გიორგი არველაძისა და ეკა წამალაშვილის ცნობილი სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ლინგვისტური და ტექნიკური ანალიზის ანგარიშების ორიგინალები და ქართული თარგმანები
სიახლეები
09/09/2010 "ახალი მემარჯვენეები" სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ
როგორც შეხვედრის შემდეგ "მემარჯვენეების" ლიდერმა, დავით გამყრელიძემ განაცხადა, განხილვა იყო ძალიან დეტალური და საგნობრივი, შეეხო ბევრ საკითხს. "მემარჯვენეები" იმედოვნებენ, რომ გარკვეული მათგანი გაზიარებული იქნება. "ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ორგანული კანონის ცნება და მისი აუცილებელი დატოვება ქვეყნის მთავარ კანონში. ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ საგადასახადო და შრომის კოდექსი თავისი სტატუსით ამაღლდეს და გახდეს ორგანული კანონი."
________________________________________________________________________
08/09/2010 ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე ეუთოს გენერალურ მდივანს მარკ პერინ ბრიშამბოს შეხვდა
დღეს 8 აგვისტოს ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე ეუთოს გენერალურ მდივანს მარკ პერინ ბრიშამბოს შეხვდა. შეხვედრას რამდენიმე სხვა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ლიდერიც ესწრებოდა. როგორც დავით გამყრელიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საუბარი შეეხო ეუთოს მისიის აღდგენას საქართველოში. მისი მხრიდან გამოითქვა რწმენა, რომ მისია, რომელიც გარდა უსაფრთხოების საკითხებში აქტიური მონაწილეობისა სერიოზულ საქმიანობას ეწეოდა საქართველოში დემოკრატიის განვითარების პროცესებში, აუცილებლად აღდგება.
________________________________________________________________________
08/09/2010 „ახალი მემარჯვენეები“ საყოველთაო - სახალხო განხილვის სახელმწიფო კომისიას შეხვდებიან
ხვალ 12 საათზე „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტის საყოველთაო - სახალხო განხილვის სახელმწიფო კომისიას შეხვდებიან. შეხვედრა სახელმწიფო კომისიის შენობაში გაიმართება.
________________________________________________________________________ << Previous 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 Next >> |

|
ექსკლუზივი
22/06/2010
დავით გამყრელიძე „პრაიმ–ტაიმის“ პრესკლუბში
„ალიანსი საქართველოსთვის“ დაშლის მიზეზი იყო ქართული საზოგადოებაც, რომელიც არ აღმოჩნდა მზად დიდი გაერთიანებისთვის.“მას შემდეგ, რაც ჩვენ გავერთიანდით, ჟურნალისტები და საზოგადოების ზოგი წევრი ამბობდნენ, რომ „ახალმა მემარჯვენეებმა“ და „რესპუბლიკელებმა“ – ურეიტინგო პარტიებმა ირაკლი ალასანიას მხარს ამოფარება და ამით რეიტინგის შენარჩუნება გადაწყვიტეს, რაც არის აბსოლუტური აბსურდი. „ახალ მემარჯვენეებს“ არანაირი პრობლემა არ გვაქვს და ამას საზოგადოებას მალე დავუმტკიცებთ. ჩვენ სექტემბერში გვექნება დიდი ყრილობა, სადაც ჩვენს მომავალ გეგმებზე ვისაუბრებთ, მაგრამ აქვე შემიძლია გითხრათ, რომ „ახალი მემარჯვენეები“ მომავალ არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებენ მონაწილეობის მიღებას. მე მქონდა სურვილი იმ ოთხი პარტიის ბაზაზე, რომლებიც „ალიანსში“ შედიოდნენ, ერთი დიდი, ევროპული დონის, მკაცრად სტრუქტუირებული, შიდა დემოკრატიის მქონე პარტია ჩამოყალიბებულიყო. თუმცა ამისთვის არც საზოგადოების დაკვეთა არსებობდა და არც „ალიანსში“ შემავალი ლიდერების სურვილი.“
|
|