მამუკა კაციტაძე: "თბილისის საკრებულოში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 30% მოიპარა"
მამუკა კაციტაძე: "თბილისის საკრებულოში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 30% მოიპარა"
როდის შეიცვლება საარჩევნო კანონმდებლობა?
ნათია ხურცილავა
"ახალი თაობის" კითხვებს "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე პასუხობს:
_ ბატონო მამუკა, როგორ აფასებთ ნაციონალურ მოძრაობაში განვითარებულ მოვლენებს. შეიძლება ყოფილი მმართველი გუნდი დაიშალოს?
_ არსებობს ვერსია, ყოველ შემთხვევაში მოვისმინე, რომ ნაციონალურ მოძრაობაში განვითარებული მოვლენები არის დადგმული სპექტაკლი, რომ არავინ არსაიდან არ წასულა. არათუ დაიშალნენ, გაიშალნენ და სადღაც კვლავ შეერთდებიან. სიმართლე გითხრათ მე ამ ვერსიის არ მჯერა. ნაციონალურ მოძრაობაში, მისი არსებობის ყველა ეტაპზე შიდა განხეთქილებები იყო. მე რა ვგულისხმობ კამათებს, სერიოზულ განხეთქილებებზე ვსაუბრობ. ამ ფონზე მათ უფრო სერიოზული ფიგურები გარიყეს, ვიდრე ამ შემთხვევაში.
_ კონკრეტულად?
_ ირაკლი ოქრუაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ნოღაიდელი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ეს დამახასიათებელია ნაციონალური მოძრაობისთვის. ეს არის ობიექტური რეალობიდან გამომდინარე.
_ ამ ეტაპზე რა მოხდა, როგორ ფიქრობთ?
_ ქართულ პოლიტიკაში არის ორი წონიანი პოლიტიკური ფიგურა, რომლებთანაც პირდაპირ თუ ირიბად კავშირშია მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები. ვგულისხმობ ივანიშვილსა და სააკაშვილს. ამ განხეთქილებაში ან ორივეს ხელი ურევია ან მინიმუმ ერთ-ერთის. ან სააკაშვილი გახდა მათ შორის დავის საგანი ან ივანიშვილის მხრიდან იყო ანკესი გადაგდებული ან ორივემ ერთად იმუშავა ამ სიტუაციაზე.
_ ისინი კონსულტაციებს აპირებენ, გარკვეული შეხვედრები უკვე გამართეს. აპირებთ არიმე სახის კონსულტაციებს? თუ წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა?
_ ისინი არინა დეპუტატები, მაგრამ უპარტიო, ამ ქვყნის მოქალაქეები. შეიძლება `ახალი მემარჯვენეები~ კარგ პოლიტიკურ მდგომარეობაში არ ვიყოთ, მაგრამ არც იმ მდგომარეობაში არ ვართ, რომ სანთლით ხელში გამოვიდეთ მოქალაქეების საძებრად პოლიტიკურ ველზე. ჩვენ გარკვეული დღის წესრიგი გვაქვს შემუშავებული. ამ კუთხით მე მოლოდინებს ვერ შევქმნი. თქვენს კითხავზე ჩემი პასუხია _ არა.
_ ბატონო მამუკა, არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას ითხოვს. რამდენადცავ ვიცი ოპოზიციას თანხვედრი პოზიცია აქვს, ხელისუფლებას ჯერ თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია. როგორ შეიძლება მოვლენები განვიარდეს?
