გიორგი არველაძისა და ეკა წამალაშვილის ცნობილი სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ლინგვისტური და ტექნიკური ანალიზის ანგარიშების ორიგინალები და ქართული თარგმანები
სიახლეები
01/06/2010 ირაკლი ალასანია: "სოზარ სუბარმა თავისი გზა აირჩია"
"ალიანსის საქართველოსთის" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცახდებით, "სოზარ სუბარმა თავისი გზა აირჩია." "არიან ადამიანები, რომლებიც რწმენას პირველივე დაბრკოლების შეხვედრისას კარგავენ. ამავდროულად არიან ადამიანები, რომლებსაც წინაღობები კიდევ უფრო აძლიერებთ. მე ძალიან ბევრი წინაღობა შემხვედრია, მაგრამ ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ყველა გადამილახავს და ყველა ვითარებაში მათთან ერთად გამიმარჯვია."
________________________________________________________________________
31/05/2010 ირაკლი ალასანია: პატივს ვცემ ყველა მოქალაქის თავისუფალ არჩევანს
"ალიანსის საქართველოსთვის" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, "ყველამ, ვინც ამ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, საქართველოში ახალი პოლიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებას ჩაუყარა საფუძველი." ამის შესახებ ალასანიამ დღეს მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
________________________________________________________________________
30/05/2010 დავით საგანელიძე დარწმუნებულია, რომ მან და ალასანიამ ვაკეში მოიგეს
დავით საგანელიძის ინფორმაციით, ვაკის რაიონი მან, როგორც მაჟორიტარმა და ირაკლი ალასანიამ, როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა ნამდვილად მოიგეს . ამის შესახებ დავით საგანელიძემ ცოტა ხნის წინ "ალიანსის" საარჩევნო შტაბში ჟურნალისტებს განუცხადა. საგანელიძის თქმით, მას არ შეუძლია ილაპარაკოს სხვა უბნებზე, თუმცა, იგი მთელი დღის განმავლობაში მოძრაობდა ვაკეში და ზუსტად იცის, რომ ალასანიამ მოიგო მერის, ხოლო მან - მაჟორიტარული.
________________________________________________________________________ << Previous 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 Next >> |