ირაკლი ალასანიამ და დავით საგანელიძემ ბრიფინგი ჩაატარეს და განაცხადეს, რომ ვაკის ოლქში მაჟორიტარული წესით არჩევნებში გამარჯვებული დავით საგანელიძეა. დედაქალაქის საკრებულოს არჩევნები ვაკის ოლქში, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად საარჩევნო ბლოკიდან ”ალიანსი საქართველოსთვის” კენჭს იყრიდა დავით საგანელიძე გაყალბდა და მისი შედეგები რამდენიმე უბანზე ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
02/06/2010
ირაკლი ალასანია: "30 მაისს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ხმების უმრავლესობა უსამართლო გზითაა მიღებული"
"ალიანსის საქართველოსთვის" ლიდერის ირაკლი ალასანიას მტკიცებით, 30 მაისს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ხმების უმრავლესობა "უსამართლო გზით არის მიღებული". ამის შესახებ ალასანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც არჩევნების შუალედური შეფასება გააკეთა. "არჩევნების შემდეგ ორი დღე გავიდა და ამ პერიოდში ჩვენს მიერ მიღებული საჩივრები ცხადყოფს, რომ არჩევნები მასშტაბური დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც სამომავლოდ ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად უნდა აღმოვფხვრათ. უმთავრესი უკანონობა, რომელიც ხელისუფლებამ მასობრივად გამოიყენა, ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე აშკარა და უხეში ზემოქმედება იყო."
________________________________________________________________________
01/06/2010
დავით საგანელიძე გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს
ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის "ალიანსის საქართველოსთვის" კანდიდატი დავით საგანელიძე გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს. როგორც "პირველს" საგანელიძემ განუცხადა, მან "ვაკე მოიგო, თუმცა წააგო წყნეთსა და დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში, სადაც არაერთი დარღვევა დაფიქსირდა." საგანელიძის განცხადებით, აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრები უკვე დაწერილია და არსებულ შედეგს იგი აუცილებლად გააპროტესტებს.
________________________________________________________________________
<< Previous 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 Next >>