11-13 აგვისტოს “ახალი მემარჯვენეები“ IRI- ს ხელშეწყობით ამბროლაურში ატარებენ გასვლით სემინარს, რომლის ძირითადი თემა იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები და ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემები საქარველოში.
სემინარს, გარდა პარტიის ლიდერების და სათავო ოფისის წარმომადგენლებისა, „ახალი მემარჯვენეების“ სიით გასული საკრებულოს წევრებიც დაესწრებიან მთელი საქართველოდან. სემინარზე მიღებულ ინფორმაციას ისინი შემდეგ თავიანთ რაიონებში გააცნობენ მოსახლეობას.
რაჭაში, ასევე იგეგმება შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან.
10/08/2010
"ახალი მემარჯვენეები" მეცნიერების რეორგანიზაციის ახალ ეტაპს გაუაზრებელს უწოდებენ და უპირისპირდებიან
დღეს 10 აგვისტოს „ახალი მემარჯვენეების“ ერთ–ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ და აკადემიკოსმა, წლების განმავლობაში ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორმა, „ახალი მემარჯვენეების“ მთავარი კომიტეტის წევრმა ბატონმა ივანე კიღურაძემ მეცნიერების რეორგანიზაციის ახალ ეტაპთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს.
________________________________________________________________________
03/08/2010
პოლიტიკური გაერთიანება “ახალი მემარჯვენეების“ განცხადება
„ახალი მემარჯვენეები“ ვუერთდებით იმ პროტესტს, რომელიც „კავკასიური სახლისთვის“ შენობის წართმევის გამო გამოხატა ქართული საზოგადოების ნაწილმა. ცოტა ხნის წინ ხელისუფლება, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე „პირველი კავკასიური არხი“ ჩამოაყალიბა და მისი დაფინანსებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრები გამოყო, თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმით მას სურდა თბილისი ექცია კავკასიური სამშვიდობო პოლიტიკის ცენტრად, აპირებდა ეწარმოებინა კულტურათა დიალოგი კავკასიურ ერებს შორის, დაეახლოვებინა ისინი და ამით ხელი შეეწყო კავკასიაში უსაფრთხოების განმტკიცებისთვის.
________________________________________________________________________
<< Previous 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 Next >>