Untitled Document
Untitled Document

გიორგი არველაძისა და ეკა წამალაშვილის ცნობილი სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ლინგვისტური და ტექნიკური ანალიზის ანგარიშების ორიგინალები და ქართული თარგმანები

სიახლეები

08/07/2010
„ახალი მემარჯვენეები“ საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

 

დღეს, 8 ივლისს "ახალი მემარჯვენეები" საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ მიერ წარმოდგენილი  საქართველოს კონსტიტუციის კონცეფცია განიხილეს. შეხვედრას საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრები ვახტანგ ხმალაძე, ვახტანგ ძაბირაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, ნინო ციხისთავი, ლია მუხაშავრია, და გოგი ხუციშვილი ესწრებოდნენ. საზოგადოებრივი კომისიის წევრებმა თავიანთი კონცეფციის ძირითადი დებულებები წარმოადგინეს.

________________________________________________________________________
07/07/2010
პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ განცხადება

 

საქართველოში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს  ქვეყნის კონსტიტუციის ახალი ვარიანტის შემუშავება, რომელშიც ჩართულია როგორც კონსტიტუციურ რეფორმაზე მომუშავე სახელმწიფო  კომისია, ისე საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიაც. პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები" აპირებს აქტიურად ჩაერთოს საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავების პროცესში და ამ მიზნით აწყობს შეხვედრებს საზოგადოებრივ საკონსტიტუციო და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიებთან.

________________________________________________________________________
06/07/2010
"ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ ჰილარი კლინტონთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა

 

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. - "სახელმწიფო მდივნის ვიზიტი და ამ შეხვედრის ფაქტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის."

________________________________________________________________________

<< Previous 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 Next >>

Content Management Powered by UTF-8 CuteNews

TOP.GE

   ექსკლუზივი

  

 

 

 

 

 

nrp.ge 2009 © All rights reserved