"ალიანსის საქართველოსთვის" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით საგანელიძე მიმდინარე არჩევნებზე აღმოჩენილ დარღვევებზე საუბრობს. როგორც "პირველს" საგანელიძემ განუცხადა, ვაკის მე-17 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე "ნაციონალური მოძრაობის" აგიტატორები უბანზე შემსვლელ ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტენის ნიმუშს აწვდიან, რომელზეც ხუთიანია შემოხაზული.
29/05/2010
"ალიანსი საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატმა დღეს კიკვიძის ბაღში მოსახლეობასთან ბოლო წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა.
ირაკლი ალასანიამ არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა . "ალიანსი საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატმა დღეს,კიკვიძის ბაღში, მოსახლეობასთან ბოლო წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ალასანიას განცხადებით, სულ რამდენიმე საათი დარჩა ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც ქართულ საზოგადოებას ბოლო პერიოდში მიუღია.
________________________________________________________________________
29/05/2010
დავით საგანელიძემ და კახა კუკავამ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს
ვაკის საარჩევნო ოლქს კახა კუკავა არჩევნებიდან ამ დრომდე არ მოუხსნია , - ამის შესახებ "კონსერვატორების" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ და "ახალი მემარჯვენეების" წევრმა დავით საგანელიძემ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც ბრფინგზე ითქვა, "ეროვნული საბჭოს" თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა კუკავამ საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, 02.02 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიას კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმების განცხადებით მიმართა.
________________________________________________________________________
<< Previous 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 Next >>