"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერები ზუგდიდში ამომრჩეველს შეხვდენენ და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს. "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ შეხვედრის შემდეგ კომენტრი გააკეთა - "ეს არჩევნები ძალიან დიდი პოლიტიკური მუხტის მატარებელია იმიტომ, რომ ამ არჩევნებზე გამოიკვეთება, რა არის მომავალი."
19/05/2010
"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერები რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ
"ალიანსი საქართველოსთვის" ლდერები დავით საგანელიძე და მამუკა კაციტაძე წინასაარჩევნოდ შეხვედრებს რაიონებში მართავენ. 19-20 მაისს ისინი რაჭაში ონისა და ამბროლაურის რაიონებს ეწვევიან და შეხვედრებს გამართავენ ამომრჩევლებთან. ლიდერები მოსახლეობას ჯანდაცვის, დასაქმებისა და სოციალური დაცვის სფეროში "ალიანსის" საარჩევნო პროგრამებს გააცნობენ.
________________________________________________________________________
19/05/2010
ფიქრია ჩიხრაძემ პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია "ავლაბრული კონტრასტები" მოაწყო
"ალიანსი საქართველოსთვის" წევრმა და "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ პრეზიდენტის რეზიდენციის წინ აქცია მოაწყო. ფიქრია ჩიხრაძემ წარმოადგინა მცირე ექსპოზიცია ფოტოგამოფენის სახით, სადაც ასახული იყო ავლაბარში, სხვადასხვა ქუჩაზე თუ რა მდგომარეობაშია სახლები.
მისი განცხადებით, "ავლაბრის ერთი პატარა მონაკვეთის მაგალითზეც ძალიან კარგად ჩანს რა დამოკიდებულება აქვს ნაციონალურ მოძრაობას მოსახლეობისადმი."
________________________________________________________________________
<< Previous 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 Next >>