11/05/2010
დავით საგანელიძე ხელისუფლებას 18-კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლის დაკარგვაში ადანაშაულებს
ამის შესახებ "ალიანსი საქართველოსთვის" წევრმა, დავით საგანელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, გუშინ რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მეტეოროლოგიურ ცენტრში რუსულ-ოსურმა ე.წ. სასაზღვრო ჯარებმა სასაზღვრო პუნქტი გახსნეს. დავით საგანელიძის განცხადებით, სირცხვილია, რომ საქართველოს სასაზღვრო უწყება არ ფლობს რეალურ ინფორმაციას, თუ რა ვითარებაა ახლა ამ მონაკვეთზე.
________________________________________________________________________
10/05/2010
მამუკა კაციტაძე კონკურენტ მაჟორიტარებს დებატებში იწვევს
კაციტაძის განცხადებით, შეთავაზება პირველ რიგში ამ რაიონის სახელისუფლო კანდიდატს, ზაზა დოლიძეს ეხება. როგორც მამუკა კაციტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეთავაზებისაკენ მას "საზოგდოებრივი მაუწყებლის" ეთერში მერობის კანდიდატებს შორის გამართულმა დებატებმა უბიძგა.
________________________________________________________________________
07/05/2010
ირაკლი ალასანია - რობერტ მიულერის რანგის მქონე პირს ხელისუფლებისთვის განსაკუთრებული გზავნილი ექნება
ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ რობერტ მიულერის რანგის მქონე პირს საქართველოს ხელისუფლებისთვის განსაკუთრებული გზავნილი ექნება. ამის შესახებ "ალიანსი საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატმა აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის საქართველოში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა. "მნიშვნელოვანია ისიც, რომ როცა ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირი ჩამოდის საქართველოში ამას თან მოყვება განსაკუთრებული გზავნილი ხელისუფლებასთან",- აღნიშნა ალასანიამ.
________________________________________________________________________
<< Previous 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 Next >>