„ახალი მემარჯვენეების“ საგანგებო განცხადება საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით
„ახალი მემარჯვენეების“ საგანგებო განცხადება საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მასშტაბური დარღვევის და ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფის კიდევ ერთი მძიმე ფაქტი მოხდა, როცა შიდა ქართლში რუსეთის საოკუპაციო ჯარმა თვითნებურად ორი კილომეტრით გადმოსწია ე.წ. სასაზღვრო ზოლი და მიიტაცა ქართული სოფლების კუთვნილი სავარგულები. მცოცავი ანექსიის ამ გამოვლინებას არამარტო ქართული სოფლებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ტერიტორიები შეეწირა, არამედ, რაც უაღრესად სახიფათოა, საოკუპაციო ზოლს მიღმა მოექცა საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული დანიშნულების მქონე ნავთობსადენის გარკვეული მონაკვეთი.
ამ ფონზე დანაშაულებრივად უმოქმედოა საქართველოს ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მორიგი რბილი განცხადებით შემოიფარგლა.
ამ დღეებში პრაღაში დაგეგმილია აბაშიძე–კარასინის მორიგი შეხვედრა. სრულიად გაუგებარი და არაადექვატურია ამ ფონზე ნებისმიერ სხვა საკითხზე მსჯელობა, სანამ საქართველო რუსეთის მხრიდან განგრძობითი ოკუპაციის რეჟიმში იმყოფება. მით უფრო, რომ საქართველოს მხარე ელაპარაკება პოლიტიკურ პირს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მიერ დანიშნულია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან ფაქტობრივი მიერთების პროცესში სპეციალურ წარმომადგენლად.
ასეთ ვითარებაში უნდა შეწყდეს ყველა სხვა საკითხზე მსჯელობა და ყველა ფორმატი – ორმხრივი თუ მრავალმხრივი, ყველა კომუნიკაცია საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის ფაქტებზე პროტესტისათვის უნდა იქნას გამოყენებული.
საგანგაშოა, როცა ამ დროს ცხადად ვხედავთ რუსული ფულის აშკარა შემოდინებას ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში, რაც რუსული პროპაგანდისტული მანქანისაგან შექმნილი გაუგონარი კლიშეებისა და სტერეოტიპების გავრცელება–დამკვიდრებას უწყობს ხელს.
სამარცხვინოა და ქვეყნის ინტერესის დამაზიანებელი, როცა ასეთ დროს ერთ–ერთი ოპოზიციური ძალის ლიდერი ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქში მიემგზავრება და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის შემლახველ განცხადებებს აკეთებს.
შემაშფოთებელია, რომ ამას არაფერს უპირისპირებს საქართველოს ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელიც შექმნილ რთულ ვითარებაში თავად უნდა ცდილობდეს ქართული საზოგადოების კონსოლიდაციას, საქართველოს მოსახლეობის სამოქალაქო პროტესტის ინიცირებასა და ორგანიზებას.
ხელისუფლების უმოქმედობა, ბუნდოვანი სტრატეგიული ხაზი, არათანმიმდევრული და არამკაფიო საგარეო პოლიტიკა, არაკომპეტენტურობა და არაკოორდინირებულობა საბოლოო ჯამში სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. ხელისუფლება, რომლის უმაღლესი თანამდებობის პირები არც კი ჩადიან კონფლიქტის ზონაში, რათა გაამხნევონ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ჩვენი მოქალაქეები, თავად ახდენს საკუთარი თავის დელეგიტიმაციას და დისკრედიტაციას.
მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ყველაზე უფრო ადექვატურად მოქმედებს მსგავს სიტუაციებში, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის დღის წესრიგში აქტუალურ თემად გაჩნდეს საქართველოს ოკუპაციის და ფაქტობრივი ანექსიის პროცესი. ამავდროულად, მოხდეს ქართული საზოგადოების კონსოლიდაცია ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ იმ აღვირახსნილ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რასაც რუსეთიდან დაფინანსებული მთელი რიგი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ჯგუფები ეწევიან საქართველოში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას აქვს, კონსტიტუციონალიზმის დეფიციტია.
პირველ რიგში ეს დეფიციტი ვლინდება ყოველი ახალი ხელისუფლების სურვილით ძირფესვიანად შეცვალოს და საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ამის უკანასკნელი მაგალითი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით ახალ რეალობას და საკუთარ ინტერესებს მოარგო კონსტიტუცია.
2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლება აღარ ეცდებოდა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც მოემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა და დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი.
ამ ეტაპსაც, ისევე როგორც სხვა ეტაპებს, თან სდევს ხელისუფლებების პოლიტიკური ცოდნის და პოლიტიკური კულტურის დეფიციტი. ხელისუფლებამ ან არ იცის, ან იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციის მიღების ძირითად პრინციპს - მის გარშემო პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუნსის აუცილებლობას. ამ ეტაპზეც, ისევე როგორც უახლოეს წარსულში, კონსტიტუციური ცვლილებები ხდება მხოლოდ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა ყველა, ხაზს ვუსვამ, ყველა პოლიტიკური ძალა ამ ცვლილებების წინააღმდეგია.
ახლა მოკლედ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც იწვევენ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას.
[ სრულად ]
არტურ შოპენჰაუერი
ყველა ჭეშმარიტება გადის სამ საფეხურს. თავდაპირველად, მას დასცინიან, შემდეგ მას უხეშად თელავენ და ბოლოს მას აღიარებენ, როგორც უდაო ჭეშმარიტებას.
ფეისბუქის ფან ბოქსი
« სექტემბერი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30