აქტუალური თემა
„ახალი მემარჯვენეები“ მოგების და საშემოსავლო გადასახადების 50%–ის ადგილობრივი თვითმართველობებისათვის ადგილზე დატოვების ინიციატივით გამოდიან
ამის შესახებ "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ ბორჯომში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა. დღეს დავით გამყრელიძე და ფიქრია ჩიხრაძე ბორჯომში მოსახლეობას შეხვდნენ და "ახალი მემარჯვენეების" ეკონომიკური პროგრამის პრიორიტეტები გააცნეს.
[ სრულად ]
ფიქრია ჩიხრაძე – “მილიონი ლარის ასაღებად პოლიტიკური პარტიების რიგი დადგა”
გასულ წელს საარჩევნო კოდექსზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმების შედეგად ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული:
[ სრულად ]
"ახალი მემარჯვენეების" ახალი ინიციატივა - "ფართი დასაქმების სანაცვლოდ"
დღეს დავით გამყრელიძე ქაიროს ქუჩაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე "ახალი მემარჯვენეების" ახალი ინიციატივით– "ფართი დასაქამების სანაცვლოდ" გამოვიდა.
[ სრულად ]
დავით გამყრელიძე: "ჩათვალეთ, არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას ხელთათმანი ვესროლეთ!"
"შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად" - "ახლები" არჩევნებში ახალი საარჩევნო ნომრითა და სლოგანით მონაწილეობენ
[ სრულად ]
საქართველოში "C"ჰეპატიტის ეპიდემია მძვინვარებს! დავით გამყრელიძე 200 000 ოჯახის პრობლემის მოგვარებასა და სპეციალური სახელმწიფო პროგრამის შექმნას ითხოვს
"ახალი მემარჯვენეები" საგანგებო მდგომარეობას _ SOS "C" ჰეპატიტი! _ აცხადებენ. დავით გამყრელიძე ოფიციალურ სტატისტიკას ასახელებს და ამბობს, რომ საქართველოში "C" ჰეპატიტით დაავადებულია 200 000 ადამიანი, ხოლო დაავადებულთა რიცხვი ყოველწლიურად, 2 000-ით იზრდება.
[ სრულად ]
"პარალელებს ვავლებ იანუკოვიჩთან. უკრაინაში პუტინმა ტანკების გარეშე მოახერხა ნატო-ში არშეშვება და საერთოდ დაასამარა ეს პროექტი. მგონია, აქაც ასე მოხდება."
"იყო პერიოდები, როცა შუბლით ვასკდებოდით მათ, მაგრამ არსებობს კედლის მოვლის გზაც"
დავით გამყრელიძის ვარაუდით, "რესპუბლიკელები" და "თავისუფალი დემოკრატები' ბიძინა ივანიშვილს გაემიჯნებიან.
[ სრულად ]
დავით გამყრელიძე: „ყველაფერი, რასაც ივანიშვილი აკეთებს, რევოლუციას ემსახურება“

„გამოვრიცხავ, რომ რუსები პირდაპირ შემოვიდნენ, ან შემოიჭრან“
„ახლების“ ლიდერის, დავით გამყრელიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი სულაც არ ემზადება არჩევნებისთვის. ის არც რეიტინგებს უყურებს და მით უმეტეს, არ ანაღვლებს საკუთარი მაჟორიტარების გამარჯვება-დამარცხება. მისი მიზანი სულ სხვა და უკვე გამოცდილი გზაა. სხვათა შორის, კოალიციის წევრებმა უკვე ნელ-ნელა დაიწყეს ქუჩაზე საუბარიც. როგორც ირკვევა, კოალიცია, თავის ლიდერთან ერთად, სწორედ არჩევნების მეორე დღეს ელოდება, რომ ამაყად განაცხადოს: არჩევნები გაყალბდა და ყველამ ჩვენი ხმები დავიცვათო.

[ სრულად ]
საბჭოთა მენტალიტეტი, მამამარჩენალის სინდრომი და გაკერპებული ლიდერები. ქართული ხასიათისა თუ პოლიტიკური ცხოვრების ნაწილად უკვე კარგა ხანია იქცა.
გაკერპება, "გაფეტიშება" თუ უბრალოდ პოლიტიკური მონოპოლია, მონოპოლიზებული მმართველობის პრობლემებზე "ივერონი" პარტია "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთ ლიდერს, ფიქრია ჩიხრაძეს ესაუბრა.
[ სრულად ]
დავით გამყრელიძე: "გპირდებით, ვაიძულებ ვანო მერაბიშვილს, ებრძოლოს მონოპოლიებს"
"ახლების" ახალი კამპანია "არა მონოპოლიებს!" 
ახალი მემარჯვენეები ბიზნესის თითქმის ყველა სფეროში არსებული მონოპოლიების წინააღმდეგ აჩაღებენ ახალ, ფართომასშტაბიან კამპანიას სახელწოდებით "არა მონოპოლიებს!"  "ვერსიასთან" საუბრისას, პარტიის თავმჯდომარე დავით გამყრელიძე აცხადებს, რომ აიძულებს მერაბიშვილს აღიაროს მონოპოლიური კლანების არსებობა და უარი თქვას მათ მხარდაჭერაზე
[ სრულად ]
"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე ფიქრობს, რომ მერაბიშვილი რთული ამოცანის წინაშეა.
გამყრელიძე ვერ აკონტერებს, ახალი კონსტიტუციის ფარგლებში პრემიერის პოსტს ნაციონალების გამარჯვების შემთხვევაში მერაბიშვილი დაიკავებს თუ სააკაშვილი, თუმცა ზუსტად იცის, რომ გარიგების შემთხვევაში, თუ ასეთს ადგილი ექნა, არავინ მისცემს გარანტიას რომ მერაბიშვილის სისხლისსამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ დადგება. რას გადაამოწმებენ ახლები აუცილებლად და მოთოკავს თუ არა სააკაშვილი მერაბიშვილის გაზრდილ პოლიტიკურ ამბიციებს? _ ამ საკითხების ირგვლივ გავესაუბრეთ "ახალი მემარჯვენეების" ლიდერ დავით გამყრელიძეს.
[ სრულად ]
აქტუალური თემა
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას აქვს, კონსტიტუციონალიზმის დეფიციტია.
პირველ რიგში ეს დეფიციტი ვლინდება ყოველი ახალი ხელისუფლების სურვილით ძირფესვიანად შეცვალოს და საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ამის უკანასკნელი მაგალითი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით ახალ რეალობას და საკუთარ ინტერესებს მოარგო კონსტიტუცია.
2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლება აღარ ეცდებოდა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც მოემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა და დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი.
ამ ეტაპსაც, ისევე როგორც სხვა ეტაპებს, თან სდევს ხელისუფლებების პოლიტიკური ცოდნის და პოლიტიკური კულტურის დეფიციტი. ხელისუფლებამ ან არ იცის, ან იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციის მიღების ძირითად პრინციპს - მის გარშემო პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუნსის აუცილებლობას. ამ ეტაპზეც, ისევე როგორც უახლოეს წარსულში, კონსტიტუციური ცვლილებები ხდება მხოლოდ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა ყველა, ხაზს ვუსვამ, ყველა პოლიტიკური ძალა ამ ცვლილებების წინააღმდეგია.
ახლა მოკლედ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც იწვევენ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას.
[ სრულად ]
რონალდ რეიგანი
ძალაუფლების კონცენტრირება ყოველთვის თავისუფლების მტერი იყო.
ფეისბუქის ფან ბოქსი
« მაისი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31