„ახალი მემარჯვენეების“ VII ყრილობის რეზოლუცია
„ახალი მემარჯვენეების“ VII ყრილობის რეზოლუცია
19 დეკემბერი, ბაზალეთი
ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის 15 წლის მანძილზე "ახალმა მემარჯვენეებმა" თავი დავიმკვიდრეთ პოლიტიკურ ძალად, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული პრინციპების, იდეოლოგიური ხედვების და რაც მთავარია, ქვეყნის ერთგულება.
ჩვენთვის ისევე, როგორც 2001 წლის 15 ივნისს - პარტიის დაბადების დღეს, კვლავ უმთავრეს ღირებულებებად რჩება პიროვნების თავისუფლება, კანონის უზენაესობა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და თავისუფალი მეწარმეობა, თანაბარი შესაძლებლობები ადამიანებისათვის და სოციალური სამართლიანობა, ტრადიციები და ეროვნული ფასეულობები. უცვლელი რჩება საგარეო პოლიტიკური ორიენტირიც - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.
მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებითი დასკვნა სწორედ იმ იდეების ხორცშესხმაა, რომლისთვისაც "ახალი მემარჯვენეები" წლების მანძილზე ვიღწვოდით. ჩვენი წვლილიცაა იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ევროპული არჩევანის შედეგები უკვე ხელშესახები გახდა.
ჩვენ შეგვიძლია ამაყი ვიყოთ, რომ არასოდეს გვიღალატია ამ პრინციპებისთვის და მიუხედავად ქარტეხილებისა, რომელიც გამოიარა ქვეყანამ და მასთან ერთად ჩვენც, კვლავ ვრჩებით კვალიფიციურ პოლიტიკურ ძალად, რომლისგანაც ყოველთვის ელიან პროგრესულს, სამართლიანს და საიმედოს.
საქართველოში ბოლო წლებში მოვლენების განვითარებამ ნათლად დაგვანახა, რომ ქვეყნის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად იქცა ის პრობლემები, რომელიც ხელისუფლების სათავეში დაუბალანსებელი ლიდერის, ე.წ. "მესიის" მოსვლას ახლავს თან. ადრე თუ გვიან იწყება დაუბალანსებელი ხელისუფლების ბოროტად გამოყენება, რაც დაადასტურა როგორც 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შედეგად პოპულისტი მიხეილ სააკაშვილის, ისე 2012 წლის არჩევნების შემდეგ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ ხელისუფლებაში.
დღეს არსებული მდგომარეობა ქვეყანაში: მოსახლეობაში არსებული აპათია, სრული ნიჰილიზმი, ეკონომიკის სტაგნაცია, უმუშევრობა, სოციალური სიდუხჭირე, ლარის გაუფასურება, ფასებისა და ტარიფების ზრდა იმ ხელისუფლების არაკვალიფიციურობის, არაკომპეტენტურობის, ნეპოტიზმის, არასწორი საკადრო პოლიტიკის ბრალია, რომელიც არ აურჩევია ქართველ ხალხს, არამედ დაგვიტოვა დიდი ძალაუფლებით აღჭურვილმა არაფორმალურმა მმართველმა.
ნაცვლად დემოკრატიული მმართველობისა, სადაც ხელისუფლების შტოებს შორის არის ბალანსი და ურთიერთშეკავება, ურზუნველყოფილია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, საკუთრების უფლება, სიტყვის და მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და გამჭვირვალეობა, ჩვენ მივიღეთ კვლავ ჰიბრიდული, არაფუნქციონირებადი დემოკრატია, რომელიც შორს არის ქართველი ხალხის მისწრაფებისგან - იცხოვროს ევროპული დემოკრატიის და ეროვნული ღირებულებების მქონე სახელმწიფოში და გახდეს ცივილიზებული სამყაროს განუყოფელი ნაწილი.
ქართველი ხალხის არჩევანი და ოცნება არ ყოფილა გაჩერებული და მსოფლიოს რადარებიდან გამქრალი საქართველო, ისევე როგორც პრორუსული განწყობების ზრდა ქვეყანაში, რომელსაც სწორედ რუსეთის მიერ აქვს ტერიტორიები ოკუპირებული.
