„ახალი მემარჯვენეები“ ვუერთდებით იმ პროტესტს, რომელიც „კავკასიური სახლისთვის“ შენობის წართმევის გამო გამოხატა ქართული საზოგადოების ნაწილმა. ცოტა ხნის წინ ხელისუფლება, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე „პირველი კავკასიური არხი“ ჩამოაყალიბა და მისი დაფინანსებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრები გამოყო, თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმით მას სურდა თბილისი ექცია კავკასიური სამშვიდობო პოლიტიკის ცენტრად, აპირებდა ეწარმოებინა კულტურათა დიალოგი კავკასიურ ერებს შორის, დაეახლოვებინა ისინი და ამით ხელი შეეწყო კავკასიაში უსაფრთხოების განმტკიცებისთვის.
02/08/2010
"ახალი მემარჯვენეების" შეთავაზება სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით
პოლიტიკური გაერთიანება ”ახალი მემარჯვენეები”, რომელიც 2005 წელს საქართველოს პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების სფეროში საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისას ერთადერთი პოლიტიკური ძალა იყო, რომელიც ოპონირებას უწევდა ხელისუფლებას და მოახერხა ცოტაოდენ მაინც შეეჩერებინა დამანგრეველი პროცესები, მოითხოვს საქართველოს მთავრობისგან და პირველ რიგში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან სასწრაფოდ შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი მთავრობის, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების და ამ თემით დაინტერესებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან, რათა ხელახლა არ იქნას დაშვებული შეცდომები, სწორად მოხდეს ჯერ კიდევ არსებული სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება და ქვეყნის დღევანდელი სამეცნიერო პოლიტიკის დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მანანა ნაჭყებიამ განაცხადა.
________________________________________________________________________
30/07/2010
პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ განცხადება
პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეები“ აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში იუმორისტული შოუს სახე მიიღო საქართველოს ეკონომიკური განვითარების ახალ მინისტრთან - ვერა ქობალიასთან დაკავშირებულმა პერიპეტიებმა. თავისთავად ამ თანამდებობაზე არასათანადო კვალიფიკაციის, განათლების და გამოცდილების მქონე კადრის დანიშვნა სერიოზული გამოწვევა იყო ქართული საზოგადოების მიმართ.
________________________________________________________________________
<< Previous 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 Next >>