Untitled Document
Untitled Document

გიორგი არველაძისა და ეკა წამალაშვილის ცნობილი სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ლინგვისტური და ტექნიკური ანალიზის ანგარიშების ორიგინალები და ქართული თარგმანები

სიახლეები

30/05/2010
"ალიანსი" აპირებს ყველა ხმის დაცვას, რომელიც დღევანდელ არჩევნებზე მიიღო.

 

ეგზიტპოლი არის ხილი, რომელიც საქართველოში არ იჭმევა, - ამის შესახებ მამუკა კაციტაძემ "ალიანსი საქართველოსთვის" საარჩევნო შტაბში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მან უბნებზე, სადაც ის არჩევნებს აკვირდებოდა, კარგად ნახა, თუ როგორ ატარებდნენ ეგზიტპოლებს ინტერვიუერები. "მე ვენდობი იმ ევროპულ კომპანიას, რომელსაც დაუკვეთეს ეგზიტპოლები, მაგრამ არ ვენდობი იმ ინტერვიუერებს, ვინც ატარებდა უშუალოდ საველე სამუშაოებს."

________________________________________________________________________
30/05/2010
“ალიანსი საქართველოსთვის” მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ პირველი განცხადება გააკეთა

 

"ალიანსი საქართველოსთვის" მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ პირველი განცხადება გააკეთა და კომისიის წევრებს ხმების დაცვისკენ მოუწოდა. "მოვუწოდებ "ალიანსის" წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებში, ახლა თითოულ ხმას, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა მოგვცა, დაცვა სჭირდება. სანამ დაიწყება ხმების დათვლა, უნდა ვიყოთ მობილიზებულები. "

________________________________________________________________________
30/05/2010
დავით გამყრელიძე – არჩევნების დღეს ძალაუფლება ხალხის ხელში გადადის

 

"ალიანსის საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, "მემარჯვენე" დავით გამყრელიძე არჩევნების მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობით კმაყოფილია. ამის შესახებ მან დღეს საარჩევნო უბანზე ხმის მიცემისას განაცხადა, სადაც შვილთან, ერეკლე გამყრელიძესთან ერთად მივიდა. "30 მაისი უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ამ დღეს ძალაუფლება ხალხის ხელში გადადის."

________________________________________________________________________

<< Previous 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 Next >>

Content Management Powered by UTF-8 CuteNews

TOP.GE

   ექსკლუზივი

  

 

 

 

 

 

nrp.ge 2009 © All rights reserved