ქართველი ხალხის არჩევანი არ ყოფილა ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში საკუთარ კომფორტზე, პრემიებზე და სახელფასო დანამატებზე იზრუნებდა და არა მოსახლეობის უმძიმესი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
ჩვენ, " ახალი მემარჯვენეები", რომლის უკანაც დგას სერიოზული პოლიტიკური გამოცდილება და სახელმწიფოებრივი აზროვნება, ვთვლით, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ბოლო უნდა მოუღოს არაფორმალურ მმართველობას და დაუბალანსებელი ხელისუფლების არსებობას ქვეყანაში, უნდა შეცვალოს მართვის ის მანკიერი სტილი, რომელიც თავს მოგვახვია არსებულმა ხელისუფლებამ.
ჩვენი ცოდნა და კომპეტენცია, ჩვენი გამართული და პროგრესზე ორიენტირებული პროგრამა გვაძლევს საშუალებას, რომ ხმამაღლა ვისაუბროთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე, იმ ნაბიჯებზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს 2016 წლის არჩევნების შედეგად ჯანსაღი დემოკრატიული ძალების მოსვლა ხელისუფლების სათავეში და "ქართული ოცნების" მმართველობის დასრულება საქართველოში.
სრულად ვაცნობიერებთ რა დღეს ქვეყანის წინაშე არსებულ პრობლემებს, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სამართლიან და თავისუფალ გარემოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პროგრესული, დემოკრატიული ძალების კონსოლიდირება, მათი მოსვლა ხელისუფლებაში და ისეთი სახელმწიფოს მშენებლობა, რომელშიც ყველასთვის უზრუნველყოფილი იქნება კეთილდღეობა, უსაფრთხოება და ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.
ჩვენ ვიცით ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, რომელთათვისაც ძვირფასია სამშობლო დემოკრატიული ღირებულებები, პროგრესი, დასავლური ინტეგრაცია, როგორ ვაქციოთ ჩვენი შესანიშნავი ქვეყანა წარმატებულ სახელმწიფოდ, როგორ შევუქმნათ ჩვენს ახალგაზრდა თაობას პირობები ხარისხიანი განათლების მისაღებად, ჩვენს მოსახლეობას - მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ხანდაზმულებს - ღირსეული და დაფასებული სიბერე, როგორ მივაღწიოთ, რომ ადამიანი მართლაც იქცეს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ღირებულებად.
ამისთვის აუცილებელია ახალი სახეების, განსაკუთრებით ახალგაზრდობის მოსვლა პოლიტიკაში, რაზეც ჩვენ, "ახალი მემარჯვენეები" სერიოზულად ვფიქრობთ და ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს.
ვპირდებით საქართველოს მოსახლეობას, რომ მათთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნების მისაღწევად.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების  გამომზეურება, მათი თანადგომა.
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების გამომზეურება, მათი თანადგომა.
- საარჩევნო წელი დაიწყო, მოდის თვითმმართველობის არჩევნები-როგორია გარემო, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობი საარჩევნო კოდექსში, არის თუ არა შანსი პოლიტიკური სპექტრი სხვა ძალებით შეივსოს?
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს არჩევნებში გამარჯვებამდე "ქართული ოცნება" მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გულმხურვალე მომხრე იყო, დღეს უკვე ხელისუფლებაში მყოფი პარტია სულაც აღარ ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს . შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ამზადებს, მათ შორის, საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებებიც იგულისხმება, მაგრამ მე ნაკლებად მაქვს იმედი, რომ ამ ცვლილებებს ხელისუფლება განახორციელებს. ბუნებრივია, მას, ისევე როგორც წინა ხელისუფლებას, არ აწყობს იმ სისტემის გაუქმება, რომელიც საშუალებას აძლევს ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე ნაკლები მიიღოს, მაგრამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ასე, რომ, ალბათ საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეიცვლება და არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ხელისუფლება ამ ბერკეტს, რომელიც მას პარლამენტში დამატებით მანდატების მოპოვების საშუალებას აძლევს, არ დათმობს.
შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხდევით არ ველოდები. ოცნება ადგილობრივ თვითმმართველობებშიც მოიპოვებს მანდატების უმრავლესობას. დღევანდელი მოცემულობა ასეთია.
[ სრულად ]
რონალდ რეიგანი
ძალაუფლების კონცენტრირება ყოველთვის თავისუფლების მტერი იყო.
ფეისბუქის ფან ბოქსი
« აპრილი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30