გიორგი არველაძისა და ეკა წამალაშვილის ცნობილი სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ლინგვისტური და ტექნიკური ანალიზის ანგარიშების ორიგინალები და ქართული თარგმანები
სიახლეები
15/05/2010 ირაკლი ალასანია სოფელ დიღმის მოსახლეობას შეხვდა.
"არც ერთი დაპირება არ შეუსრულეს საზოგადოებას და ამან გამოიწვია სწორედ ქვეყანაში დიდი უიმედობა, კანდიდატებისა თუ პოლიტიკური პარტიების მიმარ დიდი უნდობლობა. ყველაფერი ეს ჩვენ უნდა შევცვალოთ 30 მაისს, უნდა შევცვალოთ არჩევნებზე მოსვლით, 2 ნომრისთვის ხმის მიცემით, რადგან ყველა დაპრება, რომელსაც ჩვენ ვიძლევით, რეალურია. ჩვენ არ დავპირდებით მოსახლეობას იმას, რასაც არ შევასრულებთ", - განაცხადა ალასანიამ.
________________________________________________________________________
12/05/2010 მამუკა კაციტაძე საგადასახდო სამსახურებს მოუწოდებს, თავი დაანებონ მცირე და საშუალო ბიზნესის დატერორებას
ამის შესახებ "ალიანსი საქართველოსთვის" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მამუკა კაციტაძემ ქავთარაძის ქუჩაზე, ბაზრობის შესასვლელთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კაციტაძის თქმით, ხელთ ჩაუვარდა თბილისის საგადასახადო სამსახურის დადგენილება, რომელიც 1- დან 30 მარტის ჩათვლით მცირე და საშუალო ბიზნესის შემოწმებას გულისხმობს.
________________________________________________________________________
12/05/2010 “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერები რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავენ
დავით უსუფაშვილმა, დავით გამყრელიძემ და სოზარ სუბარმა რუსთავში შეხვედრები გამართეს"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერებმა, დავით უსუფაშვილმა, დავით გამყრელიძემ და სოზარ სუბარმა რუსთავში ამომრჩევლებთან შეხვედრები გამართეს. მათ ამომრჩეველს "ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პარტიული სიის წევრები გააცნეს. ალიანსის ლიდერებმა რუსთაველებს "ალიანსის" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს და თვითმმართველობის არჩევნებზე აქტიურობისაკენ მოუწოდეს.
________________________________________________________________________ << Previous 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 Next >> |