Untitled Document
Untitled Document

გიორგი არველაძისა და ეკა წამალაშვილის ცნობილი სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ლინგვისტური და ტექნიკური ანალიზის ანგარიშების ორიგინალები და ქართული თარგმანები

სიახლეები

21/05/2010
„ალიანსი საქართველოსთვის“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის ფიქრია ჩიხრაძის საარჩევნო შტაბის განცხადება

"ალიანსი საქართველოსთვის" გაკვირვებას გამოხატავს "სახალხო დემოკრატების" თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა ივანიშვილის დღევანდელი განცხადების გამო. ალიანსს თავისი პარტიის წევრების პლაკატებზე ალიანსის საარჩევნო სტიკერებისა და პლაკატების გადაკვრაში დასდო ბრალი. სახალხო დემოკრატების ლიდერმა, როგორც ჩანს, "გაღმა შეედავეს" პრინციპით იმოქმედა. გვინდა მას და საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ავლაბარში "ალიანსის" კანდიდატის პლაკატებზე სწორედ მისი, ნიკა ივანიშვილისა და მისი პარტიის კანდიდატის პლაკატებია გადაკრული.  აღსანიშნავია, რომ მათ მიერ დაზიანებულია მხოლოდ ალიანსის კანდიდატის პლაკატები. (ამის დასადასტურებლად ფოტო მასალაც ვავრცელებთ). ჩვენ კი ჩვენის მხრივ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ისნის რაიონში "ალიანსს" პლაკატების კამპანია კანონის სრული დაცვითა და კოლეგიალობის გათვალისწინებით აქვს ჩატარებული.

________________________________________________________________________
21/05/2010
დავით გამყრელიძე რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

 

"ალიანსი საქართველოსთვის" თანათავმჯდომარე და "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს გამყრელიძე "ახალი მემარჯვენეების" რეგიონული სამსახურის უფროსთან ერთად შეხვედრას მართავს ზესტაფონის რაიონის სოფელ შორაპანში, რის შემდეგაც  სოფელ ალავერდს ეწვევა. დღეს ასევე დაგეგმილია შეხვედრები ვანის რაიონის სოფლებში ციხესულორსა და ბზვანში. აგრეთვე, წყალტუბოს რაიონის სოფლებში - ქვილიშრსა და თერნალში.

________________________________________________________________________
21/05/2010
გიორგი მოსიძის ინიციატივა–მეტრო მუხიანში

 

20 მაისს მუხიანის მაჟორიტარულმა კანდიდატმა, გიორგი მოსიძემ მუხიანში მეტროს მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია გამართაგიორგი მოსიძის ინიციატივა გულისხმობს საქართველოს ისტორიაში პირველი "მსუბუქი" მიწისზედა მეტროს მშენებლობას, რომელიც დააკავშირებს სადგურებს "ახმეტელის თეატრი" და "ნოდარ დუმბაძე"თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ სრული მხარდაჭერა აღუთქვა პროექტს.

________________________________________________________________________

<< Previous 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 Next >>

Content Management Powered by UTF-8 CuteNews

TOP.GE

   ექსკლუზივი

  

 

 

 

 

 

nrp.ge 2009 © All rights reserved