პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები" ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს პრეზიდენტების 30 იანვრის შეხვედრასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო მსოფლიოში შექმნილი რთული და არაორდინალური პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. ჩვენ ამ შეხვედრას ვაფასებთ, როგორც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელების დასტურს და შესაძლებლობას, რომ ეს ურთიერთობები საქართველოს დემოკრატიული განვითარების და უსაფრთხოების თვალსაზრისით უფრო მაღალ ხარისხში იქნას აყვანილი.
ამის შესახებ "ახალი მემარჯვენეების" ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა ლევან კალანდაძემ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
"გასული წლის მარტში რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით "ახალი მემარჯვენეები" ვაცხადებდით, რომ საქართველომ ამ საკითხზე თანხმობა საკუთარი ეკონომიკური მიზნებისთვის უნდა გამოიყენოს.
კომერციული ბანკებისთვის პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენისა და სპეციალური მონიტორინგის დაწესების ვალდებულება მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურად უნდა შეფასდეს, რადგან ამას აშკარად პოლიტიკური კონტროლის ელფერი აქვს.გარდა ამისა ეს აუცილებლად გამოიწვევს კომერციული ბანკების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას და უარყოფითად აისახება მათ მიმართ ნდობის ხარისხზე.
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია მუშაობის ახალ, მეორე ეტაპზე გადადის.
ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ დღეს კომისიის ახალ სათავო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან კომისიის მუშაობის დაწყების დღიდან დღემდე განვლილი პერიოდი შეაჯამა და აღნიშნა, რომ "განვლილ 2,5 თვეში კომისიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი მოაგვარა".
როგორც საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან,იმატა ფაქტებმა,როცა კონკრეტულ ოჯახების წყლის გადასახადზე "მკვდარი სულები" მიწერა.
დისკუსია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანულ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე თელავში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა"
და "სამართლიანი არჩევნების" ორგანიზებით ჩატარდა.