Untitled Document
Untitled Document

გიორგი არველაძისა და ეკა წამალაშვილის ცნობილი სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ლინგვისტური და ტექნიკური ანალიზის ანგარიშების ორიგინალები და ქართული თარგმანები

სიახლეები

28/05/2010
"ალიანსის საარჩევნო პროგრამაში ყველაზე სრულყოფილად არის ჩამოყალიბებული ჯანდაცვის რეფორმა და პრობლემატიკა"


"ალიანსის" ლიდერები კინოს სახლში ფილმის - "ასზე მეტი შეკითხვის" ჩვენებას დაესწრნენ. ფილმი ასოციაციის "გვახსოვდეს ჰიპოკრატეს" მიერ არის გადაღებული. როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ, მარინა ბერაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ფილმის ჩვენებაზე მათ "ალიანსის" ლიდერების მოწვევა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ მედიკოსები ყველაზე მეტად სწორედ მათი პროგრამით დაინტერესდნენ.

________________________________________________________________________
28/05/2010
ფიქრია ჩიხრაძის საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ბრიფინგი

 

"ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ბრიფინგი ჩაატარა და წარმოადგინა პრობლემები, რომლებიც თავის საარჩევნო ოლქში - ავლაბარი,  მეტრომშენი იხილა. "ავლაბარი გადაიქცა კონტრასტების უბნად. პრეზიდენტის ფეშენებელური რეზიდენციის, დაკიდებული ბაღის, 80 მილიონიანი შემინული ხიდის, მაღალი კლასის სასტუმროების გვერდით მრავლად შეხვდებით დანგრევის პირას მისულ სახლებს, სადაც ისევე წვიმს, როგორც გარეთ; მოუწესრიგებელ საკანალიზაციო სისტემას და ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ ანტისანიტარიას; გაუმართავ სანიაღვრე არხებს; უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანებს."

________________________________________________________________________
26/05/2010
ირაკლი ალასანია კახა კუკავას გადაწყვეტილებას მიესალმება

 

ირაკლი ალასანია მიესალმება "ეროვნული საბჭოს" ერთ-ერთი ლიდერის, კახა კუკავას გადაწყვეტილებას, ვაკის საარჩევნო ოლქში დავით საგანელიძის სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. ოგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ოპოზიციის კანდიდატების თანამშრომლობის ძალიან სწორი ფორმა.
"ვულოცავ დათოს ამ გამარჯვებას. 30 მაისს კი, უკვე არჩევნებში გამარჯვებას მივულოცავ", - განაცხადა ალასანიამ.

________________________________________________________________________

<< Previous 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 Next >>

Content Management Powered by UTF-8 CuteNews

TOP.GE

   ექსკლუზივი

  

 

 

 

 

 

nrp.ge 2009 © All rights reserved