Untitled Document
Untitled Document

გიორგი არველაძისა და ეკა წამალაშვილის ცნობილი სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ლინგვისტური და ტექნიკური ანალიზის ანგარიშების ორიგინალები და ქართული თარგმანები

სიახლეები

26/08/2010
"ახალი მემარჯვენეების" ახალგაზრდული ორგანიზაციის 70 წევრი ურეკში სემინარზე იმყოფება

 

„ახალი მემარჯვენეების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებისა და ნორვეგიელი „მემარჯვენეების“ მონაწილეობით ურეკში იმართება სემინარი „დებატების ბანაკი“. „ახალი მემარჯვენეებიდან“ სემინარს 70 ახალგაზრდა მონაწილე ესწრება.

სემინარი რამდენიმე ნაწილისგან შედგება და მოიცავს თემებს: დემოკრატია, დებატების წარმართვის ტექნიკა, ახალგაზრდული თემები პოლიტიკაში და ასე შემდეგ.

________________________________________________________________________
25/08/2010
„ახალი მემარჯვენეები“ დედაქალაქის ტყეების უკანონოდ გაჩეხვისთვის პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ

"ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი თბილისის საკრებულოში, დეპუტატი დავით საგანელიძე დედაქალაქის ტყეების უკანონოდ გაჩეხვის პროცესში დამნაშავეების პასუხისმგებლობას ითხოვს. ამის შესახებ საგანელიძემ ჟურნალისტებს საკრებულოში გამართული კომისიების სხდომის შემდეგ განუცხადა, რომელზეც ტყის ფონდიდან ამორიცხული ტყეებისთვის სტატუსის შეცვლის საკითხზე იმსჯელეს.

________________________________________________________________________
16/08/2010
"ახალი მემარჯვენეების" განცხადება

 

„ახალი მემარჯვენეები“ აცხადებენ, რომ თბილისიდან და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვრის ფოცხოეწერის დასახლებაში ჩასახლებულ დევნილებს არანაირი საცხოვრებელი პირობები არ აქვთ. როგორც „ახალი მემარჯვენეების“ წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, წალენჯიხის საკრებულოს წევრმა დავით ბელქანიამ  განცხადა,  ფოცხოეწერში იმ კორპუსებს, სადაც დევნილები ჩაასახლეს, დაპირების მიუხედავად არ მიეწოდება ელექტროენერგია, გაუმართავია წყალგაყვანილობის სისტემა, სარემონტო სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული, არ არის შექმნილი ცხოვრების ელემენტარული პირობები.

________________________________________________________________________

<< Previous 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 Next >>

Content Management Powered by UTF-8 CuteNews

TOP.GE

   ექსკლუზივი

21/07/2010
ინტერვიუ მამუკა კაციტაძესთან

ინტერვიუ მამუკა კაციტაძესთან.  გაზეთი „რეზონანსი“, 20 ივლისი, 2010

10 ოპოზიციური (როგორც არასაპარლამენტო, ასევე საპარლამენტო) პარტია სპეციალური განცხადებით კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას მოითხოვს. "ქვეყნის კონსტიტუცია აუცილებლად საჭიროებს სერიოზულ ცვლილებებს. კონსტიტუცია უნდა იყოს საზოგადოებრივი, პოლიტიკური და სამოქალაქო თანხმობის დოკუმენტი, რომელიც უნდა გამოხატავდეს არა მხოლოდ ერთი პარტიის, არამედ ყველა პოლიტპარტიისა და მთელი საზოგადოების ნებას", - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბრისას "მემარჯვენე" მამუკა კაციტაძე. საბოლოოდ აღნიშნულ განცხადებას ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობამდე მივყავართ, რადგან, როგორც კაციტაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ახალი კონსტიტუციის მიღება დღეს არსებულ ერთპარტიულ პარლამენტს არ შეუძლია. განცხადების ტექსტს "მთელი კვირა" აქვე გთავაზობთ.

მამუკა კაციტაძე: "ეს განცხადება გამოხატავს ერთიან პოზიციას პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. მას ხელს აწერს 10 პოლიტიკური ორგანიზაცია, როგორც არასაპარლამენტო, ასევე საპარლამენტო ოპოზიცია.

"მთელი კვირა": რა არის განცხადების მიზანი?

მამუკა კაციტაძე: მიზანი არის გამოხმაურება იმ პოლიტიკური პროცესის მიმართ, რომელსაც ჰქვია საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების დაგეგმვა ხელისუფლების მიერ, რომელიც ჯერ კიდევ წელიწადზე მეტია, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნით დაიწყო და, რომელიც გეგმის მიხედვით მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს. ანუ ეს არის ამ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესის მიმართ გამოხმაურება და ერთიანი პოზიციის დაფიქსირება აღნიშნულ პროცესთან მიმართებაში 10 პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან.

http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=3003

 

  

 

 

 

 

 

nrp.ge 2009 © All rights reserved