ირაკლი ალასანიამ სოციალური პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა პროგრამა სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლებს, პენსიონერებს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გააცნო.
06/05/2010
ირაკლი ალასანია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს
ირაკლი ალასანიას შეაფასებით, ოპოზიციის მომხრეებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მომხდარი შეტაკება ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხია. "ალიანსი საქრთველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატმა ამის შესახებ დღეს განაცხადა. მისი თქმით, მშვიდობიან მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება სამწუხარო ფაქტია.
________________________________________________________________________
05/05/2010
"ალიანსი საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს
"ალიანსი საქართველოსთვის" გმობს ვანო მერაბიშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას - 6 მაისს გიორგობის დღსასწაულზე პოლიციის აღლუმის გამართვას. გასული წლის ინციდენტის ერთი წლისთავის პოლიციის დღედ გამოცხადება ხელისუფლების მხრიდან უპასუხიმგებლო და გამომწვევ ნაბიჯად აღიქმება. ხელისუფლების მოვალეობაა საარჩევნო პერიოდში სიმშვიდის უზრუნველყოფა.
________________________________________________________________________
<< Previous 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 Next >>