პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების" ღირებულებები



www.nrp.ge






  • პიროვნების თავისუფლება
ადამიანი ღვთის ნებით თავისუფალ არსებად არის შექმნილი, შესაბამისად მას აქვს უფლება თავისუფლად მოაწყოს საკუთარი ცხოვრება, მისი ღირსება იყოს ხელშეუხებელი და იცხოვროს პირადი მრწამსის მიხედვით.

  • შეზღუდული მთავრობა
ხელისუფლება არის ხალხის მიერ შექმნილი და ხალხისაგან მინიჭებული უფლებებით აღჭურვილი. მისი მთავარი მოვალეობაა - უზრუნველყოს პიროვნების სიცოცხლე, თავისუფლება და უსაფრთხოება. უკეთესია ის ხელისუფლება, რომელიც ნაკლებად ერევა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

  • კანონის უზენაესობა
თავისუფლება და კეთილდღეობა შესაძლებელია მხოლოდ იმ სახელმწიფოში, სადაც კანონის წინაშე ყველა თანაბარია და კანონი ეფუძნება ადამიანის ღვთისაგან ბოძებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს.

  • საკუთრების უფლება
კერძო საკუთრება პიროვნების თავისუფლების მატერიალური საფუძველი და მისი განხორციელების პირობაა. კერძო საკუთრება ხელშეუვალია.

  • თავისუფალი მეწარმეობა
ძლიერი ეკონომიკა და დოვლათი მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობისა და თავისუფალი ვაჭრობის პირობებში მიიღწევა.

  • თანაბარი შესაძლებლობები
ყოველ ადამიანს აქვს უფლება – იცხოვროს კონკურენტულ გარემოში და გააჩნდეს წარმატების მოპოვების თანაბარი შესაძლებლობები. რა შედეგს მიაღწევს ადამიანი ამ შესაძლებლობების გამოყენებით, ეს მის უნარზე, ნიჭსა და ცოდნაზეა დამოკიდებული.

  • სოციალური სამართლიანობა
ყოველ პიროვნებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, საკუთარი შრომით მიიღოს შემოსავალი, გახდეს გადახდისუნარიანი და თავად უზრუნველყოს სხვადსხვა სოციალური სიკეთე (სამედიცინო დახმარება, შესაფერისი განათლება, ნორმალური დასვენება, ხანდაზმულობა და სხვ). თვითდახმარება გაცილებით ღირსეული და გარანტირებული გზაა, ვიდრე სხვის (გადასახადის გადამხდელის) ხარჯზე ცხოვრება. ამავდროულად, ასეთი საზოგადოება სოლიდარულია იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც არ შესწევთ უნარი დამოუკიდებლად უზრუნველყონ საკუთარი მინიმალური სოციალური კეთილდღეობა.

  • ტრადიციული ღირებულებები და ქართული ოჯახი
ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიცვას და განავითაროს საკუთარი ენა, ეზიაროს ეროვნულ მემკვიდრეობას, შეინარჩუნოს კულტურული თვითმყოფადობა, იცხოვროს ძლიერი და მტკიცე ოჯახის პირობებში. დროში გამოცდილი ტრადიციული ღირებულებები სტაბილური საზოგადოების საფუძველია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
გამოსახულება
აქტუალური თემა
ახალი ხელისუფლების 7 თვე – საით მიდის საქართველო?
ახალი ხელისუფლების 7 თვე – საით მიდის საქართველო?

საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 8 თვე გავიდა. "ახალი მემარჯვენეების" სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის პრეცედენტი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს უახლეს ქართულ ისტორიაში, მაგრამ ახალი ხელისუფლების მუშაობის დაწყებიდან მე–7 თვე გადის და დღეს უკვე სასიცოცხლო აუცილებლობას იძენს დავსვათ შეკითხვები – საით მიდის საქართველო და გახდა თუ არა საფუძველი 1 ოქტომბრის პრეცედენტი ფუნდამენტური პოზიტიური ცვლილებების დასაწყებად.
[ სრულად ]
ილია ჭავჭავაძე
ჭეშმარიტ ღირსებას ყვირილი არ უნდა.
ფეისბუქის ფან ბოქსი
სიახლეების გამოწერა
« მაისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31