დღეს “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერები ზუგდიდს სტუმრობენ"ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერები ირაკლი ალასანია, დავით გამყრელიძე, დავით უსუფაშვილი და სალომე ზურაბიშვილი დღეს ზუგდიდს სტუმრობენ. ამომრჩევლებთან შეხვედრა დადიანისეული სასახლის ეზოში გაიმართა. ირაკლი ალასანიამ ზუგდიდელ ამომრჩეველს 30 მაისს არჩევნებში აქტიურობისაკენ მოუწოდა.
18/05/2010
“ალიანსის” ლიდერებმა ბათუმში შეხვედრა გამართეს
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრში "ალიანსის" ლიდერებმა ამომრჩეველთან შეხვედრა გამართეს.
თეატრში შეკრებილებს პირველმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა და განაცხადა, რომ ირაკლი ალასანია არის ადამიანი, რომელიც საზოგადოებას არასდროს მოატყუებს. "ირაკლი ალასანია ხვალიდანვე დაიწყებს ცვლილებებს. მის უკან პროფესიონალების ჯარი დგას. საზოგადოებამ 30 მაისს სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
________________________________________________________________________
18/05/2010
"ალიანსი საქართველოსთვის" რეგიონებში შეხვედრებს მართავს
"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი და თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი და ალიანსის მუხიანის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი მოსიძე გარდაბნის რაიონის სოფელ ლემშვენიერასა და სოფელ ჯანდარას ეწვივნენ და ამომრჩეველთან შეხვედრები გამართეს. ალიანსელები მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნობიან და ასევე, მათ ალიანსის საარჩევნო პროგრამებსაც გააცნობენ.
________________________________________________________________________
<< Previous 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 Next >>