Untitled Document
Untitled Document

გიორგი არველაძისა და ეკა წამალაშვილის ცნობილი სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ლინგვისტური და ტექნიკური ანალიზის ანგარიშების ორიგინალები და ქართული თარგმანები

სიახლეები

26/05/2010
„ალიანსმა საქართველოსთვის“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გამარჯვების პარკში აღნიშნა.

 

"ალიანსმა საქართველოსთვის" საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გამარჯვების პარკში აღნიშნა. ღონისძიება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, გენერალ გია ყარყარშვილისა და ვეტერანების ორგანიზებით გაიმართა. პარკში შეკრებილებმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს, რომ 26 მაისი ეროვნული დამოუკიდებლობის დღეა და სახალხო ზეიმად უნდა იქცეს.

________________________________________________________________________
26/05/2010
კახა კუკავამ დავით საგანელიძის სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა

 

"კონსერვატორების" ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კუკავამ "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატის დავით საგანელიძის  სასარგებლოდ  ვაკის ოლქში კანდიდატურა მოხსნა.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე კუკავამ განაცხადა, ბოლო დღეებში ვაკის ოლქში ჩატარდა გამოკითხვა, საიდანაც გაირკვა, რომ ვაკის მოსახლეობის დიდი ნაწილი დავით საგანელიძეს უჭერს მხარს.

________________________________________________________________________
22/05/2010
დავით გამყრელიძე რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

 

"ალიანსი საქართველოსთვის" თანათავმჯდომარე და "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს გამყრელიძე "ახალი მემარჯვენეების" რეგიონული სამსახურის უფროსთან ერთად ამომრჩეველთან შეხვედრებს იმერეთის რეგიონში განაგრძობს, საიდანაც სამეგრელოში, კერძოდ კი ქალაქ ფოთში გადაინაცვლებს.  დავით გამყრელიძემ წინასაარჩევნო ტურნე მაისის დასაწყისში  დაიწყო და 22 მაისს დაასრულებს. იგი   რეგიონებში "ალიანსი საქართველოსთვის" სოციალურ პროგრამას წარადგენს.

________________________________________________________________________

<< Previous 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 Next >>

Content Management Powered by UTF-8 CuteNews

TOP.GE

   ექსკლუზივი

  

 

 

 

 

 

nrp.ge 2009 © All rights reserved