Untitled Document
Untitled Document

გიორგი არველაძისა და ეკა წამალაშვილის ცნობილი სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ლინგვისტური და ტექნიკური ანალიზის ანგარიშების ორიგინალები და ქართული თარგმანები

სიახლეები

13/07/2010
"ახალი მემარჯვენეები" სტუდენტური საკონსტიტუციო კომისიის წევრებს შეხვდნენ

დღეს 13 ივლისს „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერები და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები სტუდენტური საკოსტიტუციო კომისიის წევრებს შეხვდნენ. სტუდენტური საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა ახლებს გააცნეს საქართველოს კონსტიტუციის ის ვარიანტი, რომელიც მათ მიერ იქნა შემუშავებული. მათ პარტიის ლიდერების კითხვებსაც უპასუხეს.

________________________________________________________________________
12/07/2010
პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ განცხადება

 

საქართველოს ხელისუფლებამ კვლავ დაიწყო ლაპარაკი მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის შესაძლებლობაზე და საკანონმდებლო დონზე შესაბამისი ცვლილებების განხორციელებასაც შეუდგა. 5 წლის წინ ამ თემაზე საქართველოს პოლიტიკურ წრეებში მწვავე დებატები მიმდინარეობდა. მას შემდეგ, რაც აშშ-ს ადმინისტრაციამ ღიად და მკაფიოდ გამოხატა დამოკიდებულება მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით და პირდაპირ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლება, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა დააზარალებდა საქართველოს გეოსტრატეგიულ ინტერესს,  ამ  თემაზე დებატები შეწყდა.

________________________________________________________________________
09/07/2010
"ახალი მემარჯვენეები" საქართველოს კონსტიტუციის რეფორმაზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის წევრებს შეხვდნენ

დღეს, 9 ივლისს "ახალი მემარჯვენეები" საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარეს ავთანდილ დემეტრაშვილს და კომისიის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კომისიის მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე იმსჯელეს.

________________________________________________________________________

<< Previous 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 Next >>

Content Management Powered by UTF-8 CuteNews

TOP.GE

   ექსკლუზივი

  

 

 

 

 

 

nrp.ge 2009 © All rights reserved