„ახალი მემარჯვენეები“ რუსულ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს საგანგაშოს უწოდებენ
„ახალი მემარჯვენეები“ რუსულ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს საგანგაშოს უწოდებენ
"ახალი მემარჯვენეები" ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების წინაააღმდეგ გადადგმულ საგანგაშო ნაბიჯად ვაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის გაზის მოწოდების თაობაზე რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.


საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, პარლამენტის და მთავრობის წევრების განცხადებები იმის თაობაზე, რომ პოლიტიკა და ეკონომიკა უნდა გავმიჯნოთ და პრაგმატული მიზნებით ვიხელმძღვანელოთ, უნდა განვიხილოთ პოლიტიკურად უკიდურესად მცდარ ნაბიჯად, რადგან საქართველოს და სხვა სახელმწიფოების რუსეთთან ამგვარი ურთიერთობის მთელი ისტორია სწორედ საპირისპიროს ამტკიცებს.
ფაქტია, რომ თვითონ რუსეთს პოლიტიკა და ეკონომიკა არასოდეს გაუმიჯნავს ერთმანეთისგან და "კრემლი" ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ბერკეტებს ყოველთვის იყენებდა პოლიტიკური ამოცანების მისაღწევად თუ შანტაჟის იარაღად. "გაზპრომთან" ურთიერთობის მძიმე გაკვეთილებიდან გამომდინარე დღეს ევროპის სახელმწიფოები აქტიურად მუშაობენ და უზარმაზარ რესურსს ხარჯავენ გაზმომარაგების ალტერნატიული წყაროების მოძიებაზე. აღარაფერს ვამბობთ მეგობარი უკრაინის და საკუთარი ქვეყნის მწარე გამოცდილებაზე, რომელიც მძიმე დაღად დარჩა ჩვენს ეკონომიკაზეც და ჩვენი მოქალაქეების მეხსიერებაზეც.
ხელისუფლებას უნარი უნდა შესწევდეს კიდევ უფრო ამტკიცებდეს ქვეყნის სუვერენიტეტს და არა პირიქით, თანდათან ზრდიდეს იმ ქვეყანაზე დამოკიდებულებას, რომელსაც ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, ღიად ახორციელებს მისი ანექსიის მცდელობას და რომელთანაც გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობა. მითუმეტეს დაუშვებელია ასეთი მოლაპარაკებების ფარულად, საკუთარი ხალხის ზურგს უკან წარმოება.
ამ სიტუაციაში "ქართულ ოცნებას" არ უნდა უკვირდეს, რომ მის მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკა ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის დასავლური კურსის უალტერნატივობას და რომ საქართველო მართლაც თანდათან ქრება ამერიკის და ევროპის სახელმწიფოების რადარებიდან.
ეს კიდევ უფრო სახიფათოა იმ თვალსაზრისით, რომ მან შეიძლება დააზიანოს საქართველოსა და აზერბაიჯანს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთხელსაყრელი კავშირები, მათ შორის ქვეყნის ენერგოუზრუნველყოფის სფეროში, და პრობლემები შექმნას სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას ხელი აიღოს საეჭვო და ქართული სახელმწიფოსათვის სახიფათო გარიგებებზე, გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყნის რეალურ ენერგოდამოუკიდებლობას და არ დააზიანებს მის სტრატეგიულ ინტერესებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას აქვს, კონსტიტუციონალიზმის დეფიციტია.
პირველ რიგში ეს დეფიციტი ვლინდება ყოველი ახალი ხელისუფლების სურვილით ძირფესვიანად შეცვალოს და საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ამის უკანასკნელი მაგალითი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით ახალ რეალობას და საკუთარ ინტერესებს მოარგო კონსტიტუცია.
2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლება აღარ ეცდებოდა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც მოემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა და დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი.
ამ ეტაპსაც, ისევე როგორც სხვა ეტაპებს, თან სდევს ხელისუფლებების პოლიტიკური ცოდნის და პოლიტიკური კულტურის დეფიციტი. ხელისუფლებამ ან არ იცის, ან იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციის მიღების ძირითად პრინციპს - მის გარშემო პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუნსის აუცილებლობას. ამ ეტაპზეც, ისევე როგორც უახლოეს წარსულში, კონსტიტუციური ცვლილებები ხდება მხოლოდ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა ყველა, ხაზს ვუსვამ, ყველა პოლიტიკური ძალა ამ ცვლილებების წინააღმდეგია.
ახლა მოკლედ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც იწვევენ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას.
[ სრულად ]
უინსტონ ჩერჩილი
არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არ დანებდეთ.
ფეისბუქის ფან ბოქსი
« ნოემბერი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30