთიანების თავმჯდომარის და გენერალური მდივნის არჩევა, აგრეთვე ვადაზე ადრე გათავისუფლება მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას;
 მთავარი კომიტეტისა და სარევიზიო კომისიის წევრთა არჩევა, აგრეთვე მთავარი კომიტეტის და სარევიზიო კომისიის ან მისი ცალკეული წევრის ვადაზე ადრე დათხოვნა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას;
 გაერთიანების რეორგანიზაციის (შერწყმა, შეერთება, გაყოფა) და თვითლიკვიდაციის საკითხის გადაწყვეტა;
 საპრეზიდენტო არჩევნებისას პრეზიდენტის კანდიდატურის არჩევა;
 გაერთიანების თავმჯდომარის, გენერალური მდივნის და სარევიზიო კომისიის ანგარიშების მოსმენა.

ყრილობის ოქმები:

პოლიტიკური გაერთიანება “ახალი მემარჯვენეების” (ახლების) მე-3 რიგგარეშე ყრილობის ოქმი

პოლიტიკური გაერთიანება “ახალი მემარჯვენეების” (ახლების) მე-4 რიგგარეშე ყრილობის ოქმი


 

nrp.ge 2009 © All rights reserved