მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების გამომზეურება, მათი თანადგომა.
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების  გამომზეურება, მათი თანადგომა.
- საარჩევნო წელი დაიწყო, მოდის თვითმმართველობის არჩევნები-როგორია გარემო, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობი საარჩევნო კოდექსში, არის თუ არა შანსი პოლიტიკური სპექტრი სხვა ძალებით შეივსოს?
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს არჩევნებში გამარჯვებამდე "ქართული ოცნება" მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გულმხურვალე მომხრე იყო, დღეს უკვე ხელისუფლებაში მყოფი პარტია სულაც აღარ ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს . შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ამზადებს, მათ შორის, საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებებიც იგულისხმება, მაგრამ მე ნაკლებად მაქვს იმედი, რომ ამ ცვლილებებს ხელისუფლება განახორციელებს. ბუნებრივია, მას, ისევე როგორც წინა ხელისუფლებას, არ აწყობს იმ სისტემის გაუქმება, რომელიც საშუალებას აძლევს ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე ნაკლები მიიღოს, მაგრამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ასე, რომ, ალბათ საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეიცვლება და არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ხელისუფლება ამ ბერკეტს, რომელიც მას პარლამენტში დამატებით მანდატების მოპოვების საშუალებას აძლევს, არ დათმობს.
შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხდევით არ ველოდები. ოცნება ადგილობრივ თვითმმართველობებშიც მოიპოვებს მანდატების უმრავლესობას. დღევანდელი მოცემულობა ასეთია.
მართალია, კვლევები აჩვენებს, რომ 25 პროცენტამდე ამომრჩეველს არჩევანი არ გაუკეთებია, ანუ, არ მოსწონს არც ერთი პოლიტიკური ძალა და ეს შანსია ოპოზიციისთვის, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც ნაციონალურ მოძრაობაში ხდება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ცალ-ცალკე პარტიები ვერ შესძლებენ ამ ნიშის შევსებას, თუ არ მოხდა მათი კონსოლიდირება. ამიტომ, "ახალი მემარჯვენეები" აქედანვე ვაცხადებთ, რომ საჭიროა პოლიტიკური ძალების შესაძლებლობების გაერთიანება, ახალი ენერგიის , ახალი ლიდერების მოზიდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ერთპარტიული სისტემა დიდი ხნით გაბატონდება.
- რას აპირებს "ახალი მემარჯვენეები", ემზადება თუ არა არჩევნებისთვის და თუ გაქვთ უკვე განსაზღვრულო მოქმედების გეგმა, ანუ დამოუკიდებლად მიიღებთ მონაწილეობას თუ ბლოკში?
უკვე აღვნიშნე, რომ დამოუკიდებლად ჩვენი და ასევე, სხვა პოლიტიკური ძალების მონაწილეობის შემთხვევაში, შედეგები იქნება სავალალო. გარდუვალია ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა. ამიტომ ჩვენთვის არჩევნებისთვის მზადება ამ ეტაპზე სავარაუდო პარტნიორების მოძებნას გულისხმობს. ჩვენ არაფერს ვმალავთ და ღიად ვაცხადებთ, რომ თუ გვინდა ქვეყანა დემოკრატიული გზით განვითარდეს, რაც უპირველეს ყოვლისა, მრავალპარტიულობას გულისხმობს, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა დავივიწყოთ ამბიციები და უნდა გავერთიანდეთ. გაკვეთილი 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში უკვე მივიღეთ და არ მგონია გონიერი ადამიანები საკუთარ შეცდომებზე მაინც არ სწავლობდნენ და სწორ დასკვნებს არ აკეთებდნენ. ცხადია, პრობლემაა ლიდერი, პრობლემაა ახალი სახეები ოპოზიციაში, მაგრამ საზოგადოებამაც, ბიზნესმაც უნდა გააცნობიერონ, რომ თუ არ მოვლენ პოლიტიკაში, თუ არ დააფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს, ამით ისევ ქვეყანა იზარალებს.
- ახლა როცა ნაციონალური მოძრაობა ამდენ ახალ პარტიად დაიყო, ხომ არ შეუშლის ეს ხელს სხვა ოპოზიციურ პარტიებს?
