აქტუალური თემა
რაც უნდა იმეოროს სააკაშვილმა, რომ ის პუტინი ვერ გახდება, ლოგიკა გახდის მას პუტინად
"ახალი მემარჯვენეების" ერთ–ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე იმედოვნებს, რომ საქართველოში ოდესმე დადგება პერიოდი, როცა მმართველი პარტია კი არ გაქრება პოლიტიკური სივრციდან, არამედ წავა ოპოზიციაში და გამარჯვებულს დაუთმობს ხელისუფლებას.
[ სრულად ]
დავით გამყრელიძე: "თეთრი სახლის იმ კაბინეტში ნათქვამი ტყუილი და დადებული პირობის არშესრულება ცოტა ძვირი ჯდება!"
ობამა-სააკაშვილის შეხვედრის გაანალიზების შემდეგ, უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სკანდალური კვლევა, რომელიც "გრინბერგის"  ჯგუფმა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით ჩაატარა
[ სრულად ]
„ზოგიერთები, ალბათ, ფიქრობენ, რომ ჭორვილა იქნება მთელი საქართველო“
ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში ორი რამ შემოაქვს – ოჯახი, ცოლის სახით, და გვარი, პოლიტიკური ღირებულებების მაგივრად.
[ სრულად ]
დავით გამყრელიძე გაზეთ "პრაიმ თაიმის" პრესკლუბში

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერის დავით გამყრელიძის აზრით:
"პირველად მოხდა, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციისკენ სერიოზული ნაბიჯები გადადგა და ძალიან სერიოზულ დათმობებზე წავიდა. ეს ვინმეს მოსწონს თუ არა და აღიარებს თუ არა, შემდგარი ფაქტია. იმედი მაქვს, რომ არჩევნებამდე არაფერი გადაიხედება და ამ თვალსაზრისით არაფერი გაუარესდება. იმედი მაქვს, რომ 2012 წლის ოქტომბერში, როცა არჩევნები ჩატარდება, საზოგადოებას ძალიან კარგი, მრავალფეროვანი არჩევანი ექნება და ზუსტად ასეთ მრავალფეროვან პარლამენტს მივიღებთ მომავალში", - განაცხადა გამყრელიძემ.
[ სრულად ]
ინტერვიუ "ახალი მემარჯვენეების" რეგიონული სამსახურის უფროსთან, პარტიის დასავლეთ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან გიორგი ასათიანთან
1. "ახალმა მემარჯვენეებმა" სოფლის პრობლემებზე საუბარი ინტენსიურად დაიწყეთ. რატომ?

"ახალმა მემარჯვენეებმა" ჩვენს სტრატეგიაში ქართული სოფელი და აგრარული პოლიტიკა ერთ–ერთ ძირითად პრიორიტეტად გამოვყავით. ეს ბუნებრივია, იმიტომ, რომ
[ სრულად ]
მამუკა კაციტაძე : "არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლება უმთავრესი პრიორიტეტია"
-ბატონო მამუკა, თქვენ აგირჩიეს ამომრჩეველთა ერთიანი სიის დამდგენი კომისიის თვამჯდომარედ. რას წარმოადგენს ეს კომისია და როგორ ხედავთ თქვენ მის საქმიანობას?

-მინდა კომისიის შექმნის ისტორიით დავიწყო.
[ სრულად ]
ფიქრია ჩიხრაძე: "პოლიტიკაში მესიები არ არსებობენ"
რა პროცესები მიმდინარეობს "ახალ მემარჯვენეებში", რას ფიქრობენ მიმდინარე პოლიტიკურ
პროცესზე, რისთვის ემზადებიან და როგორ აპირებენ პოლიტიკური ჩრდილიდან გამოსვლას, ამ
საკითხებზე "ვერსიას" ფიქრია ჩიხრაძე ესაუბრა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის მიერ ფონდი
`ქართუდან~ დაფინანსებული ადამიანების სიის გამოქვეყნება გააპროტესტა.
[ სრულად ]
ლევან კალანდაძე: "არავითარი კონკრეტული გეგმა და კონკრეტული სტრატეგია, მხოლოდ სურვილები და "სადღეგრძელოები"!"
8 ნოემბერს "ახალი მემარჯვენეების" ცენტრალურ ოფისში მთავრობის მიერ გასულ კვირას ინიცირებული "სტრატეგიული განვითარების 10-პუნქტიანი გეგმის" შესახებ პარტიის მოსაზრებები და შეფასებები წარმოადგინეს. გამართულ ბრიფინგზე "ახალი მემარჯვენეების" ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა ლევან კალანდაძემ მკაცრად გააკრიტიკა აღნიშნული დოკუმენტი
[ სრულად ]
ლევან კალანდაძე: მსო–ში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით არსებული ბერკეტები ეკონომიკური ინტერესებისთვის უფრო ეფექტურად უნდა გამოგვეყენებინა

1. რას ფიქრობთ რუსეთის მსო–ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შვეიცარული მხარის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ წინადადებაზე?
[ სრულად ]
დავით გამყრელიძე: "რაც მეტს ისაუბრებენ ივანიშვილის ფრონტიდან, მით მეტად დამავალებენ"

ახალ პოლიტიკურ რეალობაში "ახალი მემარჯვენეები" ახალი დარტყმის ობიექტი გახდნენ - ყოფილი პარტნიორები გამყრელიძეს თავს აქტიურად ესხმიან.
დავით გამყრელიძე: "არა მგონია, ვინმე ოპოზიციონერის საშვს იძლეოდეს.

[ სრულად ]
აქტუალური თემა
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების  გამომზეურება, მათი თანადგომა.
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების გამომზეურება, მათი თანადგომა.
- საარჩევნო წელი დაიწყო, მოდის თვითმმართველობის არჩევნები-როგორია გარემო, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობი საარჩევნო კოდექსში, არის თუ არა შანსი პოლიტიკური სპექტრი სხვა ძალებით შეივსოს?
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს არჩევნებში გამარჯვებამდე "ქართული ოცნება" მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გულმხურვალე მომხრე იყო, დღეს უკვე ხელისუფლებაში მყოფი პარტია სულაც აღარ ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს . შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ამზადებს, მათ შორის, საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებებიც იგულისხმება, მაგრამ მე ნაკლებად მაქვს იმედი, რომ ამ ცვლილებებს ხელისუფლება განახორციელებს. ბუნებრივია, მას, ისევე როგორც წინა ხელისუფლებას, არ აწყობს იმ სისტემის გაუქმება, რომელიც საშუალებას აძლევს ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე ნაკლები მიიღოს, მაგრამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ასე, რომ, ალბათ საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეიცვლება და არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ხელისუფლება ამ ბერკეტს, რომელიც მას პარლამენტში დამატებით მანდატების მოპოვების საშუალებას აძლევს, არ დათმობს.
შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხდევით არ ველოდები. ოცნება ადგილობრივ თვითმმართველობებშიც მოიპოვებს მანდატების უმრავლესობას. დღევანდელი მოცემულობა ასეთია.
[ სრულად ]
ილია ჭავჭავაძე
ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია, დიდი სწავლული, იმოდენად უფრო ძლიერ საშიშია,უფრო ძლიერ მავნებელია
ფეისბუქის ფან ბოქსი
« აპრილი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30