მამუკა კაციტაძე: „ჩვენ ვიქცევით სერიოზულ გავლენად ქართულ პოლიტიკაში“
მამუკა კაციტაძე: „ჩვენ ვიქცევით სერიოზულ გავლენად ქართულ პოლიტიკაში“
18 აგვისტოს შეიქმნა ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაა "პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის". პლატფორმაში გაერთიანდნენ "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის", "ახალი მემარჯვენეები", "გირჩი" და "ახალი საქართველო".
როგორც გაერთიანების შესახებ "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ, და პოლიტიკური პლატფორმის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, "ჩვენი მიზანი ნამდვილად არ არის თავის გადარჩენა, ჩვენ ვიქცევით სერიოზულ გავლენად ქართულ პოლიტიკაში".
მისი თქმით, გაერთიანების მთავარი მიზანი არის საერთო იდეოლოგია და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისკენ სწრაფვა. როგორც მამუკა კაციტაძემ აღნიშნა, პაატა ბურჭულაძე არის რეიტინგული პოლიტიკოსი, რამაც მისი ლიდერობა განაპირობა.
"ჩვენი სურვილი იყო, გაკეთებულიყო დიდი ერთობა, რომელსაც ექნებოდა მყარი საფუძველი, არა ისეთი, უთავბოლო, როგორიც "ქართული ოცნებაა", არამედ დაფუძნებული ყოფილიყო ორ რამეზე - ეს არის საგარეო პოლიტიკა და იდეოლოგია. ყველა ერთობას სჭირდება გამოკვეთილი ლიდერი, რეიტინგული პოლიტიკოსი, ასეთი კი დღეს ნამდვილად არის პაატა ბურჭულაძე. მიხარია, რომ გამოხმაურება იყო მყისიერიც და დადებითიც. ჩვენი მიზანი ნამდვილად არ არის თავის გადარჩენა. ჩვენ ვიქცევით სერიოზულ გავლენად ქართულ პოლიტიკაში", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების  გამომზეურება, მათი თანადგომა.
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების გამომზეურება, მათი თანადგომა.
- საარჩევნო წელი დაიწყო, მოდის თვითმმართველობის არჩევნები-როგორია გარემო, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობი საარჩევნო კოდექსში, არის თუ არა შანსი პოლიტიკური სპექტრი სხვა ძალებით შეივსოს?
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს არჩევნებში გამარჯვებამდე "ქართული ოცნება" მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გულმხურვალე მომხრე იყო, დღეს უკვე ხელისუფლებაში მყოფი პარტია სულაც აღარ ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს . შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ამზადებს, მათ შორის, საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებებიც იგულისხმება, მაგრამ მე ნაკლებად მაქვს იმედი, რომ ამ ცვლილებებს ხელისუფლება განახორციელებს. ბუნებრივია, მას, ისევე როგორც წინა ხელისუფლებას, არ აწყობს იმ სისტემის გაუქმება, რომელიც საშუალებას აძლევს ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე ნაკლები მიიღოს, მაგრამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ასე, რომ, ალბათ საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეიცვლება და არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ხელისუფლება ამ ბერკეტს, რომელიც მას პარლამენტში დამატებით მანდატების მოპოვების საშუალებას აძლევს, არ დათმობს.
შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხდევით არ ველოდები. ოცნება ადგილობრივ თვითმმართველობებშიც მოიპოვებს მანდატების უმრავლესობას. დღევანდელი მოცემულობა ასეთია.
[ სრულად ]
იმანუელ კანტი
ადამიანი, რომელსაც მბრძანებელი სჭირდება, ცხოველია; და თუ ადამიანია, მას არც მბრძანებელი სჭირდება.
ფეისბუქის ფან ბოქსი
« თებერვალი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28