_ საქართველოში საარჩევნო სისტემა უვარგისია. ამას ოპოზიცია მრავალი წელია ამბობს. არამხოლოდ ოპოზიცია ამას ამბობს საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც მრავალი წელია, რაც საქართველოში ყველა ხელისუფლას აძლებს რეკომენდაციას, რომ საარჩევნო კანონმდებლობა ქვეყანაში შესაცვლელია. ამ საკითხზე ასევე მრავალი წელია, რაც საერთაშორისო საზოგადოება მსჯელობს. უსამართლოა, არაობიექტურია, არადემოკრატიულია მოქმედი საარჩევნო სისტემა. ამ არაობიექტურობის მთავარი მიზეზი არის ორი მთავრი პრინციპის დარღვევა. ერთი, ამომრჩევლის ხმის წონის არათანაბრობა, რაც ნიშნავს 5 ათას ამომრჩეველსა და 150 ათას ამომრჩეველს ერთი დეპუტატი ერთი ხმით არ უნდა ჰყავდეს მივლენილი საქართველოს პარლამენტში. დეპუტატის უკან უნდა იდგეს დაახლოებით თანაბარ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომ მისი ხმის წონა იყოს თანაბარი და დაცული. ეს პრინციპი მოქმედი კანონმდებლობით დარღვეულია. მეორე, ასევე დარღვეული პრინციპი, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ პარტიას ან ბლოკს, რომელიც მის მიერ არჩევნებზე აღებულ პროცენტს და ამ პროცენტის მანდატებზე გადანაწილებას უკვაშირდება. მაგალითად ადგილობრივ არჩევნებზე თბილისის საკრებულოში `ქართულმა ოცნებამ~ ხმების 44 პროცენტი მიიღო, მაგრამ საკრებულოში მანდატების 75 პროცენტი მიიღო. ეს ნიშნავს, რომ მან 30 პროცენტზე მეტი მოიპარა, უფრო ზუტად კი სისიტემაა ისეთი, რომ მოაპარინა. ამიტომ ვანბობთ, რომ სისტემა არ ვარგა, ამას არამხოლოდ ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო ამბობს.
_ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე იყო საუბარი. რა ეტაპზეა ეს საკითხი?
_ ამ უვარგისობის მიზეზი არის ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, რომელიც საქართველოში არსებობს, როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს. ჩვენ ხელისუფლებას ამ მანკიერი სისტემიდან გამოსავალს ვთავზობთ.
_ რა არის გამოსავალი?
_ ჩვენ ვამბობთ, რომ მაჟორიტარული სისტემა ჩაანაცვლოს სამხარეო პროპორციულმა სისტემამ და მივიღოთ შერეული სისტემა.
_ უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ ეს მოდელი რას ითვალისწინებს?
_ პარლამენეტის დეპუტატთა 150 კაციანი შემადგენლობიდან ნახევარი აირჩეს პარტიული სიიდან, მეორენახევარი კი წარმოადგინოს მხარეებმა, მაგალითად კახეთმა, ქვემო-ქართლმა, გურიამ, სამეგრელომ და ა.შ. სოლიდური წარმომადგენლობა ეყოლებათ რეგიონებს, უფრო ზუსტად კი მხარეებს. ამით მოხდება იმ უსამართლობის პრინციპის აღმოფხვრა, რომელიც დღეს გვაქვს. ეს აღადგენს ნდობასაც, როგორც არჩევნების მიმართ, ისევე არჩეული ორგანოების მიმართ.
_ გამოდის მხოლოდ სახელწოდება იცვლება ვგულისხმობ მაჟორიტარულ სისტემის ჩანაცვლებას სამხარეოთი. ასეა?
_ რა თქმა უნდა და ამას სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება.
_ პარლამენტართა რაოდენობის ცვლილების საკითხზეც არის მსჯელობა? თუ კვლავ 150 დეპუტატი დარჩება?
_ არა, ეს ყველაფერი ხდება 150 დეპუტატის ფარგლებში.
_ პარტიებს რა დონეზე გაქვთ კონსულტაციები ეს უკვე შეთანხმებული ვარინატია და როგორია ხელისუფლების პოზიცია?
