ისტორია
ქალთა ორგანიზაცია
"ახალი მემარჯვენეები"-ს ქალთა ორგანიზაცია ფაქტიურად პარტიის შექმნისთანავე- 2001 წლის 15 ივლისს. რამდენიმე წლის განმავლობაში ქალთა ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა ქალბატონი მაია გეგია. ამჟამად ქალთა კლუბის თავმჯდომარეა პარტიის ერთერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია.
ორგანიზაცია თავის რიგებში აერთიანებს 4000-მდე წევრს. მას წარმომადგენლები (კოორდინატორები) ჰყავს საქართველოს ყველა რაიონში. ორგანიზაციის მმართველი ორგანოა გამგეობა.
ორგანიზაციის მიზანია ქალთა აქტიური ჩართვა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ზრუნვა მათ პოლიტიკურ განათლებაზე, აქტიური მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და სხვა სფეროებში მიმდინარე მოვლენებში, ზრუნვა მომავალი თაობის ფიზიკურ და სულიერ გაჯანსაღებაზე და სხვა.
ორგანიზაციას ჩატარებული აქვს საქველმოქმედო აქციები ბავშვთა სახლებისა და სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელებისათვის, მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრებთათვის. ქალთა კლუბი ეხმარება მსჯავრდებულ ქალებს და არასრულწლოვან პატიმრებს, დაავადებულ ბავშვებს, ინვალიდებს, მრავალშვილიან ოჯახებს, აფხაზეთიდან დევნილებს, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახებს და სხვა სოციალურად დაუცველ ფენებს.
ქალთა ორგანიზაციას განხორციელებული აქვს ისეთი პროექტებიც, როგორიცაა საქართველოს რაიონების ბიბლიოთეკების შევსება-განახლება, უფასო სამედიცინო გამოკვლევები, სხვადასხვა სახის კონკურსები, საჭადრაკო ტურნირები და სხვა.
ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მონაწილეობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ სემინარებსა და კონფერენციებში.
ორგანიზაციის გამგეობის წევრები იკრიბებინ 6 თვეში ერთხელ მაინც, სადაც ხდება გაწეული საქმიანობის შეჯამება და სამომავლო გეგმების დასახვა.
2005 წლის იანვრიდან ქალთა ორგანიზაციამ ნაწილობრივ შეცვალა თავისი მუშაობის მიმართულებები და წარმოადგინა მოქმედების ახალი გეგმა. ქალთა ორგანიზაცია საქველმოქმედო ტიპის ღონისძიებების ნაცვლად უფრო მეტად აქცენტს აიღებს ქალთა მომზადებაზე პოლიტიკაში მოსასვლელად, პოლიტიკურ პროცესებში მათი აქტიური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

ქალთა ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზნები:
- ქვეყნის ელექტორატში პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა
- პარტიის წევრი ქალების საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობის ამაღლება
- ქალთა თვითრეალიზაცია, პარტიის წევრი ქალების მომზადება ყველა დონის არჩევითი ორგანოების საქმიანობაში
მონაწილეობის მისაღებად 
ამ მიზნების მისაღწევად ქალთა ორგანიზაცია ასახავს შემდეგ ამოცანებს:
ქალთა ორგანიზაციის სტრუქტურული განმტკიცება:

1.ქალთა ორგანიზაციის შიგნით სექციების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა სხვადასხვა პროფილით:
– მცირე ბიზნესში დასაქმებული ქალებისთვის
– სოფლად მცხოვრები ქალებისთვის
- ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ქალებისთვის
- განათლების სფეროში დასაქმებული ქალებისთვის
- იურისტი ქალებისათვის

2. მშობელთა კონტინგენტთან მუშაობის გააქტიურება
მუშაობის ფორმები:
- რაიონებში მშობელთა კლუბების შექმნა
- თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

3. ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა
მუშაობის ფორმები:
- კონფერენცია-სემინარები
- "მრგვალი მაგიდების" მოწყობა
- თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან
- კონკურსები

4. ქალთა მომზადება სხვადასხვა დონის პოლიტიკურ ლიდერებად
მუშაობის ფორმები:
- ქალთა პოლიტიკური კლუბების შექმნა თბილისში, ქუთაისში, გორში
- ტრენინგები
- თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

ქალებს შევთავაზებთ:

- ორ-სამდღიან ლექცია-სემინარებს ( საქართველოს კონსტიტუცია, კანონმდებლობა, ქალთა მოძრაობის ისტორია და გენდერული
თანასწორობის ასპექტები, საარჩევნო კანონმდებლობა, მმართველობის და თვითმმართველობის ფორმები, ლიდერის
თვისებების გამომუშავება, ქალთა უფლებები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით და ა.შ.).

5. სოციოლოგიური კვლევევბი
მუშაობის ფორმები:
- სათანადოდ მომზადებული კადრების მეშვეობით სოციოლოგიური კვლევების ჩატარება პარტიების რეიტინგის, მოსახლეობაში
არსებული განწყობების და მოთხოვნილებების შესასწავლად.

6. ქველმოქმედება
მუშაობის ფორმები:
- ქალთა რაიონული ორგანიზაციების მეშვეობით ტანსაცმლის, სასკოლო ნივთების და პროდუქტების შეგროვება, ბავშვთა
სახლებისა და მოხუცებულთა თავშესაფარებისათვის.

7. ხელშეწყობა ქალთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება
მუშაობის ფორმები:
- არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით სპეცპროგრამების განხორციელება
2012 წლის 1 მარტს ქალთა ორგანიზაციის საიუბილეო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციამ ორგანიზაციის თავმჯდომარედ მანანა ნაჭყებია აირჩია, თანათავმჯდომარეებად – მაია გეგია და ირინა ფრუიძე. ასევე არჩეული იქნა ქალთა ორგანიზაციის გამგეობა და დამტკიცდა განახლებული დებულება.



აქტუალური თემა
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას აქვს, კონსტიტუციონალიზმის დეფიციტია.
პირველ რიგში ეს დეფიციტი ვლინდება ყოველი ახალი ხელისუფლების სურვილით ძირფესვიანად შეცვალოს და საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ამის უკანასკნელი მაგალითი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით ახალ რეალობას და საკუთარ ინტერესებს მოარგო კონსტიტუცია.
2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლება აღარ ეცდებოდა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც მოემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა და დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი.
ამ ეტაპსაც, ისევე როგორც სხვა ეტაპებს, თან სდევს ხელისუფლებების პოლიტიკური ცოდნის და პოლიტიკური კულტურის დეფიციტი. ხელისუფლებამ ან არ იცის, ან იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციის მიღების ძირითად პრინციპს - მის გარშემო პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუნსის აუცილებლობას. ამ ეტაპზეც, ისევე როგორც უახლოეს წარსულში, კონსტიტუციური ცვლილებები ხდება მხოლოდ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა ყველა, ხაზს ვუსვამ, ყველა პოლიტიკური ძალა ამ ცვლილებების წინააღმდეგია.
ახლა მოკლედ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც იწვევენ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას.
[ სრულად ]
ფეისბუქის ფან ბოქსი
« ნოემბერი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30