ჯერ ძნელია რაიმე პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ექსპერტების ნაწილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ვერც სააკაშვილის და ვერც ე.წ. უგულავას ფრთა ჯამში ვერ შეძლებენ იგივე შედეგი გაიმეორონ, რაც 2016 წლის 8 ოქტომბერს ჰქონდა ნაცმოძრაობას. ვერ გეტყვით ეს ასე იქნება თუ არა, მაგრამ ერთი ცხადია, რომ ეს ორივე ფრთა ხელისუფლებაზე შეტევას და მის კრიტიკას, მის მხილებას გაორმაგებული ძალით მოახდენს. დანარჩენი ოპოზიცია თუ გულხელდაკრეფილი იჯდა, ცხადია კონკურენციას ვერ გაუძლებს. ამიტომ საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების გამომზეურება, მათი თანადგომა. კონკურენცია მხოლოდ გაგვაძლიერებს, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ სწორად ვიმოქმედებთ. მითუმეტეს ჩვენს მოქალაქეებს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ბევრი აქვთ. სამწუხაროდ, ბევრია პრობლემები დემოკრატიის განვითარების სფეროში: სასამართლოში, მედიაში, ხელისუფლების შტოების ბალანსის თვალსაზრისით და ა.შ. ასე რომ ბევრი რამ თვითონ პარლამენტს მიღმა დარჩენილ პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული.
– საკმაოდ რთული პერიოდია, ლარის კურსის ცვალებადობა, ფასების ზრდა, გაზრდილი უმუშევრობა და შემცირებული კადრები, გართულდა ცხოვრება და ამ ფონზე ცნობილი ხდება, რომ 2017 წლის 20 მაისს, "აეროსმიტ"-ის კონცერტის გამართვა "ბლექ სი არენაზე" საქართველოს ბიუჯეტს 5 ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდება! როგორ ფიქრობთ, ახლა ბიუჯეტს აქვს ამის ფუფუნება?
რამდენადაც მახსოვს აუდიტის სამსახური საუბრობდა ამ სფეროში არსებულ დარღვევებზე. ვგულისხმობ, კულტურის სამინისტროს საქმიანობას ასეთი კონცერტების ჩატარებისას, როცა თანხები ირიცხება იმ კომპანიების ანგარიშზე, რომელთა უკან სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები დგანან. კონცერტები უნდა გაიმართოს. ადამიანებს მხოლოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არ ჰყოფნით, მათ სულიერი მოთხოვნილებებიც აქვთ. მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირალე და არ უნდა უკავშირდებოდეს კოლოსალურ თანხებს. მითუმეტეს, ამდენი სოციალური პრობლემის მქონე ქვეყანაში.
ავტორი ქეთი მიქაძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას აქვს, კონსტიტუციონალიზმის დეფიციტია.
პირველ რიგში ეს დეფიციტი ვლინდება ყოველი ახალი ხელისუფლების სურვილით ძირფესვიანად შეცვალოს და საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ამის უკანასკნელი მაგალითი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით ახალ რეალობას და საკუთარ ინტერესებს მოარგო კონსტიტუცია.
2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლება აღარ ეცდებოდა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც მოემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა და დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი.
ამ ეტაპსაც, ისევე როგორც სხვა ეტაპებს, თან სდევს ხელისუფლებების პოლიტიკური ცოდნის და პოლიტიკური კულტურის დეფიციტი. ხელისუფლებამ ან არ იცის, ან იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციის მიღების ძირითად პრინციპს - მის გარშემო პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუნსის აუცილებლობას. ამ ეტაპზეც, ისევე როგორც უახლოეს წარსულში, კონსტიტუციური ცვლილებები ხდება მხოლოდ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა ყველა, ხაზს ვუსვამ, ყველა პოლიტიკური ძალა ამ ცვლილებების წინააღმდეგია.
ახლა მოკლედ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც იწვევენ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას.
[ სრულად ]
ჯორჯ ვაშინგტონი
ცოტა ვინმეს თუ ეყოფა ვაჟკაცობა წინ აღუდგეს მას, ვინც ყველაზე მეტს იხდის
ფეისბუქის ფან ბოქსი
« სექტემბერი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30