_ შაბათს, პრეზიდენტის ინიციატივით, პრეზიდენტის სასახლეში იმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომლის თემაც ერთადერთია, საარჩევნო სისტემა საქართველოში, სადაც წარმოდგენილები იქნებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თვაჯდომარე, მინისტრები, მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ექსპერტები და არსამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ეს ყველაფერი იმიტომ მოგახსენეთ, რომ ჩვენ შევთანხმდით კონკრეტულ ფორმულაზე, რომ მაჟორიტარული ჩანაცვლდეს სამხარეო-პროპორციულით. არასაპარლამენტო ოპოზიცია და საპარლამენტო ოპოზიცია მთლიანდ შევთანხმდით ამ კონკრეტულად ფორმულაზე. ასევე არსამთვარობო სექტორის დიდი ნაწილი, საექსპერტო წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ჩვენს სამოქალაქო თანხმობის მემორანდუმს თავის დროზე პარლამენტის თავჯდომარე შემოუერთდა, ხოლო დანარჩენი მსჯელობა პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ კონფერენციაზე უნდა გაიმართოს. გამოდის, რომ მდინარის ერთ მხრაეს რჩება კოალიცია `ქართული ოცნება~ და მასში შემავალი პოლიტიკური პარტიები, მეორე მხარეს კი ყველა დანარჩენი. ამ დროს რას აკეთებს ხელისუფლება? ხელისუფლება დუმს. შეიძლება რაღაცას აკეთებს, ვერ გეტყვით, მაგრამ `ამირან გულში მღეროდა~ ამ მდგომარეობაშია. ჩვენ გვინდა ამ კონფერენციაზე ხელისუფლებას ვუთხრათ: ეს არ ვარგა, საჭიროა ამის გაკეთება და როგორია თქვენი პოზიცია. თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ არქაული მეთოდის გამოყენებით დროს გაწელავს და იტყვის ვერ ესწრება და კვლავ დააპირებს 30 პროცენტის მოპარვას 2016 წლის არჩევნებზე და ამით გავა ფონს, ძალიან სცდება. ჩვენ, ხელისუფლებას ჩავაყენებთ იმ მდგომარეობაში, რომ თქვას: ან არ აინტერესებს არავის აზრი და აგრძელებს მანდატების მოპარვას, რაც ნიშნავს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმართ დამოკიდებულებას და მისი ლეგიტიმაცის მიმართ. ან ამბობს, რომ მოდის შემხვედრი ნაბიჯებით და თანამშრომლობას აპირებს. ვნახოთ როგორ განვითარდება 30 მაისს მოვლენები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების  გამომზეურება, მათი თანადგომა.
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების გამომზეურება, მათი თანადგომა.
- საარჩევნო წელი დაიწყო, მოდის თვითმმართველობის არჩევნები-როგორია გარემო, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობი საარჩევნო კოდექსში, არის თუ არა შანსი პოლიტიკური სპექტრი სხვა ძალებით შეივსოს?
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს არჩევნებში გამარჯვებამდე "ქართული ოცნება" მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გულმხურვალე მომხრე იყო, დღეს უკვე ხელისუფლებაში მყოფი პარტია სულაც აღარ ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს . შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ამზადებს, მათ შორის, საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებებიც იგულისხმება, მაგრამ მე ნაკლებად მაქვს იმედი, რომ ამ ცვლილებებს ხელისუფლება განახორციელებს. ბუნებრივია, მას, ისევე როგორც წინა ხელისუფლებას, არ აწყობს იმ სისტემის გაუქმება, რომელიც საშუალებას აძლევს ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე ნაკლები მიიღოს, მაგრამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ასე, რომ, ალბათ საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეიცვლება და არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ხელისუფლება ამ ბერკეტს, რომელიც მას პარლამენტში დამატებით მანდატების მოპოვების საშუალებას აძლევს, არ დათმობს.
შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხდევით არ ველოდები. ოცნება ადგილობრივ თვითმმართველობებშიც მოიპოვებს მანდატების უმრავლესობას. დღევანდელი მოცემულობა ასეთია.
[ სრულად ]
არტურ შოპენჰაუერი
ყველა ჭეშმარიტება გადის სამ საფეხურს. თავდაპირველად, მას დასცინიან, შემდეგ მას უხეშად თელავენ და ბოლოს მას აღიარებენ, როგორც უდაო ჭეშმარიტებას.
ფეისბუქის ფან ბოქსი
« თებერვალი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28